ჩემი ბავშვები უსაფრთხოდ არიან
„ჩვენ ყოველთვის ვერ ვქმნით საუკეთესო მომავალს ბავშვებისთვის, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ საუკეთესო ადამიანები ბავშვებისგან, უკეთესი მომავლისთვის” – ეს სიტყვები ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მასში უდავოდ არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, მე ვაპირებ, მედლის მეორე მხარე დაგანახვოთ და დაგარწმუნოთ, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენც შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბავშვისთვის მშობელს ყოველივე კარგი და საუკეთესო სურს. აქ საკითხავია, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ჯანმრთელები, რეალიზებულები და უზრუნველყოფილები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ფიქრობთ, რომ ყველაფერს, ვინაიდან, მშობელი, როგორც წესი, თავს არ ზოგავს საკუთარი შვილებისთვის. მე შევეცდები, ჩემი და ჩემი ორი შვილის კონკრეტული მაგალითის შესახებ მოგიყვეთ და დაგარწმუნოთ თქვენ, ყველაზე ყურადღებიანო, მზრუნველო და ერთგულო დედებო, რომ არსებობს გარემო ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც თქვენს შვილებს რეალურ საფრთხეს უქმნის.
ეკოლოგიური გარემო – მე და ჩემი ქმარი შეუღლების დღიდან ყაზბეგის გამზირზე ვცხოვრობდით. მიგვაჩნდა, გაგვიმართლა, ვინაიდან, საკმაოდ დიდი ბინა თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას ვიყიდეთ. სწორედ იმ სახლში დაიბადა ჩემი უფროსი ბიჭი – სანდრო და იმავე სახლში იზრდებოდა ანასტასია 3 წლამდე. ვსაუბრობ წარსულ დროში, რადგან, გარემო მიზეზების გამო დღითი დღე აქტუალური ხდებოდა ბინის გამოცვლის საკითხი და, თუ ამას თავიდან გულგრილად ვუყურებდით, მალე მივხვდით, რომ რაღაც ზომებისთვის უნდა მიგვემართა. დისკომფორტს კი, პირველ ყოვლისა, დაბინძურებული ჰაერი და ავტომანქანების ხმაური გვიქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი გზის ნაპირას არ მდებარეობდა, საღამოობით ფანჯრებს შავი კვამლივით ადგებოდა მანქანების გამონაბოლქვი; ჩვენი ძიძა, ბავშვების გაზრდაში გამოცდილი და სანდო ქალბატონი, ხშირად წუწუნებდა ხოლმე შიდა ეზოს არარსებობის გამოც. რეალურად, კორპუსის ირგვლივ არ იყო ახლომდებარე სკვერი ან პარკი, სადაც პატარების გასეირნებას შევძლებდით. კრიზისი, კი იმ გარემოებამ წარმოშვა, რომ ალერგოლოგმა სანდროს მტვერზე, ფრინველის ბუმბულსა და ბეწვეულზე ალერგია დაუდგინა. გავიყვანეთ სახლიდან ჩვენი თუთიყუში – კოკო, გავიტანეთ ხალიჩები მისაღები ოთახიდან, თუმცა, როგორ შეიძლება, დაემალო მტვერს ჩვენს დედაქალაქში? – ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ვიყავით, როდესაც ჩემმა მეუღლემ შემთხვევით, ახალი, კონცეპტუალურად განსხვავებული, ეკოლოგიური უბნის მშენებლობის შესახებ გაიგო. გავყიდეთ ბინა და დირსის უბანში გადავედით. ეს არის შავნაბადას მთებში ჩასმული, მდინარისპირა, სუფთა საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს, სულ 7 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო, ვინაიდან, დირსის ხედებმა და არაერთი სახეობის მწვანე ნარგავმა უბნის დათვალიერებისას ჩვენზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით კი, იცით, რამ აღმაფრთოვანა? 46 ჰექტარ ფართობზე გაშლილ უბანში ოცივე საცხოვრებელ კორპუსს საკუთარი შიდა ეზო აქვს; ჩვენი ფანჯრებიდან იშლება ხედი მთებზე და ძველ თბილისზე; უბანში ყველა მობინადრისთვის არის პარკინგის ტერიტორია და, რაც მთავარია, მთელი უბნის პერიმეტრს მიჰყვება ბულვარი მდინარის ნაპირას; ბულვარზე განთავსებულია ველოტრეკი, ხის სკამები, თბილი შუქის განათება და საუცხოო ჯიშის ხე-მცენარეები; მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის ახალი სიტყვა თბილისურ ურბანისტულ დაგეგმარებაში და მე და ჩემი ოჯახი ამ სიახლის ნაწილი გავხდით.
