კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იტანჯებოდა დიდი ხნის განმავლობაში გიორგი ყიფშიძე და ცხოვრების რა მომენტში გაუჩნდა მას ყოფილ და ახლანდელ მეუღლეებთან ურთიერთობაში კრიზისი

„ნიჭიერის“ სცენაზე ვანიკო თარხნიშვილისა და გიორგი ყიფშიძის ტანდემი აშკარად წარმატებული აღმოჩნდა. ისინი არა მხოლოდ კულისებში ამხნევებენ მონაწილეებს, მაყურებელს და ჟიურის  ხალისიანი რეპლიკებითა და ქცევებითაც ამხიარულებენ.

 

გიორგი ყიფშიძე: დიდი ხნის წინ რაღაცეებს მთავაზობდნენ და მე სულ უარს ვამბობდი, რადგან მეგონა, ამას თავისი ცალკე ნიჭი სჭირდებოდა. არ არის აუცილებელი, კარგი მსახიობი იყო და ამიტომ გახდე კარგი წამყვანი.  ერთი პერიოდი „პოკერ რინგის“ წამყვანი ვიყავი, ვიტანჯებოდი. გზაში ვფიქრობდი: ნეტავ, ავარია მომიხდეს, ფეხი მომტყდეს, ან რამე ასეთი მოხდეს, რომ გადაიდოს-მეთქი. პირდაპირ რომ არ მივსულიყავი – არ გამოვიდოდა. საპატიო, თან სერიოზული მიზეზი მინდოდა, ფეხის მოტეხვაზეც კი თანახმა ვიყავი. ისე ვიტანჯებოდი, ისეთ დისკომფორტში ვიყავი, ბურუსში იყო ყველაფერი... მერე რაღაც გადაცემებზე მეძახდნენ, მე სულ გავურბოდი. ყველა მეუბნება: ფულია, კარგია. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია. ძალიან მეშინია ასეთი რაღაცეების. მერე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ ვიცეკვე, ისე ამიტაცა ცეკვებმა, ნოეს ვუთხარი: ვიცი შიდა სამზარეული, პირველად ვგრძნობ, რომ რაღაც შემიძლია და იქნებ ზემოთ, მონაწილეებთან ვიმუშაო-მეთქი. ბაზარი არ არისო და მომდევნო სეზონში დავიწყე. კარგად ვისიამოვნე.  

– როგორც მივხვდი, ეს პროექტი ბევრ რამეში დაგეხმარა.

– ბევრ რამეში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. პიროვნულადაც ვგრძნობ, რომ რაღაცეებში გავიზარდე, ფასეულობებშიც. ვიცი: რა, როგორ გიფასდება. 

– საკმაოდ მონდომებული იყავი.

– ისეთი „პარტნიორშა“ მყავდა, ისეთი ტიპია ჯულიანა, მის გვერდით მონდომებული რომ არ იყო, არ არსებობს. თან ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, სიგარეტის მოწევისაც კი. 

– თქვენმა წყვილმა ჭორებიც გააჩინა.

– სალომესა და გიორგის თემა მოგვარგეს, ეტყობა, მე და ჯულიანასაც. იყო ამაზე მთელი ამბები. იმდენად ინტიმური ურთიერთობაა ქალსა და კაცს შორის, გვერდიდან ისე ჩანს, რომ ამბობენ: აბა რა, საყვარლები და რაღაც სისულელეები...

– ჯულიანას მომდევნო პარტნიორებზე ეჭვიანობდი. ნოდიკოზეც ეჭვიანობ? 

– ვეჭვიანობ არა, ჩემს თავს ვადარებ ხოლმე. ძალიან მინდა, ნოდიკო იმაზე წინ გავიდეს, ვიდრე მე ვიყავი. მესამეზე ხომ გავედი და ნოდიკო ფინალშიც რომ გავიდეს, დაგლიჯავს, ძალიან გამიხარდება. უპირველეს ყოვლისა, ნოდიკოს გამო კი არა, ჯულიანას პონტში. ამდენი იწვალა და ფინალში არც ერთხელ არ მოხვდა

– ეს ჭორები თქვენს ურთიერთობაზე აისახა? ხომ არ გააფუჭა თქვენი ურთიერთობა? ჯულიანა ასეთ რაღაცეებზე უხერხულად გრძნობს ხოლმე თავს.

