კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კვებავდნენ მზეს აცტეკები ადამიანთა გულებითა და სისხლით

კოლონიზაციის პერიოდის ერთ-ერთი ევროპელი ავტორი წერდა: „ურიცხვ კერპს ითვლიდა მექსიკა“ – მხოლოდ აცტეკების პანთეონი ორი ათას ღმერთს ითვლიდა და მათგან უმეტესი სისხლიან მსხვერპლს ითხოვდა, უპირველეს ყოვლისა კი – ადამიანის სისხლს. ღმერთებს ჰქონდათ ამის უფლება: ოდესღაც ხომ ისინიც თავიანთ სხეულს და სისხლს იღებდნენ მსხვერპლად ადამიანებისთვის. აცტეკების წარმოდგენით, ქვეყნიერებას პერიოდულად კატაკლიზმების გავლა უხდებოდა, რომელიც არა მარტო კაცობრიობის განადგურებით მთავრდებოდა, არამედ მნათობებისაც. ღმერთებიდან რომელიღაცას კი სამსხვერპლო ცეცხლში ჩავარდნა უხდებოდა, რათა თავისი ცეცხლწაკიდებული სხეულიდან შეექმნა ახალი მზე და ახალი მთვარე. მეოთხე ერის დამთავრების შემდეგ და მსოფლიოს მეხუთე, თანამედროვე ერაში შებიჯებამდე, ღმერთებმა თვითონვე გამოკვებეს ხელახლა შექმნილი მზე თავიანთი სისხლით. ღმერთმა კეცალკოატლმა კი თავისი სისხლით მორწყა ადრე გარდაცვლილ ადამიანთა ძვლები, რათა ახალი კაცობრიობისთვის მიეცა სიცოცხლე. კერძოდ, ადამიანები, ღმერთებმა შექმნეს უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ მზე მოემარაგებინათ საკვებით.

მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში ჩაწერილი „ჩიმალპოპოკის კოდექსი“ გვიყვება იმაზე, თუ როგორ შექმნა, უშუალოდ ღმერთმა ტესკატლიპოკამ მზის შექმნამდე, „400 ადამიანი და 5 ქალი“ – „ადამიანებს“, ანუ მამაკაცებს, უნდა უზრუნველეყოთ მზე თავდაპირველი (საწყისი) საკვებით. როცა მზე ამოვიდა, ქვეყნიერებას კიდევ ოთხასი ინდიელი მოევლინა, მაგრამ მათი ამოცანა იყო, არა ახალი კაცობრიობის შექმნა, არამედ უნდა მომკვდარიყვნენ, „რათა მზეს საკვებად ჰქონოდა მათი გულები“. ამიტომ, მათი მოკვდინებისთვის შეიქმნა კიდევ ხუთი „მებრძოლი“. იმ დროიდან მოყოლებული და ევროპელთა მოსვლამდე, აცტეკებისთვის ზუსტად იყო ცნობილი, რომ თუ მზეს არ გამოკვებავდნენ ადამიანთა გულებითა და სისხლით, ის აღარ ამოვიდოდა და დაიღუპებოდა თავისი ღამის მიწისქვეშა გზაზე. მოგვიანებით, მათ მოუწიათ იმაში დარწმუნება, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ მანამდე, სანამ ესპანელებმა ბოლო არ მოუღეს მათ სისხლიან კულტებს (როდესაც მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა აცტეკთა ანალოგიურ ქმედებას), არავის გაუაზრებია, შეემოწმებინათ, ამოვიდოდა თუ არა მზე მისთვის განკუთვნილი საკვების გარეშე.

