კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა დახუჭოს ცოლმა „რაღაცაზე“ თვალი და არ იეჭვიანოს

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უეჭვიანია თავის პარტნიორზე. ეს სრულიად ბუნებრივი გრძნობაა და ზომიერების ფარგლებში მისი არ უნდა გვეშინოდეს. „ზომიერების ფარგლებშიო“ – ვამბობთ იმიტომ, რომ გადაჭარბებულ ეჭვს ყველაზე მყარი ურთიერთობის დამსხვრევაც კი შეუძლია. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ, მაშინაც კი არ უნდა ავყვეთ ეჭვს და არ დავემორჩილოთ მას, როცა ამის საფუძველი გაგვაჩნია. ჯერ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ ვკარგავთ ჩვენს ეჭვებზე ბევრად უფრო ღირებულს. მისი დადასტურება ზოგჯერ ვერც შვებას გვგვრის და ვერც პრობლემას აგვარებს, პირიქით, ბევრად გვიმძიმებს მდგომარეობას.

 

ლენუკა (38 წლის): ძალიან უცნაურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. უცნაური და უჩვეულო განცდები მაქვს. ჩემი სიყვარული ჩემი მეუღლისადმი მისი პირველად ნახვისთანავე დაიწყო. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. ახლა ვერ ვუძებნი, თორემ მაშინ, ალბათ, მქონდა პასუხი კითხვაზე – რატომ შემიყვარდა... ვფიქრობ ჩემს გათხოვებაზე და, არც სიხარულს ვგრძნობ, აღარც ტკივილს – ეტყობა, ძალიან „დავიცალე“ და გამოვიფიტე,  რაც კიდევ უფრო დიდი საშინელებაა იმასთან შედარებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მჭირს. ჩემი რვაწლიანი, თითქმის იდეალური ურთიერთობა ქმართან სერიოზულ ჩიხში შევიდა. ნეტავი, ვინმეს თუ უმართლებს ისე, რომ ოჯახი მისთვის კომფორტი და ბედნიერებაა?! უკვე ეჭვი მეპარება, რადგან, პრაქტიკულად, მქონდა ყველაფერი, რაც ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისთვის არის საჭირო.

– მაინც, რას გულისხმობთ?

 – უპირველესად – სიყვარულს. მე მიყვარდა ჩემი ქმარი და ვუყვარდი მასაც. პრინციპში, მე ახლაც მიყვარს, საკმაოდ ძლიერი გრძნობა მაქვს მის მიმართ, მაგრამ ეს მე სიხარულს აღარ მგვრის, პირიქით, სერიოზულ ტკივილს მაყენებს  და თავს კომფორტულად აღარ ვგრძნობ. მუდმივად დაძაბული ვარ, მოჭიმული მშვილდივით. იყო დრო, როცა ჩემს ქმარში ყველაფერი მომწონდა. ახლაც ვფიქრობ, რომ ის ჩემი ბედისწერაა, მაგრამ ურთიერთობა ჩვენ შორის ძალიან გართულებულია. ზოგჯერ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს ცხრა წელი, რომელიც ქორწინებაში გავატარე, ხომ არ არის წყალში გადაყრილი-მეთქი.

– შვილები არ გყავთ?

– როგორ არა. ვიცი, რატომაც მკითხეთ. შვილები ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა – ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, მაგრამ, სრულფასოვან ადამიანად არ ვგრძნობ თავს, რადგან, მუდმივ სტრესში ვიმყოფები... ვუყურებ ხოლმე ჩემს ქმარს და ვფიქრობ, უფრო სწორად საკუთარ თავს ვეკითხები – სად დავუშვი შეცდომა. იქნებ, რაღაცის  შეცვლა შემეძლო? რატომ მივეცი უაზრო გრძნობას ჩემი ბედნიერების დანგრევის უფლება? ეჭვს ვგულისხმობ. შემეძლო, რაღაცეები „გამეტარებინა“, მე კი როგორ მოვიქეცი? პარანოიაში გადავზარდე უარყოფითი, ნეგატიური ემოციები. მე დღესაც არ ვიცი, სინამდვილეში მიღალატა თუ არა ჩემმა ქმარმა. თავიდან ისტერიულად ვცდილობდი ამის გადამოწმებას, გამწარებული და გაცოფებული ვიქექებოდი, ვეძებდი... არავის ვუსურვებ ამ ყველაფრის განცდასა და გადატანას... მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვცახცახებდი. ღამე არ მეძინა, ვერ ვჭამდი და სიცოცხლე აღარ მინდოდა... ვტიროდი, ვნერვიულობდი, ოღონდ, თავიდან ჩემთვის და, ვცდილობდი, შესამჩნევი არ ყოფილიყო ჩემი ეს მდგომარეობა.

