კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

17 ნოემბერი

1839 – – მილანში გაიმართა ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერის – „ობერტაი, ბოკაჩოს გრაფი“ – პრემიერა.

1855 – ინგლისელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა აფრიკაში აღმოაჩინა ვიქტორიას ჩანჩქერი, რომელსაც „ვიქტორია” შეარქვეს.

1869 – ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი.

1948 – კრეისერი „ავრორა“ მუზეუმად გადააკეთეს.

18 ნოემბერი

1307 – თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სწორედ ამ დღეს მოარტყა ვილჰელმ ტელმა ისარი თავისი შვილის თავზე დადებულ ვაშლს.

1626 – რომში ეკურთხა წმიდა პეტრეს ტაძარი, რომლის მშენებლობა 1452 წელს დაიწყო.

1865 – შედგა მარკ ტვენის ლიტერატურული დებიუტი.

19 ნოემბერი

1703 – ბასტილიაში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც ცნობილია როგორც „ადამიანი რკინის ნიღაბში“.

1891 – გასაყიდად გამოვიდა პირველი სათამაშო რკინიგზა.

1978 – ჯორჯთაუნში (გაიანა) ერთდროული თვითმკვლელობის აქტი მოაწყო 900-მა სექტანტმა – ეს იყო ყველაზე მასობრივი თვითმკვლელობა მე-20 საუკუნეში.

20 ნოემბერი

1815 – გამოცხადდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტი და მისი საზღვრების ურღვევობა.

1917 – კამბრეს ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ პირველად ისტორიაში, გადამწყვეტი როლი შეასრულეს ტანკებმა.

1929 – პარიზში შედგა სალვადორ დალის პირველი პერსონალური გამოფენა.

1969 – პელემ გაიტანა თავისი მეათასე გოლი.

21 ნოემბერი

1783 – საჰაერო ბურთით პირველად გაფრინდნენ ადამიანები: ფრანგები – პილატარ დე-როზე და ფრანსუა ლორენ-დარლანდი.

1877 – თომას ალვა ედისონმა გამოიგონა ფონოგრაფი – ხმის ჩამწერი პრიმიტიული მოწყობილობა.

22 ნოემბერი

1906 – ოფიციალურად დაკანონდა სიგნალი SOS, როგორც საშველად სახმობი ნიშანი ზღვებზე კატასტროფისას.

1917 – კანადაში დაარსდა ნაციონალური ჰოკეის ლიგა NHL.

1928 – პარიზში შედგა მორის რაველის „ბოლეროს“ პრემიერა.

1975 – ესპანეთის მეფე გახდა ხუან-კარლოს I ბურბონთა დინასტიიდან.

23 ნოემბერი

1899 – სან-ფრანცისკოში სასტუმრო „პალე როიალში“ დაამონტაჟეს პირველი მუსიკალური ავტომატი.

1946 – ფრანგულმა ესკადრამ დაბომბა ვიეტნამის ქალაქი ხაიფონი, დაიღუპა 6 000 ადამიანი.

1979 – გამოვიდა „პინკ ფლოიდის“ გახმაურებული ალბომი – THE WALL.

2003 – მოხდა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში.

скачать dle 11.3