კარტოფილის კატლეტი კრაბის ჩხირებით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი სტაფილო, 50 გრამი მაგარი, გახეხილი ყველი, 300 გრამი მოხარშული კარტოფილი, 150 გრამი კრაბის ჩხირები, ცოტა ფქვილი, სუნელები, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი ჩანგლით გასრისეთ, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და კარგად აზილეთ.
კრაბის ჩხირები დაჭერით. სტაფილო გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე, ყველი მსხვილკბილაზე. ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ, მერე კარტოფილიც დაუმატეთ და ამოურიეთ.
გასაბრტყელებელ დაფაზე დაყარეთ ცოტა ფქვილი, ულუფებად აიღეთ კარტოფილის ფარში და ბრტყელპირიანი დანის დახმარებით მოამზადეთ მრგვალი, ბრტყელი კატლეტები (შეეცადეთ თანაბარი და სწორნაპირებიანი იყოს) და ორივე მხრიდან შებრაწეთ ზეთში, სანამ ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს.