კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აბალანსებდა ვალერი ხაბურძანია უშიშროების სამინისტროში „ამერიკელების კაცით“ ირაკლი ალასანიათი საკუთარ „რუსეთის კაცობას“

კვლავ აქტუალურია მოსაზრება, რომ ძველი ხელისუფლება ახლებს კომპრომატებით აშანტაჟებს, რომლებიც თავის დროზე დაიმზადეს და იმასაც ამატებენ, რომ ძველებს დღესაც მიუწვდებათ ხელი მოსმენა-თვალთვალის საშუალებებზე. მეორე მხრივ, კომპრომატებით მართვის ტრადიციისთვის საფუძველის ჩაყრას ედუარდ შევარდნაძის სახელსაც უკავშირებენ. ამიტომ უშიშროების ექსშეფთან, ვალერი ხაბურძანიასთან შევეცდებით იმის გარკვევას, რა მიზნების მიღწევაა შესაძლებელი კომპრომატების ომით.

 

– დღეს საზოგადოება იმდენად უკომპლექსო გახდა, იმდენად შეიცვალა ღირებულებები, ძნელად მგონია, არსებობდეს რამე კომპრომატი, რითაც ადამიანზე ზემოქმედება შეიძლებოდეს. კომპრომატები უფრო საბჭოთა კავშირის დროს იყო და იქაც ხშირად იმედგაცრუებაც მიუღიათ. მაგალითად, გადაუღიათ კაცის მიერ ცოლის ღალატი ან მამაკაცი მამაკაცთან, მაგრამ მიუღიათ პასუხი, ეს ჩემთვის კომპრომატი არ არის და ვისაც გინდათ, აჩვენეთო. დღეს ვის რა კომპრომატი უნდა წარუდგინო?! ან თუ წარუდგენ, გეტყვის, არც თავია ჩემი და არც ტანიო. ზღაპრად მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კომპრომატები ვინმეს მიმართ და ამით აშანტაჟებს. დღეს მოსმენებს, თვალთვალს აქვს კონკრეტული ოპერატიული დანიშნულება. არ გამოვრიცხავ, „ნაციონალებს“ ჰქონდეთ პორტარტული აპარატები, რომლითაც უსმენენ ვიღაცეებს და ამით რაღაც ამბებს იგებენ, თორემ ამის იქით კომპრომატების თემა რეალურად მკვდარია.

– თქვენ მხოლოდ მორალური ტიპის კომპრომატები ახსენეთ, მაგრამ ხომ არსებობს სხვა ტიპის კომპრომატები, რომლებიც სულაც არ ეხება ინტიმს?

– მაგალითად, კორუფცია?

– ესეც, უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, კომერციული საიდუმლოება, ყველაფერი, რაც ინტიმური ცხოვრების გარეთაა.

– ეს თემები რჩება. სამწუხაროდ, დღეს კორუფცია კომპრომატად ვერ ჩაითვლება, არავის უწოდებენ, კორუმპირებულოო. დღეს მთავარი კომპრომატია: „რუსეთუმე“, „პუწინის მონა“. თუმცა ამ ტიპის კომპრომატი უნდა იყოს რუსეთში გადაღებული ჩანაწერი, რომ ვიღაც შედის „ლუბიანკაზე“. ამას გარდა, რა შეიძლება, იყოს კომპრომატი?! დღეს მე არ ვიცნობ საქართველოში პოლიტიკოსს, რომელსაც არ ჰქონია ურთიერთობა რუსეთის პოლიტიკოსებთან ან რუსეთის სპეცსამსახურებთან.

– რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში რას გულისხმობთ?

– ზოგმა შეიძლება, არც იცოდა, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ, ეგონათ პოლიტიკოსები ან ბიზნესმენები, ზოგმა კი შეიძლება, იცოდა. ჩვენ მაინც ძველი წარმოდგენა გვაქვს სპეცსამსახურების საქმინობასა და მათთან ურთიერთობაზე. დღეს ეს ურთიერთობები გადის ნაცნობობაზე, მათგან შეპირებების მოსმენაზე და ამათგან შეპირებების მიცემაზე, რომ, თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს.

– ასე მარტივადაა ვითომ?

– აბა, თქვენ რა გგონიათ, რუსეთის ხელისუფლებამ ჩანერგა აგენტი საქართველოს ხელისუფლებაში?! რა უნდა მოიპაროს, რომელი სახელმწიფო საიდუმლო?!

– ეკონომიკური, უსაფრთხოების, იმავე ომის დროს საიდუმლოების მეტი რა უნდა გვქონოდა?

