კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სასანია 

„სასნაშვილი-სიონელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ის ხევმა მძევლად მისცა გერგეთის საყდრის შვილებს“ (1439 წელი). 

„სასნაშვილი გოგიჩას მამული ვანთაში ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს. ევალებოდა ერთი ცხვარი, ერთი საფლავი, ერთი კილო მარილი, ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი“ (1550–1570 წლები). 

როგორც ვარდანისძეთა (სვანთა ერსითავები), ისე დადიანთა გვარში (ვარდანისძეთა განაყოფები) იყო სახელი სასნა. „სულსა ვარდანეთ სასნასასა და მეუღლესა მისსა მარიამს შეუნდევნ ღმერთმან“ (ტბეთის სულთა მატიანე). 

შემდგომ თვით სასნადან უწარმოებიათ გვარი სასნაშვილი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი – თევდორე, მოხსენიებულია მატიანეში. 

საქართველოში 108 სასანია ცხოვრობს. 

ზავრაშვილი

ზავრაშვილი ქვემო ქართლში გაჩენილი და იქიდან კახეთში გადასული გვარია. ზოგჯერ გვარი მოიხსენიება ზავარაშვილადაც.

ზავარაშვილები და ზავრაშვილები იყვნენ აზნაურები. იოანე ბაგრატიონი, წიგნში „შემოკლებითი აღწერა, საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“ წერს: „აზნაური ზავარაშვილი მოიხსენიებიან მეფე როსტომის დროს 1655 წელს და არიან ესენი მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინაცა“. ეხება 1783 წლის გეორგიევსკის შეთანხმებას.

1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე-მემამულეებად ჩანან ზავარაშვილი იოთამი, კომლი – 5, თავი – 5, მოლაშქრე – 5. სოფლებში გილაგდაგი, ხინძირკუტი; ზავრაშვილი ზურაბა ცხოვრობდა გილაგდაგში.

საქართველოში 497 ზავრაშვილი ცხოვრობს. გურჯაანში – 364, თბილისში – 73, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.

ღვანიძე

ვანიძე და ღვანიძე ერთი და იგივე გვარია. გადმოცემის მიხედვით, სამი ძმა ვანიძე, ბატონის მოკვლის გამო, სოფელ შემოქმედიდან გაქცეულან და ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში დასახლებულან. ეშინოდათ, რომ ძებნას დაუწყებდნენ და ამიტომ, გვარის შეცვლა გადაუწყვეტიათ. სოფელ ოფჩაში, ღვინის კეთებაში დახელოვნებულებს, თავიანთი გვარისთვის წინ ღ ჩაუმატებიათ და ასე ქცეულად ვანიძეები ღვანიძეებად.

ორივე გვარის წარმომადგენლებმა იციან ვანიძე-ღვანიძეების ნათესაობის შესახებ და დღემდე არ კარგავენ ახლო ურთიერთობებს.

საქართველოში 196 ვანიძე ცხოვრობს. ოზურგეთში – 64, თბილისში – 24, ბათუმში – 18. არიან სხვაგანაც.

210 – ღვანიძე: ზესტაფონში – 134, თბილისში – 45, ქუთაისში – 19. არიან სხვაგანაც.

ცხაკაია

სავარაუდოდ, გვარის ფუძეა მეტსახელი ცხაკა, ჩხაკა, რაც თვალღიას, ღიას, გადახუნებულ თვალს ნიშნავს; ცხაკუა კი მეგრულად უძალო დარტყმას, მოცაცუნებას ნიშნავს.

ცხაკაიები ცხოვრობენ სოჭშიც – რამდენიმე ოჯახი 1980-იან წლებში გადასულა იქ.

ასევე, ცხაკაიები სახლობენ სოფლებში: ქვაითი, ახალკახათი, ნაჯახავო, ლესიჭინე, მარტვილი; საცხაკაიო გვხვდება უბნად ახალკახათში.

საქართველოში 590 ცხაკაია ცხოვრობს: თბილისში – 189, მარტვილში – 105, ზუგდიდში – 93. არიან სხვაგანაც.

ალიხანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალიხანი. ალი თურქული სახელია და მთავარს ნიშნავს. ალი ერქვა 1797 წელს დაბადებულ შამილს. ამიტომაც, სუნიტებსა და შიიტებში ეს სახელი დიდი პატივითაა მიღებული.

ალიხანი მოიხსენიება 1737 წლის ქორონიკონში: „ალიხან და აბდულბეგ მიუხდნენ ჯარით ქალაქს. ყაზახის სულთანი თალიბეი თან ახლდა ჯარით, ციხისთავმა მონბაშმა ციხეში შეუშვა.”

ისტორიულ წყაროებში, ალიხანაშვილები გორელები – ქსნის ერისთავების ვაჭრები იყვნენ. გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს.

1721 წლის აღწერით, ზალია და ბეჟან ალიხანაშვილები მებატონეები იყვნენ და ცხოვრობდნენ სომხითში. მათ ჰყავდათ ყმებიც.

„თონეთელ მართლმადიდებელ ალიხანაშვილ ბერს 1829 წელს შეეძინა ვაჟი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ.”

საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრი წყაროში – 62, მცხეთაში – 53. არიან სხვაგანაც.

გივიშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გივი. ამავე საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები გვარი გივიაშვილი.

ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „სახელი გივის მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივის მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი. გეო ბერძნულია, ქართულში მიღებულია გიორგის შემოკლებით და ნიშნავს „მიწას“. 

დადგინდა, რომ გვარი გივიშვილი უწარმოებია რამდენიმე თავადაზნაურულ საგვარეულოს. ესენია: „თავადნი ამილახვარნი, მომდინარეობენ ზედგინიძეებიდან, 1465 წლიდან იწოდებიან თავად ამილახვრად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვადასხვა სახლად... გივისშვილებად“; „თავადი ჩოლოყაშვილი, კახეთის თავადნი... ესენი აწ არიან განაყოფით მოსახლენი გივისშვილები“; „თავადი ავალიშვილი – ამათნი წინაპარნი არიან მონათესავენი ავალიანთანი, ხოლო მოსახლეობენ ესენი კახეთს... გივისშვილები“. 

საქართველოში 364 გივიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, სიღნაღში – 36, დედოფლისწყაროში – 28. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3