– ჰო, იკეტება, არ უყვარს, როდესაც მასზე ლაპარაკობენ, რაღაცეებს რომ აბავენ. მე სულ ვეუბნებოდი: შენ ისეთ სფეროში გაიჩითე, ამას ყურადღებას თუ მიაქცევ, ძალიან დაითრგუნები-მეთქი. გაიგებ რაღაცას – გაატარე, ღიმილით, სიცილით შეეგებე. უჭირს, მაგრამ ცდილობს, გაატაროს.

– ის კრიზისი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოჯახში მეუღლესთან გქონდა, ამ თემას დაუკავშირეს. 

– ყველაფერი დაემთხვა. იმ პერიოდში სახლში პატარა ბავშვი მყავდა – მე ვერ ვახერხებდი სახლში ყოფნას, ჩემი ცოლი ვერ მაქცევდა ყურადღებას, სპექტაკლებზე ვერ დადიოდა, რადგან ბავშვს ვერ დატოვებდა და ასეთ დროს მამაკაცთან ურთიერთობაში ყოველთვის ჩნდება კრიზისი. პირველ ცოლთანაც იგივე  დროს დამემართა ეს კრიზისი, სამწუხაროდ. იქ დამთავრდა – პატარა ვიყავი და აქ არ დამთავრებულა.

– როცა შენ და ანი დაქორწინდით, მაშინ არც ის ფიქრობდა, რომ ამდენი წელი იქნებოდით ერთად. 

– მე ასეთ რაღაცეებზე ვერ ვიტყვი: მგონია, არ მგონია, მაგრამ ფაქტია: თერთმეტი წელია ერთად ვართ. როდესაც სერიოზული კრიზისია ურთიერთობაში და ამის მერე ისინი კვლავ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, მიხვდებიან, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ეს ურთიერთობა უფრო მყარდება. ანუ, რაღაცეები არ უღირთ რაღაცეებად. მერე უფრო ჯიგრული, ძმაკაცური ურთიერთობა ჩნდება, სიყვარულობა იწყება თავიდან. ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცია, ყველაზე მაგარი მესაიდუმლე, კარგი გვერდში დამდგომი. კრიტიკულიც არის ჩემ მიმართ და ყველაზე მეტად მჯერა მისი, ვენდობი.

– იმ ყველაფერს, რაც შენ გარშემო ხდება, ჭორები იქნება თუ სხვა რამ, აქცევს ყურადღებას? 

– იცის, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. ჯიგრულად უყურებს ყველაფერს, ესმის – რაღაცნაირი ტიპია.

– ცამეტი წლის გოგონას მამა რომ ხარ, თან, ასეთი ლამაზის, ჭკვიანის...

– ეს დღემდე არ მჯერა, ცამეტი წლის არის, თან, დიდია უკვე, ქალია. რაღაც გადაცემაში ერთად რომ მივდივართ, მე ხმას არ მაღებინებს იმდენს ტლიკინებს, თან, ჭკვიანურად. ბოლო პერიოდში ხშირად არ ვარ სახლში და დიდი ხანი გამოვიდა, რაც ისე აქტიურად ვერ ვხედავ. თან, ისიც იშვიათად მირეკავს, მეც იშვიათად ვურეკავ. იმ დღეს ვიჩხუბეთ კიდეც. დიდი გოგოა. თან, იოგაზე დადის.

– დედის გავლენაც დიდია – კრისტი ძალიან კარგი დედაა. 

– რა თქმა უნდა, გენიალური დედაა და მიხარია, რომ მისი გავლენის ქვეშ არის.

– იმაზე გიფიქრია, რომ შეყვარებული ეყოლება, დიდი გოგონაა უკვე. ჯერ გათხოვებაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მაინც...

– ამაზე არც მინდა ფიქრი. მე ხომ მაგას ვერ გავექცევი. ვიცი, გული გამისკდება, ისედაც ჭაღარა თმა უფრო გამიჭაღარავდება. ახლა შეიძლება ვთქვა, რომ ჩავერევი მის ამბებში, მაგრამ შეიძლება, მერე არ ჩავერიო, ან პირიქით, ვთქვა და იქ, იმ მომენტში გავხდე ვეფხვი.

