კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის 10-წლიანი იპოთეკური სესხი აქვს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს და რა უჯდება ყოველწლიურად მათი მომსახურება

აწ უკვე თავდაცვის მინისტრი, თადარიგის პოლკოვნიკი მინდია ჯანელიძე 1978 წლის ივლისშია დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში მიიღო, სადაც 1995-2000 წლებში სწავლობდა, შესაბამისად, აქვს იურისტის დიპლომი. ამას გარდა, პროფესიული კურსებიც გაიარა: 2006 წელს ვაშინგტონში – საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სასწავლო კურსი უსაფრთხოების საკითხებში; 2008 წელს თბილისში – საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში; 2012 წელს, ასევე, თბილისში – საქართველო-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს იწყება საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში – ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004 წელს ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსი გახდა, ხოლო 2007 წელს – ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილეც; 2008 წელს ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, ხოლო 2012 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გახდა: 2014 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ გაამწესეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო გასულ კვირას კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

თავისი პირველი დეკლარაცია ბ-ნმა ჯანელიძემ 2013 წელს შეავსო, როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1983 წელს დაბადებული მეუღლე და ორი შვილი: 2003 წელს დაბადებული თეიმურაზი და 2008 წელს დაბადებული მარიამი.

იმხანად ოჯახის უძრავი ქონება მხოლოდ მინდია ჯანელიძის საკუთრება იყო:  ბინა თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე (ფართობი – 115 კვ.მ.); იქვე მდებარე ავტოფარეხი და მშენებარე ბინა თბილისში, მოსკოვის გამზირზე (ფართობი – 72 კვ.მ.). მასვე ჰყავდა 2002 წლის ავტომანქანა – „ML 320“.

2012 წლის განმავლობაში მინდია ჯანელიძემ, როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსმა, 29 549 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა – 8 324 ლარი. რაც შეეხება ეკატერინე ჯანელიძის შემოსავალს, სტი „თრეველ ჯორჯიას“ თრეველ კონსულტანტად მუშაობისას მან 10 080 ლარი მიიღო. 2011 წელს მინდია ჯანელიძემ „საქართველოს ბანკიდან“ 26 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო 10 წლის ვადით, რომლის მომსახურებაც 2012 წელს 4 820 აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა იმავე წელს ავტომანქანა „მიცუბიში პაჯეროს“ გასხვისებით 3 400 აშშ დოლარი მიიღო.

2014 წელს მინდია ჯანელიძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი: 2014 წელს შესძენიათ მესამე შვილი – მათე.

გაიზარდა მათი უძრავი ქონებაც: ზემოჩამოთვლილის გარდა, აწ უკვე ეკატერინე ჯანელიძის საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (ფართობი – 90 კვ. მ.). მას, ასევე, უკვე ჰყავს 2013 წლის ავტომანქანა SUZUKI sX4 s-cross.

სამეწარმეო საქმიანობას ოჯახში ეკატერინე ჯანელიძე ეწევა, 2013 წლის განმავლობაში ის იყო იმ წელს დაფუძნებული შპს „თრეველ პორტის“ დირექტორი, რამაც მას 19 500 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა და დამატებით კიდევ – 3 250 ლარიც. მინდია ჯანელიძემ კი, როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, 2 013 წლის განმავლობაში 92 566 ლარი აიღო.

2014 წელს მინდია ჯანელიძემ კიდევ ერთი 10-წლიანი იპოთეკური სესხი აიღო, ამჯერად 69 000 აშშ დოლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც ამ წელს 12 000 აშშ დოლარი დაუჯდა. დამატებითი შემოსავალი ჰქონდა ეკატერინე ჯანელიძესაც – ფართის იჯარამ მას 12 000 ლარი მოუტანა.

 

скачать dle 11.3