კურდღელი პროვანსულად
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ღერი როზმარინი, 1 ცალი კურდღელი, 3-4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2,5 სადილის კოვზი ფქვილი, 0,5 ლიტრი მშრალი ვარდისფერი ღვინო, 200 გრამი პომიდორი, 1 კონა პრასი, 5-6 ღერი ნედლი ბეგქონდარა, 800 გრამი კარტოფილი. მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. ნიორი და როზმარინი დაკეპეთ. კურდღელი გარეცხეთ და გაამშრალეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დიდ ტაფაზე გააცხელეთ 2 სადილის კოვზი ზეთი, ზედ მოათავსეთ დაჭრილი კურდღელი და ყველა მხრიდან მაღალ ტემპერატურაზე შებრაწეთ. დაუმატეთ ნიორი და დაჭრილი ხახვის ნახევარი. 2-3 წუთში დააყარეთ ფქვილი და ამოურიეთ. დაასხით 200 მილილიტრი წყალი და ღვინო, დააყარეთ როზმარინი და წამოადუღეთ. შემდეგ ტაფას დაახურეთ სახურავი, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში შუშეთ, სანამ ხორცი ძვლებს ადვილად არ მოშორდება. პრასი საშუალო ზომაზე დაჭერით. კურდღლის მომზადებამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე პომიდვრები და პრასი კურდღელს შემოუწყვეთ და განაგრძეთ მზადება. კარტოფილი მსხვილად დაჭერით. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და შებრაწეთ დაჭრილი კარტოფილი. დაუმატეთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ბეგქონდარა და ერთად მოშუშეთ. კარტოფილი კურდღელთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.