– მიხეილ სააკაშვილმა უფასოდ გაყიდა თბილისის დაცვის საიდუმლოება: აქა და აქ ბეტონის კედელი გავაკეთეთ, ზარბაზნები უნდა დაგვეყენებინა, იქ თხრილები გავთხარეთო, დაღესტნიდან მქონდა დაცული გზა და ახლა ისიც დაუცველიაო.

– იმას ამბობთ, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის არ არის საინტერესო საქართველო და აქ არ ჰყავთ თავიანთი აგენტურა?

– დღეს როდესაც არსებობს პოლიტიკური ძალები, სპეცსამსახურები რა საჭიროა?! დღეს ყველაფერი უფრო აშკარა გახდა. სუფთა სპეცსამსახურული საქმიანობა საჭიროა სნოუდენის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ფლობს კონკრეტულ სახელმწიფო საიდუმლოებებს. ეს შეიძლება, იყოს სამხედრო, ტექნოლოგიური საიდუმლოება, რაც ჩვენ არ გვაქვს.

– თქვით, შეიძლება, „ნაციონალებს“ ჰქონდეთ პორტატული მოწყობილობები და იმ წამს მიყურადების საშუალება. რას აძლევს ეს მათ, თუ აქვთ ასეთი საშუალება? რამე უპირატესობას?

– მაგალითად, მათ წინასწარ იციან, რა ნაბიჯს გადადგამს ხვალ კონკრეტული მინისტრი ან ხელისუფალი, შეუძლიათ წინასწარ გამოხტნენ და თქვან.

– მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ ბიზნესსაიდუმლოს გაგებაც შეუძლიათ და იმის, ვის დაჭერას აპირებენ და რა ბრალდებით?

– ზოგადად შეიძლება, რუსეთსა და დიდ ქვეყნებში ძალიანაა განვითარებული ბიზნესდაზვერვა და კოტრდაზვერვა, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად. მაგალითად, ჩემ დროს საბჭოთა პერიოდის შიშით მიიღეს ნორმა, რომ ნორმატიული აქტი არ შეიძლება, იყოს საიდუმლო და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტებიც კი არ იყო საიდუმლო. საერთოდ, ფორმალურად, შევარდნაძის ხელისუფლება იყო ყველაზე გახსნილი ხელისუფლება. მე თვითონ ვარ ამის მსხვერპლი, მაგალითად, ჩემი და გუბაზ სანიკიძის საუბრის ფალსიფიცირებული ჩანაწერი გამოაქვეყნა შსს-მ, ვანო მერაბიშვილი ჰყავთ დაჭერილი, მაგრამ რატომ არ წაუყენეს ბრალი ჩემი და გუბაზ სანიკიძის უკანონო მოსმენის გამო?! ეს რატომ არ არის დანაშაული?! 

– არსებობდა მოსაზრება, რომ შევარდნაძემ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს შსს მინისტრობისას დანერგა კომპრომატებით მართვის მეთოდი, რასაც ფრიად წარმატებით იყენებდა შემდეგაცო. ანუ ყველა მაღალჩინოსანზე იქმნებოდა საქმე, რომელიც თაროზე იდო პროკურატურაში და თუ დასჭირდებოდათ იმ პირზე ზემოქმედება, ამოუწევდნენ ამ საქმეს. ეს გაგრძელდა სააკაშვილის დროსაც და, ამბობენ, ახლაც იგივე ხდებაო.

– შევარდნაძის ხელისუფლების დროს ეს ამბავი გამორიცხული იყო ორი რამის გამო. ჯერ ერთი, ჩვენ ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა არ გვქონდა. ეს დღესაა შესაძლებელი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე მიიღო ისეთი კანონი, რომ შესაძლებელია, ისე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული პირის მიმართ, რომ ამ პირმა არც იცოდეს და არც დაცვის საშუალება აქვს, შესაბამისად. ამიტომ ვამბობდი, სააკაშვილი და მისი გუნდი მათ მიერვე შექმნილი კანონმდებლობით უნდა გაასამართლონ-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩვენ დროს ეს ძალიან რთული იყო; მეორე  –  შევარდნაძის დროს ამის არც ტექნიკური საშუალება არსებობდა და არც ფინანსური. ასეთ საქმეებს სჭირდება ფული აგენტურისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხალხის გადმოსაბირებლად, არადა, რა ფულზეა ლაპარაკი, როდესაც ჩემი სამინისტრო სულს ღაფავდა?! ჩვენი მდგომარეობა იყო სავალალო. შევარდნაძე, მართალია, ძალოვნებს ეყრდნობოდა, მაგრამ მას ჰყავდა პეტრე პირველის დროინდელი ტიპის ძალოვნები. როდესაც პეტრე პირველმა შექმნა ძალოვანი სტრუქტურა, ჰკითხეს, ხელფასი რამდენი დავუნიშნოთო, პეტრემ უთხრა, არ უნდათ ხელფასი, თვითონ გამოიკვებავენ თავიანთ თავსო. დაახლოებით, ასე ვიყავით ჩვენც.

