საქართველოში პირველად: „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ყველაზე პრესტიჟული ბრენდის – „მერსედესის” მანქანას ხელმისაწვდომს ხდის!
სრულიად ახალი პროდუქტი:
„ავტოლიზინგი – შენი ახალი „მერსედესი“
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „მერსედეს ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ავტომოყვარულებს სთავაზობს სრულიად ახალ პროდუქტს – „ავტოლიზინგი – შენი ახალი „მერსედესი.“ ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი ბრენდი „მერსედეს ბენცი“ მომხმარებლისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის, უკვე ხელმისაწვდომი ხდება. ეს მნიშვნელოვანი პროექტი „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ განახორციელა, რითაც საშუალება მისცა მომხმარებლებს, ისარგებლონ საუკეთესო შეთავაზებით.
„ავტოლიზინგი – შენი ახალი „მერსედესი“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ეგრეთ წოდებული trade inით, რაც ნიშნავს შემდეგს: „მერსედეს ბენცის“ ცენტრში ფიზიკური და იურიდიული პირი ლიზინგით იძენს სრულიად ახალ ავტომანქანას. ხოლო, თუ დროთა განმავლობაში მას მოუნდება მოდელის უკან დაბრუნება და ახლის შეძენა, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „მერსედეს ბენცის“ წარმომადგენლობა მას ამის შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელი, ასევე, შეძლებს, გამოისყიდოს და მუდმივ სარგებლობაში დაიტოვოს ლიზინგით შეძენილი ავტომანქანა. საქართველოში პირველად, ლიზინგით სრულიად ახალი „მერსედესის“ შეძენა მინიმალური ყოველთვიური სალიზინგო გადასახადისა და ავტომანქანის ღირებულების მხოლოდ ათი პროცენტის გადახდის საფუძველზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი, ასევე, ფარავს გაფორმების, იურიდიულ, შეძენასთან დაკავშირებულ, სადაზღვევო და სხვა ხარჯებს. რაც შეეხება ავტომანქანით სარგებლობის პერიოდს, ექვს თვეში ერთხელ, მომხმარებელი სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს „მერსედეს ბენცის“ ცენტრში ავტომანქანის სრულ დიაგნოსტირებას.
„ავტოლიზინგი – შენი ახალი „მერსედესით“ სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ესტუმროს „მერსედეს ბენცის“ ცენტრს თბილისში, სადაც შეარჩევს ან შეუკვეთავს მისთვის სასურველ მოდელს, ხოლო „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ზედმეტი პროცედურების გარეშე გაუფორმებს მას ავტოლიზინგს.
თიკო გობეჯიშვილი („საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ დირექტორი): მოგეხსენებათ, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის – ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. კომპანიის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მორგებული, მაღალი დონის მომსახურება და ინოვაციური პროექტები. ერთ-ერთი პროექტი ამჯერად სწორედ „მერსედეს ბენცთან“ განვახორციელეთ. პირველად საქართველოში ჩვენმა კომპანიამ პოპულარული „მერსედეს ბენცი“ ხელმისაწვდომი გახადა მინიმალური პირველადი შენატანისა და მინიმალური ყოველთვიური გადასახადების შედეგად. ყველას ეძლევა საშუალება, ლიზინგით გამოიყვანოს თავისი ახალი „მერსედესი“. ავტოლიზინგის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მუდმივად შეუძლია, ჰყავდეს ახალი ავტომობილი. რაც შეეხება ნებისმიერ იურიდიული თუ ლოჯისტიკური საკითხის მოგვარებას, ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. მომხმარებელს მხოლოდ ახალი ავტომობილის მართვის სიამოვნება ელის.
დავით ჩიქოვანი („მერსედეს ბენცის“ წარმომადგენელი): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ავტოლიზინგი ქართველი მომხმარებლისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. ყველასთვის ცნობილია, რომ „მერსედეს ბენცი“ პრემიუმ-კლასის ბრენდს განეკუთვნება და, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. „შენი ახალი „მერსედესი“ ახალი პროდუქტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს. ავტოლიზინგი „მერსედეს ბენცთან“ ერთად მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. მინიმალური პირველადი შენატანი და დაბალი ყოველთვიური შენატანი იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი ავტომობილი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კომფორტული მომსახურება ზედმეტი პროცედურების გარეშე და საუკეთესო პირობები ჩვენი მთავარი მიმართულებებია. საამაყოა, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ბევრს შეეძლება, აისრულოს თავისი ოცნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.autoleasing.ge