ხაჭოს სუფლე
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი ხაჭო, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, 6 სადილის კოვზი შაქარი, 3 ცალი კვერცხი, ნებისმიერი კენკრა.
მომზადების წესი: უპირველესად, კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გულს შეურიეთ ხაჭო, არაჟანი, მანანის ბურღული, შაქარი და დააბლენდერეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს მასას.
ეს ცომი ჩაასხით ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ ხილი და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში. 30 წუთის შემდეგ სუფლე მზად იქნება. სასარგებლო და გემრიელი დესერტია.