„3 ექსპრეს-დიეტის“ ¹3 დიეტა
დიეტოლოგებმა მას „სწორი დიეტა“ უწოდეს. ის 14 დღე გრძელდება და, თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ, უმტკივნეულოდ და მყარად დაიკლებთ 5-7 კილოგრამს.
ამ დიეტის დაცვის დროს კატეგორიულად აუცილებელია დილის საუზმე: ყავა ან მწვანე ჩაი (1 კოვზი თაფლით), 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ნაჭერი ყველი (შეგიძლიათ ყველი ხაჭოთი ჩაანაცვლოთ). დანარჩენი დღის განმავლობაში კი ერთი და იმავე მენიუთი უნდა იკვებოთ მთელი 14 დღე: ხილის სალათა, ტოსტი, ჩაი, ყავა, მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, ბოსტნეული, დიეტური რძის პროდუქტები.
პირველი დღე
სადილი: 150 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი უმი ან მოთუთქული ბოსტნეულის გარნირით; უშაქრო ჩაი, ყავა ან წყალი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზი, თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა, 1 ნაჭერი ტოსტი; მწვანე ჩაი უშაქროდ.
შუალედებში – ხილი. წყალი – 2 ლიტრამდე.
მეორე დღე
სადილი: უცხიმოდ მოხარშული ბრინჯი ძალიან ცოტა მარილით, ხილის სალათა; უშაქრო ყავა ან ჩაი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი (ფრინველის ან საქონლის) ბოსტნეულის გარნირით, 1 ჩის ჭიქა უცხიმო კეფირი.
შუალედებში – იგივე.
მესამე დღე
სადილი: მოხარშული თევზი – თინუსი; ბოსტნეულის სალათა; 1 ცალი გრეიპფრუტი.
ვახშამი: რაგუ ბოსტნეულითა და მოხარშული მჭლე ხორცით; 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
შუალედებში – იგივე.
მეოთხე დღე
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი; 100 გრამი უცხიმო ხაჭო; 1 ცალი პომიდორი, 1 ნაჭერი ტოსტი; უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.
ვახშამი: მოხარშული წიწილა; ისპანახი; 1 ცალი ვაშლი; გაზგასული მინერალური წყალი.
შუალედებში – იგივე.
მეხუთე დღე
სადილი: უცხიმო ყველის ასორტი (3-4 პატარა ნაჭერი); ისპანახის სუპ-პიურე, თითო ცალი პომიდვრისა და კიტრის სალათა ყველანაირი მწვანილით; უშაქრო ყავა.
ვახშამი: 150 გრამი უცხიმო ხაჭო; ბოსტნეულის სალათა; უშაქრო მწვანე ჩაი.
შუალედებში – იგივე.
მეექვსე დღე
სადილი: ფრინველის მოშუშული ხორცი; ბოსტნეულის სალათა; 1 ცალი გრეიპფრუტი; ყავა.
ვახშამი: 300 გრამი ხილის ასორტი, ჩაი.
შუალედებში – იგივე.
მეშვიდე დღე
სადილი: მოხარშული ფრინველის ხორცი ცოცხალი ბოსტნეულის გარნირით; 1 ჩაის ჭიქა კეფირი, 1 ცალი გრეიპფრუტი.
ვახშამი: მოხარშული ხბოს ხორცი მოთუთქული ბოსტნეულის გარნირით. 1 ცალი ვაშლი. უშაქრო მწვანე ჩაი.
შუალედებში – იგივე.
თითოეული ულუფის რაიოდენობა არ უნდა აღემატებოდას 250-300 გრამს, ბოლო კვება კი არ უნდა გადააცილოთ 18 საათს. თუ დაძინებამდე ძალიან მოგშივდათ, მიირთვით 1 ცალი ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი, 1 ცალი უმი სტაფილო ან 1 ცალი უმი ბულგარული წიწაკა.
მერვე დღიდან მეთოთხმეტე დღის ჩათვლით, თავიდან ბოლომდე გაიმეორებთ პირველ 7 დღეს.
ამ დიეტის განმეორება შეიძლება მხოლოდ 2-3-კვირიანი შუალედის შემდეგ.