კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნათია დუმბაძე ქართული “მაფიის„ დიასახლისი გახდა

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ¹2-ში ახალი ლაუნჯ-ბარი – „მაფია“ გაიხსნა. უკრაინაში „მაფია“ ცნობილი რესტორნების ქსელია, სადაც ხშირად იყრიან თავს როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუმრები, რადგან, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები პოზიტიურ და თბილ გარემოში გემრიელ იტალიურ და იაპონურ კერძებს მიირთმევენ. თბილისში გახსნილი ლაუნჯ-ბარი „მაფიაც“ სწორედ მისი ანალოგია.  ის ფაქტი კი, რომ  ბარის დიასახლისი და პიარ-მენეჯერი ნათია დუმბაძეა, კიდევ უფრო ამტკიცებს აზრს, რომ „მაფიაში“ საკმაოდ პოზიტიური გარემო გველოდება და მისი სტუმარი არაერთი ცნობილი ადამიანი იქნება. „მაფიის“ საზეიმოდ გახსნას, ნათიას მეგობრებთან ერთად, ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, რომლებიც ისე მოიხიბლნენ გარემოთი, ინტერიერითა და გემრიელი იაპონური და იტალიური სამზარეულოთი, რომ პირობა დადეს: შოუ-ბიზნესის „მაფია“ ხშირად ივლის „მაფიაში“ . ასე რომ, უკრაინულმა „მაფიამ“  უკვე თბილისში გადმოინაცვლა.

ნათია დუმბაძე: გაიხსნა ლაუნჯი „მაფია“, სადაც, შეგიძლიათ, მიირთვათ  იტალიური და იაპონური კერძები. ერთ-ერთი განსხვავებული და ორიგინალური კერძია ერთმეტრიანი, ოცნაჭრიანი პიცა და, ასევე, უგემრიელესი იაპონური სუში. ჩვენთან არის დაბალი ფასები, ყოველდღე უკრავს დიჯეი და, რაც მთავარია, პოზიტიური, ოჯახური, შინაურული გარემოა.  „მაფია“ იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „ოჯახს,” „ოჯახურ ღირებულებებს.” ასე რომ, ნებისმიერი სტუმარი ჩვენთან თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და, რაც მთავარია, კარგი მუსიკის ფონზე, გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებს.

скачать dle 11.3