– ეჭვი რატომ გაგიჩნდათ, ასეთი რა გააკეთა თქვენმა ქმარმა?

– არაფერი არ გაუკეთებია. მის ტელეფონში წავიკითხე ისეთი მესიჯი, რომელმაც, ეჭვი გამიჩინა და, ფაქტობრივად, დამაავადა ამ ეჭვმა. ეს მართლა დაავადებაა, საშინელი და ღალატზე ბევრად უარესი.

– ღალატზე უარესი როგორ შეიძლება, ეჭვი იყოს?

– თურმე, შესაძლებელი ყოფილა. მე ვერ წარმომედგინა, მაგრამ, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. იცით, რას მივხვდი კიდევ? ღალატი ერთხელ მაგრად გატკენს და მერე უკვე დგება ეტაპი, როცა არჩევანი უნდა გააკეთო – აპატიო თუ დაამთავრო ყველფერი. რაც შეეხება ეჭვს, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. რომ შეგეყრება, მერე დაღუპული ხარ – ებრძვი საკუთარ თავს, ნერვიულობ, ცდილობ, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ცდები. არადა, ხვდები, რომ კვამლიც არ არსებობს უცეცხლოდ... მგონი, მე დავუშვი სერიოზული შეცდომა, რომ მაშინვე არ დავივიწყე ის მესიჯი. როგორ დავუშვი, რომ ასე ღრმად შემოეღწია ჩემში, მოვეწამლე და მოვეშხამე. 

– არ სცადეთ, ქმარს დალაპარაკებოდით?

– ჩემი ეჭვების თუ მესიჯის შესახებ? თავიდან არა, მაგრამ, თუ მანამდე მშვიდად ვიყავი, როცა მობილურს დღის განმავლობაში გამორთავდა ან არ მიპასუხებდა, ამის შემდეგ ეს ძალიან მაშფოთებდა. საკმარისი იყო, არ ეპასუხა ან გამორთული ჰქონოდა, რომ „იზმენები“ მეწყებოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემს ხასიათსა და ქმედებებზეც პირდაპირ აისახებოდა. ყველაფერზე ვეჩხუბებოდი ჩემს ქმარს, მაღიზიანებდა მისი მანერები, ხუმრობები, შენიშვნები, თხოვნებიც კი. ამ ყველაფერში დამნაშავე იყო ჩემი ეჭვები, რომლებიც აგრესიას მიჩენდა. მზად ვიყავი, გამეგლიჯა ჩემი ქმარი. მაგრამ, გავიდოდა სახლიდან და მაშინვე ვნანობდი ჩემს საქციელს – მენატრებოდა და საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი, ეს აღარ განმეორდება-მეთქი. გალწრფელად ვწუხდი იმაზე, როგორ თვალსა და ხელს შუა მიფუჭდებოდა საყვარელ მეუღლესთან ურთიერთობა. გამოსავალს დავუწყე ძებნა და აქაც შეცდომა დავუშვი – გამომძიებელივით დავიწყე მოქცევა: ყოველ საღამოს დაკითხვას ვუწყობდი ჩემს ქმარს – სად იყავი, რატომ დაგაგვიანდა, მობილურზე რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარს, ფული რაში დახარჯე...

– ფული რაში დახარჯა, ანუ, საყვარელს ხომ არ დაახარჯა?

– დიახ, სწორედ მაგის ეჭვი მკლავდა და მაწამებდა. თუმცა, იმასაც ვხვდებოდი, რომ ყოვლად აუტანელი ვიყავი ჩემი შეკითხვებით. მაგრამ, რა მექნა, ვერაფერს ვუხერხებდი საკუთარ თავს და ნევროზი ავიკიდე.

– არ ჯობდა, პირდაპირ გეკითხათ ქმრისთვის, რა ხდებოდა?

