პორნოვარსკვლავის თამამი განაცხადი
ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” ახალმა სეზონმა და, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” იქნება, რომელსაც ჯერაც არ მოუპოვებია გამარჯვება. საყვარელი გუნდის კრიზისიდან გამოყვანის ორიგინალური ხერხი მოიფიქრა პორნოინდუსტრიაში ცნობილმა ვარსკვლავმა სედი სანტანამ, რომელმაც პირობა დადო, რომ, თუკი კობი ბრაიანტის გუნდი დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმალურ მარაგს დააგროვებს, ის კლუბის ყველა წევრს ორალური სექსით მოემსახურება.
რონალდუს ბრენდის ერთი წელი
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი ბრენდის – CR7-ის პრეზენტაცია მოაწყო. მამაკაცებისთვის განკუთვნილი თეთრეულის საკუთარი მოდელებით შეაბიჯა რონალდუმ მოდის სამყაროში და ბრენდმა მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებულ წვეულებაზე რონალდუმ ტრუსის ფორმის ტორტის გაჭრის ფოტოები განათავსა „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე.