კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გივი (ნიკოლოზ) ანდრიაძემ ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რა სიახლეები ელით სამთო-სათხილამურო კურორტის მოყვარულებს

გუდაურში 2014-2015 წლის სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია.  მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მედიატური გაიმართა. კურორტი დამსვენებლებს განახლებულ, გაფართოებულ და ქვებისგან გაწმენდილ სასრიალო გზებს სთავაზობს. თუმცა, სიახლე მხოლოდ ეს არაა,   მთავარი სამუშაოები  ხელოვნურ გათოვლიანებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს პროექტი ორ ფაზას მოიცავს: პირველი ეტაპის ფარგლებში, 2014-2015 წლის სეზონის გახსნას გუდაური გათოვლიანებული, სასრიალო ტრასით შეხვდება – მთლიანადაა აღჭურვილი ეს მიდამოები უკვე  თოვლის გამომფრქვევი დანადგარებით, მეორე ეტაპი გულისხმობს 2015 წლის ბოლოსთვის ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობასა და გათოვლიანების სისტემის დამონტაჟებას „მინდვრის ტრასაზე“. იტალიური თოვლსაფრქვევი დანადგარი წელს გუდაურში ღრუბლის მაგივრობას გასწევს.

„1 დეკემბრისთვის დასრულებული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ტრასების გასათოვლიანებლად დაგვჭირდება 12-13 დღე. სეზონი მაქსიმუმ 20 დეკემბერს გაიხსნება. დამსვენებელი ერთი აბონემენტით ისარგებლებს ორივე კურორტზე: გუდაურსა და დიდველზე“ – განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა.

 

გივი (ნიკოლოზ) ანდრიაძემ  ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი  მოიპოვა 

არცთუ დიდი ხნის წინ, გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ლაიფციგში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მედიკოსებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მედიცინის მუშაკები. საქართველო კი წარადგინა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, შპს „კარდიო-რეანიმაციული ცენტრის“ დირექტორმა, ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა, გივი (ნიკოლოზ) ანდრიაძემ. შარშან მან ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ვეტერანებს შორის, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ხოლო, წელს პირველობა არავის დაუთმო – მედიკოსებს შორის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ ცოტა ხნის წინ კი ბატონი გივი ანდრიაძე უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში იმყოფებოდა ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც არაერთ მეტოქეს სძლია, საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

გივი ანდრიაძე: საკმაოდ რთული იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატია და მასში 44 ქვეყნიდან იყვნენ მონაწილეები. წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, წრიული სისტემაა. სამი ბრძოლა მოვიგე, ორი წავაგე და გავედი ოლიმპიურ სისტემაში, საბოლოოდ კი ოთხეულში მოვხვდი. 

скачать dle 11.3