გიორგი ბასილაშვილმა სამი მსოფლიო რეკორდი რამდენიმე წუთში დაამყარა
25 ოქტომბერს, თბილისში, ვარდების ბაღის ამფითეატრში, გიორგი ბასილაშვილმა სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 1) მარცხენა ფეხზე, 6 წუთსა და 30 წამში მან 142 ბუქნი შეასრულა. 2) მარჯვენა ხელზე, წოლბჯენში, 20-კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 48 მიზიდვა შეასრულა და, 3) 100-კილოგრამიანი ადამიანის შესმით, მან 1 წუთის განმავლობაში ორივე ხელზე წოლბჯენში, 24 მიზიდვა შეასრულა.
ყოველივე ამას ორგანიზება გაუკეთა კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ და სპორტულმა კლუბმა „რეკორდმა”.
ფაქტია, გიორგიმ სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და იქ დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში.