შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 24 ივნისს, დილის 7-დან 8 საათამდე. რა არის მისი კოსმიური მისია დედამიწაზე და რომელი პროფესია უნდა აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?
პასუხი: დედამიწაზე თქვენი შვილის კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო, სანათესაო კავშირი; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი და ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის; დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 19 იანვარს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო და საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.