კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოქროს ბურთის” გარეშე დარჩენილი ფეხბურთის ვარსკვლავები

წლის ბოლოს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია „ოქროს ბურთის” ლაურეატებს დაასახელებს. ცნობილია 30 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, სადაც, ტრადიციულად, ფიგურირებენ: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები და სხვები; თუმცა, არიან ფეხბურთის ვარსკვლავები, რომელთა ნახვა პრეტენდენტების სიაში შეუძლებელია. ისინი ვერ მოხვდნენ გაფართოებულ სიაში და, ცხადია, რომ ვერ გახდებიან ჯილდოს მფლობელები. გთავაზობთ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებსაც „ფიფამ,” უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა.

ლუის სუარესი – „ლივერპული”/„ბარსელონა”, ურუგვაი

ლუის სუარესის არშეყვანა პრეტენდენტების გაფართოებულ სიაში „ფიფას” მიერ ჟურნალისტებმა მთავარ მოულოდნელებად დაასახელეს. ურუგვაელმა ფორვარდმა ფენომენალური სეზონი გაატარა „ლივერპულში”, 38 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი ტრანსფერი „ბარსელონაში” ასევე წლის ერთ-ერთ მოვლენად დასახელდა, თუმცა, ყველა ეს მიღწევა დაჩრდილა სუარესის სიყვარულმა კბენის მიმართ. მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ სუარესმა 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მაინც, ამის მიუხედავად, ის ნამდვილად იმსახურებდა 30-კაციან სიაში მოხვედრას.

დიეგო გოდინი – „ატლეტიკო”, ურუგვაი

კიდევ ერთი ურუგვაელი, რომელიც ვერ მოხვდა „ფიფას” სიაში. გოდინმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „ატლეტიკოში”. იგი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება, ხოლო მისი გოლების შესახებ ყველა ლაპარაკობს „ბარსელონის” კარში  გატანილმა სწორედ გოდინის გოლმა მოუტანა „ატლეტიკოს” პრიმერადივიზიონის ჩემპიონის ტიტული, რომელსაც მადრიდული გუნდი 18 წელი ელოდა; ასევე, დიეგოს დამსახურებაა, რომ ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის „პლეიოფში” მოხვდა. დიეგო გოდინი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება და მისი არჩაწერა სიაში ასევე, მოულოდნელობად დასახელდა.

კარლოს ტევესი – „იუვენტუსი”, არგენტინა

კარლიტო ტევესი „იუვენტუსთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 19 გატანილი გოლით მან ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა. არგენტინის ნაკრების მწვრთნელთან, ალეხანდრო საბელასთან უთანხმოების გამო, ტევესი მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო, თუმცა, მისი საკლუბო დამსახურებების გათვალისწინებით, ის ნამდვილად იმსახურებდა მოხვედრას სიაში.

არტურო ვიდალი – „იუვენტუსი”, ჩილე

არტურო ვიდალის თქმით, იგი არ ცნობს გამოკითხვებსა და კონკურსებს და საკუთარ თავს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. ვიდალისთვის 2014 წელი წარმატებული იყო, რადგან „იუვენტუსთან” ერთად ის ჩემპიონი და გუნდის ლიდერი გახდა, ხოლო, ჩილეს ნაკრებთან ერთად, უმძიმესი ტრავმის მოშუშებიდან რამდემიმე დღეში, წარმატებით იასპარეზა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, მისთვისაც არ მოინახა ადგილი პრეტენდენტების სიაში, თუმცა თავად ფეხბურთელი ამაზე დიდად არ წუხს.

მატს ჰუმელსი – „ბორუსია”, გერმანია

მატს ჰუმელსი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გერმანიის ნაკრებთან ერთად. „ბუნდესლიგის” ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველზე დიდი ხანია ნადირობა აქვთ გაჩაღებული ევროპულ გრანდებს და, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ის ინგლისური ან ესპანური კლუბის წევრი გახდეს. ცნობილია, რომ „ფიფა” სიის შედგენისას ნაკლებად აქცევს ყურადღებას მცველებს და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტის გამო ვერ გახდა ჰუმელსი პრეტენდენტი იმ ჯილდოსი, რომელზეც პრეტენზიას მისი არაერთი თანაგუნდელი აცხადებს გერმანიის ნაკრებიდან.

скачать dle 11.3