კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს ტანსაცმლის ფერი ადამიანის ემოციებსა და სექსუალურობაზე

პლანეტების კოსმობიოლოგიური ვიბრაციები უშუალო ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე, კერძოდ კი – მათ ფსიქიკაზე, ემოციების ცვალებადობაზე, რაც, საბოლოოდ, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში შესაბამისი საქციელით ვლინდება. ყოველ პლანეტას თავისი ფერი აქვს, ამიტომ, ყოველ ფერს შესაბამისი პლანეტისთვის დამახასიათებელი ენერგოინფორმაციული ველი გააჩნია. 

ყვითელი – მზის ფერია. ამ ფერის შეტანა ჩაცმულობაში თქვენგან ითხოვს ყურადღების ცენტრში მოქცევას; თქვენი ინტელექტისა და გონებამახვილობის გამორჩევას; ენერგიის, სითბოს, კეთილშობილების გამოვლენას. თუ ეს ფერი გადამეტებულია, ესე იგი, თქვენში თვითგამოვლინების გადამეტებული სურვილებია განვითარებული.

თეთრი ფერი უკავშირდება მთვარეს, რომელიც წარმოადგენს სისპეტაკის, მგრძნობიარობის, სისუფთავის სიმბოლოს. ამავე ფერით აღინიშნება ადამიანის დამოუკიდებლობა და განცალკევება, ამიტომ, ამ ფერით ლიდერული თვისებების გამოვლენას საზოგადოება არაადეკვატურად აღიქვამს. თუ არ გაქვთ სხვისი პრობლემების მოსმენის ან საკუთარი შინაგანი სამყაროს სხვებისთვის გახსნის სურვილი, მაშინ ეს ფერი სავსებით მისაღებია.

წითელი – პლანეტა მარსის ფერია, რომელიც აძლიერებს აგრესიულობას, შემტევ ხასიათს, ლიდერულ თვისებებს, სექსუალურობას, აქტიურად და ენერგიულად მოქმედების უნარს. მეტად იზიდავს საპირისპირო სქესის პარტნიორებს; თუ ხშირად იცვამთ წითელს, ესე იგი, გამორჩეული ხართ მასისგან; თქვენგან ელიან მებრძოლ სულისკვეთებას. თუ აღარ მოგწონთ ამ ფერის ტანსაცმელი, ესე იგი, ემოციურად გადაღლილი ხართ და სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.

მწვანე ფერი შეიცავს სიყვარულის პლანეტის – ვენერას ენერგიებს. ეს არის სულიერი ჰარმონიის, წონასწორობის, სტაბილურობის, პრაქტიკულობის, დიპლომატიურობის ფერი. კარგია საქმიანი და ყველა სხვა სახის მოლაპარაკებებისა და კონტრაქტებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფერით ემოციათა სიუხვეს თავად ვერ მიაღწევთ, შეიძლება, თქვენით სხვები უფრო დატკბნენ.  თუ თქვენ ძირითადად მწვანე ფერს იცვამთ, ეს, შესაძლებელია, იყოს შემცირებული თვითშეფასების ნიშანი. ნუ თრგუნავთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებს.

ნარინჯისფერი – პლანეტა მერკურის ფერია. ამახვილებს ინიციატივას, თავისუფლებას, გონებამახვილობას, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. კარგია გართობისთვის, სწავლისთვის, სპორტული თამაშებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ის გამათავისუფლებთ ზედმეტი კომპლექსებისა და შიშებისგან, ხელს შეგიწყობთ ძალების აღდგენაში.

ლურჯი – პლანეტა იუპიტერის ფერია. ხელს უწყობს პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. ის უხდება სერიოზულ, ძალაუფლებით დაჯილდოებულ, მოწესრიგებულ ადამიანებს. ავითარებს დისციპლინას, საქმიან შესაძლებლობებს. ამიტომ, ამ ფერის ტანსაცმლით პაემანზე წასვლა არ არის რეკომენდებული, ის უფრო საქმიანი ურთიერთობებისთვისაა კარგი. ლურჯი ვერცხლისფერთან ერთად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამსუბუქებს სტრესს.

იისფერი – პლანეტა ურანის ენერგიას ატარებს. ფილოსოფოსებისა და პოეტების, ასტროლოგების ასტრონომებისა და მკვლევრების ფერია. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, კოსმიურ კანონებში ჩახედვას, სიახლეებს, პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტას, არასტანდარტულ მოქმედებას. თუ აღარ მოგწონთ იისფერი, ესე იგი, თქვენში ძლიერდება პირადი დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში.

ცისფერი – პლანეტა ნეპტუნის ფერია. აადვილებს ცხოვრებისეულ დინებაში ცურვას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოღვაწეობას, ფანტაზიას, კოლექტიურ შემოქმედებას. კარგია ხელოვანი ადამიანებისთვის. თუ თქვენს ჩაცმულობაში ეს ფერი ძირითადია, ესე იგი, თქვენ ვერ იტანთ მარტოობას.

ნაცრისფერი – პლანეტა სატურნისა და შინაგანი ბარიერის ფერია. კარგია, თუკი გინდათ სერიოზული და საქმიანი ადამიანის იმიჯის შექმნა; ამ ფერს არ უყვარს ჭკუამხიარული და ინტრიგანი ადამიანები. ნაცრისფერ სამოსში სანდო პარტნიორის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ის ხელს შეგიწყობთ, დაამყაროთ იდეალური ურთიერთობები როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში.

შავი – პლანეტა პლუტონის ფერია, რითაც ადამიანები ხაზს უსვამენ საკუთარ ინდივიდუალურობას, განსაკუთრებულობასა და სხვებისგან განსხვავებულობას. ამ ფერით თქვენ თავს იცავთ. ის ხელს უწყობს მასისგან განცალკევების პროცესს, ამიტომ, კარგია საზოგადოებაში გამოსვლის დროს, დღესასწაულებისთვის. შავი ფერი აძლიერებს თქვენს იდუმალებასა და მაგიურობას. მართალია, კომუნიკაბელურ ადამიანს გაუჭირდება ამ ფერთან „ურთიერთობა“, მაგრამ, მნიშვნელოვან საქმეში ან საპასუხისმგებლო პერიოდში ის ხელს შეუწყობს თქვენი შინაგანი პრობლემების დამალვას. სიყვარული შავისადმი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძალიან აფასებს წესრიგს როგორც საქმეებში, ასევე ურთიერთობებში.

скачать dle 11.3