უსაფრთხოება – თქვენ, შესაძლებელია, ვერ გააკონტროლოთ, რამდენ უცნობ ადამიანს ხვდება თქვენი შვილი სკოლაში და სპორტულ დარბაზში; შესაძლოა, ყოველთვის არ ხართ მის გვერდით, როდესაც ის სამანქანო გზის გადაკვეთას აპირებს, თუმცა, დირსის უბანში, შეგიძლიათ, დაივიწყოთ ყველა აღნიშნული რისკ-ფაქტორი. დავიწყოთ იმით, რომ, ბინა, რომელიც გარემონტებული ჩაგვბარდა, უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით: ოთახის ცენტრში, ჭერზე დამაგრებულია სპეციალური გადამცემი, რომელიც, კვამლის დაგროვების შემთხვევაში, ავტომატურად რთავს სიგნალს და ხანძრის ლოკალიზებას ახდენს.
თუკი ბავშვებს სახლში მარტო დატოვებთ, ნუ იღელვებთ, რომ მათ უცნობის მოულოდნელი ზარი შეაშინებთ, ვინაიდან, ყველა სადარბაზოს საკუთარი კონსიერჟი ჰყავს და, სანამ სტუმარი თქვენთან ამოვა, კონსიერჟი ტელეფონით წინასწარ გაგაფრთხილებთ.
ჩემთვის განსაკუთრებულად პრაქტიკული და მოსახერხებელია უბნის გეგმარება. როგორც უკვე ცნობილია, დირსის უბანს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქვს – უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი და აქვე იგეგმება სკოლის მშენებლობაც. გზები იმდაგვარადაა დაგეგმილი, რომ ბავშვს სკოლამდე მისასვლელად სამანქანო გზების გადაკვეთა არ მოუწევს – სკვერამდე, პარკამდე, ბულვარამდე, სანაყინემდე და სკოლამდე მისასვლელად მას არც ერთი ავტომობილი არ შეხვდება.
ჯანმრთელობა და განვითარება – პედიატრებმა მირჩიეს, რომ ბავშვები პატარაობიდანვე აქტიურად დამეტვირთა ფიზიკურად, თუმცა, უდროობის, ხშირად კი ცუდი ამინდისა და მოუცლელობის მიზეზით, ამას ნაკლებად ვახერხებდი. დირსის უბანში ეს პრობლემაც რეალურად შემიმსუბუქდა. ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსში ბავშვის სწორი ფიზიოლოგიური ჩამოყალიბებისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურული ობიექტია. უბანში არაერთი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პატარებმა თავი ბუნების ნაწილად იგრძნონ; რომ თავისუფალი დრო არ გაატარონ მხოლოდ სახლში, კომპიუტერთან – ჩავიდნენ ეზოში, ისეირნონ და ითამაშონ. მე კი შემიძლია, მშვიდად ვიყო, ვინაიდან, კორპუსის შიდა ეზოებში გამოყენებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ხის ავეჯი და გასართობი მინი-ატრაქციონები. ეზო დაპროექტებულია სპეციალურად 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და აღჭურვილია ყველა საჭირო ობიექტით, რაც პატარას ფიზიოლოგიურ და გონებრივ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
დირსის უბანში მოზრდილებისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა პირობაა შექმნილი. თუკი ბულვარზე ყოფილხართ, შენიშნავდით ველოტრეკებს. იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედი არ გყავთ, შესაძლებელია, იქირაოთ და სამკილომეტრ-ნახევარი სიგრძის ბულვარზე გაისეირნოთ. ფიზიკური აქტივობისათვის საშუალება გაქვთ ივარჯიშოთ ჩოგბურთის კორტებზე, საფეხბურთო და საკალთბურთო მოედნებზე... და, რაც მთავარია, ყოველდღიური დანიშნულების მსგავსად, ერთი საათის განმავლობაში მაინც, სირბილი ან სიარული აუცილებელია სუფთა ჰაერზე.
ჩემი სათქმელი მეტ-ნაკლებად ამოვწურე. იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ, რომ ბავშვის ფიზიოლოგიური და ნერვული სისტემის განვითარებისთვის თითოეულ გარემო დეტალს არსებითი მნიშვნელობა აქვს; იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ იმაშიც, რომ ჩვენ შეგვიძლია, შვილებს თბილისურ რეალობაში საუკეთესო მომავალი შევუქმნათ და, რაც მთავარია, მე მჯერა, რომ ამ გარემოში ბავშვები საუკეთესო ადამიანებად ჩამოყალიბდნებიან.