– პოლიცია გასაგებია, საიდან იღებდა ქრთამს, მაგრამ თქვენი უწყებისთვის, უშიშროებისთვის, ვის უნდა მიეცა ქრთამი, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ხომ არა? 

– პირველი ხუთი თვის განმავლობაში, რადგან „რუსთავი-2-ში“ შევიდნენ, გავაუქმე ეკონომიკური სამსახური და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი მინისტრი არ მესალმებოდა.

– რატომ?

– არ მთვლიდნენ მნიშვნელოვან მინისტრად, ჯაშუშების მინისტრი ვიყავი, ჯაშუშად კი თავს არავინ მიიჩნევდა; ფული მე არ მქონდა და ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ყველამ იცოდა, ასე რომ, რა ზემოქმედება უნდა მომეხდინა ვინმეზე?! შემდეგ, როდესაც ისევ შევქმენი ეკონომიკური სამსახური, დამოკიდებულება შეიცვალა. მე უნდა გითხრათ პირდაპირ: იმის ფონზე, დღეს რა კორუფციაა, სააკაშვილის დროს რა კორუფციაც იყო, მე რომ ვინმემ მითხრას, კორუმპირებული ხარო, ჩემგან მიიღებს სილას.

– მასშტაბების შედარებაც კი არ შეიძლება?

– უდიდეს შეურაცხყოფად ჩავთვლი. ორნულიანი და სამციფრიანი კორუფცია შეადარეთ შვიდციფრიან და ექვსნულიან კორუფციას?!

– მაგრამ მაინც ხომ იყო კორუფცია?!

– 280 ლარი მქონდა ხელფასი და, აბა, როგორ ვიცხოვრებდი, თქვენი აზრით?!

– როგორ ცხოვრობდით?

– კორუფცია იყო ის, რომ ვიღაც რაღაცას მჩუქნიდა; ვიღაც სპეცრაზმზე მეხმარებოდა? ვიღაც თავისი ბიზნესიდან რაღაცას მომცემდა. პირობითად რომ ვთქვათ, თუ ვიღაც იხდიდა 100 ლარ ქრთამს, იქიდან 90 ლარი მიჰქონდა ფინანსთა სამინისტროს. ეს იყო მირიან გოგიაშვილის ფინანსთა მინისტრობისას. მე სხვა ფუნქცია და ამოცანები მქონდა: სამინისტროს უნდა ეარსება, აბა, როგორ იარსებებდა 120-ლარიანი ოპერატიული თანამშრომელი?! რა ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა, როდესაც აგენტურაზე 30 ლარი იყო გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ჩემს დროს ამერიკელები და რუსები თითო წყაროს უხდიდნენ 100 000 დოლარს. მაგალითად, ერთ ჩემს თანამშრომელს ამერიკელებმა ინფორმაციაში ოფიციალურად გადაუხადეს 80 000 დოლარი. მინისტრად რომ დამნიშნეს, პირველ დღეს ფეხით წავედი სახლში და 10 000 დოლარი მომცეს ამერიკელებმა, რომ მანქანა მეყიდა. ირაკლი ალასანია რომ მოვიდა, მანქანა არ ჰყავდა, ვიღაცას ვთხოვეთ და იმ კორუფციულ მანქანაზე იჯდა კარგა ხანს.

– „კორუფციული მანქანა“ რას ნიშნავს?

– კორუფციულია, როდესაც ვიღაცამ გაჩუქა, თუ ვანო მერაბიშვილი ამას შემდეგ ოფიციალურად აფორმებდა, ჩემს დროს ეს კანონით აკრძალული იყო და ამიტომ ვერ ვაფორმებდით.

– თქვენს თანამშრომელს 120 ლარი ჰქონდა ხელფასი და 80 000 დოლარს უხდიდნენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ინფორმაციაში, ახლა ხელფასები გაცილებთი დიდია, ესე იგი, ინფორმაციის ფასიც ხომ გაიზრდებოდა, თქვენ კი ამბობთ, ამაში ფულს აღარავინ იხდისო?

– ახლა არ არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიც მაშინ პანკისის ხეობა იყო.

– რაც არსებობს?

