კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მივიდნენ უშვილო ქალბატონები ენდოსკოპისტ რამაზ ჩარექიშვილთან

რამაზ ჩარექიშვილი – ასე ვიტყოდი, „ქირურგი ოქროს ხელებით,” ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე.  როგორც ქალმა, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი პროფესიული კომპეტენცია და  ოპერაციის შედეგები, რომელმაც დღეს მე გამაბედნიერა. ეს სტატუსიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დამსახურებული სტატუსია. ის მართლაც წლის გამორჩეული  გინეკოლოგ-ლაპარასკოპისტია. რომ არა მის მიერ  წარმატებით ჩატარებული ოპერაცია და მესამე ხარისხის ენდომეტრიოზის მკურნალობა 14-წლიანი უშვილობის შემდეგ, არ მომეცემოდა შანსი, რომ დავორსულებულიყავი. მე გახლავართ მაგალითი, უნაყოფობით გაწვალებულო  ქალბატონებო, წლიდან წლამდე უშედეგოდ  რომ დაიარებით ერთი კლინიკიდან მეორეში და ხშირად უშვილობის ზუსტ მიზეზებს  დიდი ხნის განმავლობაში ვერ ადგენთ, მიბრძანდით ჟორდანიას კლინიკაში, ბატონ რამაზ ჩარექიშვილთან – უშვილობის ზუსტ მიზეზსაც დაგიდგენენ და  მიზნობრივადაც გიმკურნალებენ. 

 

 რამაზ ჩარექიშვილი (მინი-დოსიე): მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, ლაპარასკოპიული  გინეკოლოგიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი  საქართველოში, რომელმაც ჟორდანიას ინსტიტუტში  90-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი აღნიშნულ მიმართულებას. პირველი ქისტერეკტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა ლაპარასკოპიული მიდგომით, საქართველოში სწორედ  პროფესორ რამაზ  ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება. ეს იყო 1995 წელს.  სიმბოლურია, რომ სულ ახლახან ძირძველი ჟორდანიას ინსტიტუტის ფესვებიდან მომწყდარი რამაზ ჩარექიშვილი განახლებულ ჟორდანიას კლინიკას დაუბრუნდა და ამჟამად  ინსტიტუტის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკის დირექტორია.  ჩატარებული აქვს: 16 000-ზე მეტი ლაპარასკოპიული ოპერაცია, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც – აზერბაიჯანსა და  რუსეთში. მის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, უამრავ წყვილს მიეცა  შთამომავლობის გაგრძელების  შანსი და შესაძლებლობა. ის ერთადერთი ექიმია საქართველოს სინამდვილეში, რომელიც თავის მიერ ჩატარებულ ოპერაციას ვიდეოფირზე იღებს და, პაციენტს ეძლევა საშუალება, გაეცნოს და შემდგომში დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ის. უკვე ოთხი წელიწადია, სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, რამაზ ჩარექიშვილის უშუალო თაოსნობით, ხდება  სტუდენტების გადამზადება ლაპარასკოპიული მედიცინის  პროფილით; ასევე მისი უშუალო ინიციატივით, 2008 წლიდან, რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის ბაზაზე დაფუძნდა „უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი”. „რ.ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა” დაარსდა 2007 წლის მაისში და ცენტრს თავად ჩაუდგა სათავეში ენდოსკოპიური ქირურგიის პიონერი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი რამაზ  ჩარექიშვილი. მან შექმნა საქართველოში მოქმედი გამოცდილი რეპროდუქტოლოგების, ქირურგების, რადიოლოგების, ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, ექიმ-ლაბორანტებისა და სპეციალურად მომზადებული  მედპერსონალისგან შემდგარი არაჩვეულებრივი გუნდი. კლინიკაში ფუნქციონირებს პოლიკლინიკური და სტაციონარული განყოფილება. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოცდილმა ექიმებმა პაციენტებს ჩაუტარონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცენტრს მიღწევები აქვს ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც ევროსტანდარტებს უტოლდება. კლინიკაში წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების არსებობის შემთხვევაში; ასევე, ენდომეტრიოზების დროს. ბატონი რამაზ ჩარექიშვილი გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის დამფუძნებელი. 

რამაზ ჩარექიშვილი: „გარდა იმისა, რომ ჩვენთან ლაპარასკოპიული მეთოდით თითქმის ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება, ასევე, ვაკეთებთ ისეთ უიშვიათეს ოპერაციებს, როგორიცაა საშვილოსნოს და საშოს  არარსებობის დროს ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, რათა  ქალბატონმა სრულფასოვან ქალად იგრძნოს თავი სოციუმში. გარდა ამისა, ჩვენთან ტარდება პრომონდოფიქსაცია, ანუ, ეგრეთ წოდებული საშვილოსნოს დაწევის შემთხვევაში, ლაპარასკოპიული ჩარევით მისი  საწყის პოზიციაზე დაბრუნება. თანდაყოლილი პათოლოგიების დროს, რომლებიც ვლინდება საშვილოსნოსა და საშოს არსებობით, საქართველოში მხოლოდ ჩვენთან ტარდება ხელოვნური  საშოს  შექმნა  ლაპარასკოპიული მეთოდით. ლაპარასკოპია დღეისათვის უნივერსალურ სადიაგნოსტიკო-კვლევით  ითვლება, ქირურგიულ და სამკურნალო საშუალებად. თანამედროვე მედიცინაში ზოგადად უშვილობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, მისი გამომწვევი მიზეზი, შეიძლება, რამდენიმე  დაავადება იყოს, რამაც, საერთო ჯამში, ქალბატონის უნაყოფობის განვითარება გამოიწვიოს. ლაპარასკოპიის შემდეგ ქალბატონს აღარ უჩნდება კითხვა, თუ რატომაა უშვილო – მან ჩვენთან ჩატარებული დიაგნოსტიკის შემდეგ უკვე იცის, რა არის მისი უშვილობის კონკრეტული მიზეზი. ლაპარასკოპიით დგინდება ისეთი ენდომეტრიული უბნები, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფიერებას  და მიზნობრივად ვმკურნალობთ მას თერაპიული თუ ქირურგიული  საშუალებით, ამას გვკარნახობს მოცემულობა. ლაპარასკოპია, ასევე, გამოიყენება  ზოგად ქირურგიაშიც, კერძოდ, ნაღვლის ბუშტის, აპენდიციტის, თიაქრისა და სხვა ოპერაციების დროსაც; აგრეთვე, ძალიან ეფექტურად გამოიყენება ეგრეთ წოდებული კუჭის დაპატარავების, ანუ, ბარიატრიული ოპერაციის დროს, წონაში დაკლებისა და ტიპი-2 დიაბეტის მკურნალობის  მიზნით. ასე რომ, დღეისთვის ლაპარასკოპია  არის  არა მხოლოდ უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის  ოქროს  სტანდარტი, არამედ, 21-ე საუკუნის ქირურგია და უნივერსალური საშუალება არაგინეკოლოგიური ქირურგიული ოპერაციების დროსაც. 

 

скачать dle 11.3