თევზი ბეკონში
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი თევზის ფილე, 6 ფენა ბეკონი, 2 კბილი ნიორი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 1 ღერი როზმარინი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: თევზის ფილე ორად გაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. თითოეული ნაჭერი ბეკონის სამ ფენაში გაახვიეთ. ბეკონში გახვეული თევზის ნაჭრები ცხელ ტაფაზე დააწყვეთ და უცხიმოდ, მაღალ ცეცხლზე შეწვით 1 წუთის განმავლობაში. ნიორი დანაყეთ, შეურიეთ კარაქი, როზმარინი და თევზის ნაჭრებს დაუმატეთ. თევზის ნაჭრები კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში შეწვით და ატრიალეთ. მიირთვით ბოსტნეულის გარნირთან ერთად.