– რაც არსებობს იმისთვის ფულის გადახდა არ არის საჭირო, იმდენად გამჭვირვალეა ყველაფერი. პოლიტიკურ ინფორმაციაზე ვამბობ. რაში სჭირდება რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ გაიგოს პრემიერ-მინისტრისა თუ თავდაცვის მინისტრის შორის დამოკიდებულება?! ეს ხომ ისედაც აშკარაა?! თან, საზოგადოებაც ხომ ქმნის რაღაც განწყობებს და პოლიტიკოსებს ამისკენ უბიძგებს?! ამიტომ ამაში ფულს არავინ გადაიხდის, არც ამერიკელები და არც რუსები. დღეს მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითია, რაც ამერიკის ელჩმა გააკეთა, როდესაც აშკარად დაუჭირა მხარი ირაკლი ალასანიას.

– და რას მიიღებენ ამის სანაცვლოდ. რას ნიშნავს „პოლიტიკური კორუფცია“?

– როდესაც ჩინოვნიკი დაუმსახურებლად იღებს რაღაც მხარდაჭერებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთგულია კონკრეტული პოლიტიკური ვექტორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ჩინოვნიკი ერთგულია დასავლური ვექტორის.

– ანუ ამერიკის აგენტია?

– თქვენ ძველი გაგებით თქვით. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ის არის ამერიკელების კაცი და ამერიკელობს იმაზე მეტად, ვიდრე ამერიკელები სთხოვენ.

– ასე გაუჭირდათ „ამერიკელების კაცები“ ჩვენს მთავრობაში?

– მათ ჰყავთ თავიანთი კაცები, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ერთი თვისება, ისინი ბოლომდე ებღაუჭებიან თავიანთ კაცებს. ამერიკაში ისე ადვილად არ იცვლება პროექტები, როგორც რუსეთში. რუსეთი უცებ ცვლის, იმიტომ რომ ახლოსაა, ამერიკა შორსაა და ვისაც იცნობენ, ებღაუჭებიან.

– მარტივად რომ ვთქვა, რუსეთი უფრო ადვილად სწირავს თავის კაცებს, ვიდრე ამერიკა?

– თქვენ ასე დაარქვით, მე ასე ვიტყვი: რუსეთი უფრო ადვილად ცვლის, ვიდრე ამერიკა. მე, მაგალითად, ამერიკელები თავიანთ კაცად არ მთვლიდნენ.

– ირაკლი ალასანია როდიდან გახდა ამერიკის კაცი? თქვენ როდის შეამჩნიეთ?

– მე ამის გამო მოვიყვანე სამსახურში, დაბალანსება მჭირდებოდა.

– რუსეთის კაცი ვინ იყო მაშინ თქვენს სამინისტროში?

– ეს ნაწილი მე ვითავე, მე გავაკეთე გარღვევა ამ მიმართულებით. როდესაც ამერიკელებთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, თუ ამას არ დავაბალანსებდი, ცუდად იქნებოდა საქმე. კარგა ხანს ეს ბალანსი გამომდიოდა, სანამ პანკისის საკითხს არსებითად არ გადავწყვიტეთ, 2002 წლის სექტემბრამდე, მაგრამ შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს კონფრონტაცია: ამიკრძალეს რუსული ინტერესების გატარება ჩვენს სამინისტროში.

– რაში გამოიხატებოდა რუსული ინტერესები?

– არაფერი არ უნდა გამეკეთებინა რუსებისთვის.

– მერედა, არ გაგეკეთებინათ?

– როგორ?! პრობლემები ისევ იყო პანკისის ხეობაში, ამას გარდა, როდესაც შეთანხმებულები ვიყავით თანამშრომლობაზე, როგორ უნდა შემეწყვიტა?! მათ რომ სანაცვლოდ შემოეთავაზებინათ, ჩვენ მხარში დაგიდგებით, სამინისტროს აგიშენებთო…

– თქვენ გეკითხათ, რას მპირდებით სანაცვლოდო?

– არაფერს… იმ მოლოდინებს მიქმნიდნენ, რითაც დღეს აბრიყვებენ ხალხს ჩვენი პოლიტიკოსები და ვიცოდი, რომ ეს, გარდა კონფტრონტაციისა, არაფერს მომცემდა. რუსეთი ისევ დაიწყებდა აშკარად სხვა ტიპის საქმიანობას და ისევ მტრად გადავიკიდებდით. მაშინ არც მოყვარე იყო და არც მტერი. ამერიკელებმა კი, ფაქტობრივად, მომთხოვეს, რუსეთთან მტრობის დაწყება, რაც შემდეგ მოხდა კიდეც.

 

скачать dle 11.3