კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

სკოლაში წაიჩხუბნენ ფიზკულტურის და შრომის მასწავლებელი. გაიმარჯვა შრომის მასწავლებელმა – კარატე კარატეა, მაგრამ ჩაქუჩი მაინც ჩაქუჩობს.

***

ქმარი სკოლის დამთარების ოცი წლის აღსანიშნავ საღამოზე წავიდა. დაბრუნებულს ცოლი ეკითხება:

– აბა, რა ხდება, რას შვრებიან შენი თანაკლასელები?

– ეჰ, რა ვიცი, აშენდნენ ეგ პიდ...სტები... ზურა, პოლიტიკაში წასულა, გოჩა – ბიზნესმენი გამხდარა, დათო – ბანკირი...

–  და შენ როდის გახდები პიდ...სტი?

***

ორგანიზაციაში კრებაზე დირექტორი სიტყვით გამოდის. ბოლოს ანეკდოტიც მიაყოლა. ყველა იცინის, ერთის გარდა.

– თქვენ რა, ანეკდოტი არ მოგეწონათ?

– მე თქვენთან არ ვმუშაობ, სტუმარი ვარ.

***

ქმარი მივლინებიდან ტალახიანი, ჩამოხეული შარვლით დაბრუნდა და ცოლს უხსნის.

– ბილეთი ვერ ვიშოვე და ჩემს ჯინაზე, კონტროლიორმა ჩამოიარა... მატარებლიდან გადმოხტომა მომიწია.

– კი მაგრამ, ჯარიმა გადაგეხადა, განა რა თანხა იყო ასეთი?

– რას ამბობ, კონტროლიორი გამცილებლის ქმარი აღმოჩნდა.

***

– ყველაფერი გავიგე შენი საყვარლის შესახებ.

– ტყუილია, ეს ყველაფერი ჭორიკნების მოგონილია...

– გაჩუმდი! ყველაფერი ვიცი მისი ბიზნესის, შემოსავლების შესახებ... და შენ ენა როგორ გიტრიალდება, ჩექმისა და პალტოს ყიდვას რომ მე მთხოვ?!

***

– თუ პრობლემა შეიძლება, ფულის საშუალებით გადაიჭრას, ეს პრობლემა კი არა ხარჯია...

***

– მიხო, რა მოუვიდა შენ მამალსა წუხელ, უდროო დროს რო ყიოდა?

– ზამთრი დროზე გადავიყვანე, ჯო... ვერ მიხვდი?

***

ყველაზე კარგი ვარჯიში ხელებისთვის ფულის თვლაა – ხსნის სახსრების ტკივილს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად, არტერიულ წნევას. მთლიანად ხსნის თავის და კბილის ტკივილსაც კი, აახლებს გარდერობს. აუმჯობესებს გარეგნობას და საცხოვრებელ პირობებსაც კი... ვარჯიში არ მოქმედებს მასზე, ვისაც ფულთან სამსახურებრივი შეხება აქვს. სავარჯიშო კუპიურები, რა თქმა უნდა, თქვენი უნდა იყოს.

***

ტიპი სეირნობს, ხედავს კედელია, ერთ ადგილზე ნახვრეტი აქვს. ადამიანები რიგ-რიგობით თავს ყოფენ... თვითონაც შეჰყო, გაიხედ-გამოიხედა, არაფერია. უცბად ტიპი მოვიდა, წიხლი სთხლიშა და წავიდა... გამოყო თავი გაბრაზებულმა, შემოურბინა კედელს და ხედავს ვიღაც ტიპს თავი აქვს ნახვრეტში გამოყოფილი...

скачать dle 11.3