კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

პეტრარკა: ხარბი ყოველთვის ღატაკია. იცოდე მიზანი და საზღვარი შენთა წადილთა.

ბირსი: სიძულვილი გრძნობაა, რომელიც სხვათა უპირატესობას იწვევს თავის შესატყვისად. 

კანტი: სიცილი აფექტია, რომელსაც იწვევს დაძაბული მოლოდინის უეცარი გადასვლა არაფერში.

ბიორნე: მხდალი კაცი ყველა სხვა ადამიანზე უფრო სახიფათოა, მისი უნდა გეშინოდეს ყველაზე მეტად.

ლაბულე: გამოუსადეგარად ყოფნა არყოფნაა.

პომპადური: ერთი მტერი უფრო მეტ ბოროტებას იქმს, ვიდრე ოცი მეგობარი – სიკეთეს.

კორნელი: რა მდიდრები ვიქნებოდით, რომ ყველაფერში ისე ხელმოჭერილნი ვიყვნეთ, როგორც სამადლო საქმეში ვართ.

დუკლო: ვინც ზომიერებას გაურბის, ის ნაკლებულობას მისდევს.

პონტანუსი: მეტყველებით კი არა, სიბრალულით უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი მხეცისგან.

შილერი: ისეთი ხალისით არასდროს ვაძლევთ სხვას რამეს, როგორც ცარიელ ხელს.

მაკიაველი: საცოლეს რომ ირჩევდე, მოხუცის თვალით აწონ-დაწონე.

პასკალი: მახვილსიტყვაობა ცუდი ხასიათის ნიშანია.

დიოგენე: სიმართლესთან ისე უნდა იცხოვრო, როგორც ცეცხლთან – არც ისე ახლოს უნდა მიხვიდე, რომ დაიწვა და, არც ისე შორს უნდა წახვიდე, რომ შეგცივდეს.

არჩილ მეფე: მეგობარი ბევრი უნდა, თანამზრახი ერთი უნდა.

საადი: ზოგისთვის ბედი ისაა, რაც ვირისთვის – რქები.

ციცერონი: ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით; ნაკლებად საზრიანთა – გამოცდილებით; უმეცართა – აუცილებლობით; ცხოველთა – ბუნებით.

ლაბრიუერი: მოსაუბრის ნიჭად ითვლება არა ის, რომ თვითონ ლაპარაკობს სიამოვნებით, არამედ, ვისთანაც სხვებიც სიამოვნებით საუბრობენ.

დიდრო: სასწაული, სადაც მისი სწამთ, სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ახდება.

ლაო ძი: სამყარო მშვიდია. ყველაზე რბილი სძლევს ყველაზე მაგარს. არყოფნას მოუცავს ყველა და ყველაფერი. 

ნიცშე: ზოგიერთი ძალიან გვიან კვდება, ზოგიერთი – ძალიან ადრე. ჯერჯერობით უცნაურად მოგეჩვენებათ სწავლება: „მოკვდი დროულად“.

პავლოვი: ყველაზე მთავარია, საქმეში გადაწონო ის მომენტი, როცა მუშაობა არ გსურს.

რასელი: სიყვარულის გეშინოდეს – ნიშნავს, ცხოვრების გეშინოდეს, ხოლო, ვისაც ცხოვრების ეშინია, მისი სამი მეოთხედი მკვდარია.

ჯონსონი: სიყვარული სულელის სიბრძნე და ბრძენის სიბრიყვეა.

скачать dle 11.3