დანარჩენი ღმერთებიც ასევე სისხლით იკვებებოდნენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ნებაყოფლობითი და ზომიერი მსხვერპლით კმაყოფილდება. მაგალითად, მთავარი ღმერთების ტრიადაში შემავალი კეცალკოატლი – სტიქიის მბრძანებელი და მეცნიერებისა და კულტურის მფარველი, სისხლის მიმღები იყო, მაგრამ სიკვდილს არ ითხოვდა. მორწმუნეებს და „ჰუმანური“ ღმერთის თვით ქურუმებსაც კი, ყურები ან ენა უნდა გაეხვრიტათ და ნახვრეტში ეკლიანი აგავას ბოჭკოს ზონარი გაეტარებინათ. ამ დროს ჩამონადენი სისხლი სრულად აკმაყოფილებდა კულტურის მფარველი ღმერთის მოკრძალებულ მოთხოვნილებებს. ეპისკოპოსი დიეგო დე ლანდი თავის თხზულებაში „შეტყობინებები იუკატანის ამბებზე“, ასე აღწერს ამ წეს-ჩვეულების ერთ-ერთ ვარიანტს (თუმცა არა აცტეკებში, არამედ იუკატანის მაიას ტომში):

„სხვა შემთხვევებში ისინი უსინდისო და სავალალო მსხერპლშეწირვებს ახორციელებდნენ. ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ ტაძარში იკრიბებოდნენ – დგებოდნენ მწკრივში და სასქესო ასოზე რამდენიმე ღიობს (ნახვრეტს) იკეთებდნენ, რის შემდეგაც ამ ღიობებში რაც შეიძლება მეტ ზონარს იტარებდნენ. ყველა ასოდან ჩამოდენილ სისხლს კი დემონის სტატუეტს აცხებდნენ. ვინც მეტად გაირჯებოდა, უფრო კარგ ვაჟკაცად ითვლებოდა“.

მართალია, ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ კეცალკოატლის განსაკუთრებულად თავგამოდებული თაყვანისმცემელნი ადამიანებს სწირავდნენ მას მსხვერპლად, მაგრამ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ჩატარება, მეცნიერების მფარველის სამსხვერპლოზე, არ იყო მიღებული. ამ საკითხში კეცალკოატლი მკვეთრად გამოირჩეოდა აცტეკთა პანთეონში. თუმცა, ტოლტეკებისა და აცტეკებისთვის და ნაუას (ნაუა – ენით მონათესავე ინდიელ – იუტოაცტეკურ ტომთა ჯგუფი) ყველა ტომისთვის, ის რაღაცნაირად უცხო იყო. მექსიკის უძველესი ბინადარნი დიდი ხნით ადრე ეთაყვანებოდნენ მას, სანამ პირველი ნაუები გამოჩნდებოდნენ ისტორიულ არენაზე. ტყუილად კი არ გამოდიოდა გამუდმებით კეცალკოატლი, როგორც ანტაგონისტი სისხლმოწყურებული ტესკატლიპოკისა – ორეულისა, ომისა და მზის ღმერთისა – უიტსილოპოჩტლისა.

მაგრამ კეცალკოატლი იშვიათი გამონაკლისი იყო. დანარჩენი ღმერთები არა მარტო სისხლს ითხოვდნენ, არამედ მსხვერპლის სიცოცხლესაც. ყველაფერზე მეტად კი, მათ მსხვერპლის გული სჭირდებოდათ. ტლალოკი – წვიმისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი კეთილისმყოფელ ღვთაებად ითვლებოდა. მას ხელოვნურად შექმნილ წყალსატევებს უძღვნიდნენ. ის ხალისით იღებდა თავის თაყვანისმცემელთაგან საჭმელ მცენარეთა მარცვლეულს. ტლალოკის მთავარ დღესასწაულზე მისი ქურუმები წყალში ყვინთავდნენ და მის გასახარად ცდილობდნენ ბაყაყების ხმისა და მოძრაობის იმიტაცია გაეთამაშებინათ. თუმცა, ასეთი გასართობებით ღმერთი არ კმაყოფილდებოდა. მისთვის მიღებული იყო, შეეწირათ ბავშვები და ქალიშვილები: მათ გულს აცლიდნენ მკერდიდან, ხოლო ნეშტს კრძალავდნენ.

 

 

скачать dle 11.3