– ალბათ, ჯობდა, მაგრამ, ერთი, რომ არ ვიყავი მზად საშინელი პასუხისთვის, როგორიც არის – „დიახ, მე საყვარელი მყავს” და, მეორე – არაფერი მქონდა ხელჩასაჭიდი, რომ ეთქვა, გიჟი ხომ არ ხარ, რაებს მიგონებო. ბოლოს მაინც აქამდე მივედით. ჩემი სულელური ეჭვიანობით იმასაც გავუფუჭე ხასიათი და მეც გადავირიე. მშურს იმ ქალების, რომლებსაც დიპლომატიური ნიჭი აქვთ და შეუძლიათ, ქმრები თავის ნებაზე ათამაშონ. ისინი მაშინაც კი არ ეჭვიანობენ, როცა დარწმუნებულები არიან ქმრის ღალატში.

– აბა, რას აკეთებენ?

– მოქმედებენ, ოღონდ, მშვიდად და ცივი გონებით; ქმრებს დიპლომატიურად უგრეხენ კისერს, ისე, რომ ისინი მადლობლები და კმაყოფილებიც კი რჩებიან. მაგრამ, მე არ ვიცი მათი მეთოდები. რომ ვიცოდე, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდი.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ღალატზე თვალის დახუჭვა ჯობია?

– იცით, როგორ არის საქმე? თუ ზუსტად იცი, რომ გღალატობს; თუ საყვარელი მეორე ოჯახად ჰყავს და, უკაცრავად, ამას რომ ვამბობ, „თავზე გიშვება“, მაშინ ამაზე თვალს ვერაფრით დახუჭავ, გამორიცხულია; მაგრამ, ისეთი ეჭვიანობა, როგორითაც მე თავი დავიტანჯე, სრული იდიოტიზმია. რა მოვიგე ამით? არაფერი, გარდა იმისა, რომ დეპრესია, ნევროზი და თავის ტკივილები გავინაღდე. ქმართან ურთიერთობა საშინლად გავიფუჭე – ვგრძნობ, როგორი დაძაბულია მუდმივად. მეც ვეღარ ვახერხებ სიტუაციის უკეთესობისკენ შემობრუნებას და უკვე ინერციით მივექანები თავდაღმართზე. უკვე ვხვდები, რომ ღალატზე უფრო ხშირად ეჭვიანობა ანგრევს ყველაზე მყარ ურთიერთობასაც კი. ჩემს ქმარს უკვე ყელში ამოუვედი, ვგრძნობ ამას. მეშინია, უკვე აღარ ვიცი, კრიტიკულ ზღვრამდე თუ მივედით, მერე რაღა იქნება. თავიდანვე იცოდა ჩემი ეჭვიანი ხასიათის შესახებ და მეუბნებოდა, კარგია, რომ ღელავ, ესე იგი, ისევ ძალიან გიყვარვარო, ახლა კი სულ მიბღვერს, ოხრავს და ცდილობს, საერთოდ არ შემოვიდეს კონტაქტში. ესეც საშინელებაა.

– ფიქრობთ, რომ ოჯახი დაგენგრევათ?

– დიახ და ძალიან მეშინია ამის. არ მინდა, აქამდე მივიდეთ, არადა, ცოტაღა მაკლია. საკუთარი თავის ხელში აყვანას ვერ ვახერხებ – უკვე ძალიან შორს შევტოპე. აღარ ვიცი, ჩემი ქმრის კეთილგანწყობა როგორ დავიბრუნო. მითხრა, უკვე სულ დაძაბული ვარ შენ გვერდით, ჩასაფრებული და ჩემზე დაგეშილი მგონიხარ და, ამიტომაც, სული მეხუთება, ვერ ვისვენებ და ასე დიდხანს ვერ გავუძლებო. მე რა ვუთხარი? – აღარ გიყვარვარ-მეთქი. რომ მიყვარხარ, იმიტომაც ვცდილობ, გაგიძლოო. ესეც შემაშფოთებელია. ვნერვიულობ. იქნებ, უკვე ისეთ ჩიხში შევედი, საიდანაც ვეღარ გამოვალ? არადა, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და არ მინდა, ოჯახი დამენგრას. 

 

скачать dle 11.3