– და პატარა, უსაყვარლესი ბიჭის მამა რომ ხარ, მისთვის, ალბათ, სულ ცდილობ, დრო გამონახო, დიდი დრო გაატარო მასთან ერთად.

– ეს რა ტიპია, საოცრებაა. პირველი მომენტი, რომლითაც მე ამ ბავშვს მივეწებე და ის მომეწება, ეს იყო მისი დაბადებისთანავე. საკეისროთი გაჩნდა, ამიტომ მამას უნდა დავაწვინოთო, გამხადეს უცებ და დამაწვინეს მკერდზე. წარმოიდგინე, ჯერ გასუფთავებულიც რომ არ არის, ოხშივარი ასდის და ეგრევე დაიწყო ძუძუს ძებნა. გავგიჟდი, გადავირიე, ახლაც შოკში ვარ. რაღაც დამემართა, არ ვიცი. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრიც – შენი ხორცები მერე დადიან, ლაპარაკობენ, გიღიმიან, შენზე არიან დამოკიდებულები, შენ უნდა გადაეფოფრო. დღესაც ვისეირნეთ ერთად, ქვიშაში ვითამაშეთ. 

– შენ და ანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდით, ალბათ, როგორ გაგიჭირდებოდა ბავშვის გარეშე. 

– კი და ბავშვიც ძალიან განიცდიდა. ანიც მეუბნებოდა: ბავშვი ძალიან ნერვიულობს, მოიფიქრე რამე, მამის გარეშე არ უნდა იყოსო. რა სისულელეა, რა მამის გარეშე-მეთქი – ეს მკლავდა. ახლა კარგად არის ყველაფერი, ერთად ვართ. 

– „ნიჭიერმა“ და „ბრავომ“ თეატრს ხომ არ მოაკლო დრო? 

– თეატრში რეკავენ, ესენიც ითვალისწინებენ და სპექტაკლის დღეს არ ნიშნავენ არაფერს. გიორგი სიხარულიძემ გააკეთა სპექტაკლი „ვეფხვი და მოყმე“, მაგარი სპექტაკლია, ნახეთ. ჩემი ფუნქცია არ არის თამაში, ტამტამზე უნდა მივცე რიტმები. 10 წლის წინ ჩემთვის რაღაცას ვუპრაკუნებდი ტამტამზე, დამკვრელი არ ვყოფილვარ და ახლა გასწავლიანო. უბრალო რიტმია გასაკეთებელი, პერფორმანსივით იქნება ჩემთვის. 

– „ნიჭიერში“ შენ და ვანიკო მოუხდით და კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს. 

– ვანიკო რომ არ ყოფილიყო, მარტო, ვიღაცასთან, ვერ წამოვიდოდი. მე და ვანიკო იმდენად შეთამაშებულები და შეთამამებულები ვართ, რომ იმას ვაკეთებთ, რასაც ცხოვრებაში ან საგრიმიოროში სპექტაკლის წინ. ასეთი როლი გვაქვს – კეთილად ვხულიგნობთ. იმის მიხედვით, როგორი შეფასებები აქვს ხალხს, ამ პონტმა გაისროლა და მსიამოვნებს. 

– გაქვს ისეთი ნიჭი, რომელიც ჯერ არ გამოგივლენია? 

– „ბრავოში“ მინდა ექსტრემალური რაღაც გავაკეთო, „ვიშკიდან“ ჩამოვიდე გარედან ტროსით. კინოში ჩემი თავის „ტრიუკაჩი“ მე ვარ. „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ ტრიუკი იყო აბა, რა იყო:  თოკს მოვკიდე ხელი, გავფრინდი ერთხელ, ორჯერ. სიმაღლის მეშინია და მთელი „კაიფი“ სწორედ სიმაღლის დაძლევაა. ბავშვობაში, მახსოვს, ასეთი ჭორი გავრცელდა: წყლის სიღრმეში აკვალანგისტები ხალხს ითრევენ, ქვემოთ აბამენ და ახრჩობენ. მერე კი მათთან მიდიად ადამიანები, სთხოვენ: გვიპოვე დამხრჩვალიო და ამაში ფულს იღებენო. ისე შემეშინდა, ღრმა წყალში ვეღარ გავდიოდი. ფობია გამიჩნდა, რომ ვიღაცეები დამქაჩავდნენ. ახლაც ვერ ჩავდივარ სიღრმეში, მეშინია.

 

скачать dle 11.3