კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აცტეკები მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს ტყავსაც აძრობდნენ

მეთხუთმეტე საუკუნეში მსოფლიომ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში შეაბიჯა. შემდგომი ასწლეულების განმავლობაში ევროპელებმა ამერიკის, ოკეანეთის, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის კოლონიზაცია განახორციელეს... და თითქმის ყველგან ადამიანთა მსხვერპლშეწირვის პრაქტიკას აწყდებოდნენ, რომელიც მისიონერების მტკიცე წინააღმდეგობით, ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს. ძველი ქალაქის – ტეოტიუაკანას ნანგრევებში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებში დაარსდა და ჩვენი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნემდე იარსება, მთვარის პირამიდაში, არქეოლოგები მსხვერპლთშეწირვის მრავალრიცხოვან ნეშტს წააწყდნენ. ისინი პირამიდის აგების სხვადასხვა სტადიაზე იქნენ მოკვდინებული. ჩონჩხების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ძირითადად უცხოტომელები იყვნენ, ალბათ, ტყვეები. ერთ-ერთ კამერაში იატაკზე უწესრიგოდ ეყარა თავწაჭრილი და ხელებშებორკილი ადამიანის ნეშტი; იქვე აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ადგილობრივი საზოგადოების სათავეში მდგომთა ორი ნეშტი. აკურატულად მსხდომთ, სხეულზე შემორჩენილი ჰქონდათ ძვირფასი სამკაულები, რაც მათ მაღალ სტატუსზე მეტყველებდა.

მერვე საუკუნეში, ცენტრალურ მექსიკაში ჩრდილოელი გადამთიელები – ტოლტეკები გამოჩნდნენ, რომლებმაც განაგრძეს და განავითარეს ტეოტიუაკანელთა კულტურული ტრადიციები, მათ შორის, ადამიანთა მსხვერპლშეწირვაც. პირამიდების წვერზე, ისინი დიდძალ, სისხლიან მსხვერპლს სწირავდნენ მზის ღმერთს, წვიმის ღმერთს და მრავალფუნქციურ ღმერთს, ტესკატლიპოკეს – „მბოლავ სარკეს“. მეათე საუკუნის ბოლოს ტოლტეკების მმართველი ხდება სე-აქტალ ტოპილცინი – ღმერთ კეცალკოატლის უმაღლესი ქურუმი. თვით კეცალკოატლი ადამიანთა მსხვერპლშეწირვას არ ითხოვდა, მაგრამ ტოპილცინი შეეცადა, ადამიანური მსხვერპლი შეეცვალა ყვავილებით, პეპლებითა და გველებით სხვა ღმერთების სამსხვერპლოებზეც. მისმა რეფორმებმა მარცხი განიცადა, ხოლო ტოპილცინი და მისი მომხრეები გააძევეს ქვეყნიდან. ლეგენდის მიხედვით, ისინი ტივით გაემგზავრნენ და პირობა დადეს, რომ დაბრუნდებოდნენ... რამდენიმე ხნის შემდეგ, ინდიელებმა ტოპილცინი თვით კეცალკოატლთან გაგზავნეს და დაელოდნენ მის ღვთაებრივ დაბრუნებას, თუმცა  ადამიანთა მსხვერპლშეწირვა  არ შეუწყვეტიათ.

მეთორმეტე საუკუნეში ცენტრალურ მექსიკაში ახალი გადამთიელები გამოჩნდნენ ჩრდილოეთიდან. აცტეკთა უმაღლესი ღმერთი, ომისა და მზის ღვთაებას, უიტსილოპოჩტლის ძალზე ესაჭიროებოდა ურიცხვი მსხვერპლი, თანაც, მხოლოდ მონებით იგი არ კმაყოფილდებოდა. როდესაც ქალაქ კულუაკანის მმართველმა თავის ქალაქში შემოსულ გადამთიელებს დიდი ღირსება მიანიჭა და მათ ბელადს თავისი ქალიშვილი მიათხოვა, უიტსილოპოჩტლიმ თავისი ქურუმების მეშვეობით, მოითხოვა, რომ ეს ქალიშვილი მისთვის შეეწირათ მსხვერპლად. საქმროსთან მისული პატარძალი საქორწინო სარეცლის მაგივრად – სამსხვერპლოზე მოხვდა, რის შემდეგაც მას ტყავი გააძვრეს (აცტეკთა ეს ტრადიციული რიტუალი სიმინდის ტაროზე ფუჩეჩის შეცვლის სიმბოლოა).  

მექსიკის სოფლის მეურნეობას ღმერთების მთელი ჯგუფი განაგებდა, რომელთაგან თითოეული სიმინდის ზრდის სტადიებიდან ერთ-ერთს განასახიერებდა. მოსავლის მთავარი ღვთაება იყო ქალღმერთი ჩიკომეკოატლი (შვიდი გველი). პანთეონში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა სიმინდის მბრძანებელს (ხანდახან – ქალღმერთ-მბრძანებელს) – სინტეოტლს. მათ პატივსაცემად აღნიშნავდნენ სიმინდის დამწიფების (შემოსვლის, დავარგების) დღესასწაულს, რომელიც ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე იმართებოდა. ამ დღეებში აცტეკები ძველი მოსავლიდან აღებული სიმინდის კერძებს მიირთმევდნენ, ხოლო ტაძარში რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ. ცეკვებს ტყვე ქალი უძღვებოდა, რომელსაც სახე წითელ-ყვითელი საღებავით – შემოსული სიმინდის ფერებში ჰქონდა შეღებილი. ზეიმის დაწყებამდე ტყვე ქალიშვილი ცეკვების შესწავლის ხანგრძლივ კურსს გადიოდა, მაგრამ, ვფიქრობთ, წინასწარ არ იცოდა თავისი მომავალი შემზარავი ბედისწერის შესახებ. ზეიმის ბოლო ღამეს მოცეკვავეთა პროცესია ადიოდა სამსხვერპლო პირამიდის წვერზე, სადაც ქალიშვილს კლავდნენ. მის გულს მსხვერპლად ქალღმერთ ჩიკომეკოატლს სწირავდნენ. მისი ტყავი სიმინდის მბრძანებლის ქურუმთა სამოსელი ხდებოდა, ხოლო აცტეკებს ამ დღიდან უფლება ჰქონდათ, ახალი მოსავლის სიმინდი ეჭამათ.

აცტეკები უაღრესად რელიგიურები იყვნენ. მხოლოდ მათ დედაქალაქ ტენოჩტიტლანში, ესპანელთა მისვლის მომენტისთვის, სამოცდაათი ტაძარი (სამოციათას სახლზე) მოქმედებდა, ხოლო მთელ სახელმწიფოში – დაახლოებით 40 ათასი. ახალი ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, აცტეკები დაპყრობილი ხალხის ღმერთებს თავიანთ პანთეონში რთავდნენ და სისხლიანი მსხვერპლის შეწირვას იწყებდნენ თავიანთი წინანდელი ღმერთების მსგავსად. ესპანელთა შეჭრის წინადღეს აცტეკთა იმპერიის ხელისუფალმა მოქტესუმა (მონტესუმა) მეორემ ერთგვარი რელიგიური რეფორმა წამოიწყო. მან ბრძანა, უიტსილოპოჩტლისადმი მიძღვნილ ქვეყნის მთავარი ტაძრის ტერიტორიაზე აეშენებინათ ტაძარი (რომელსაც სახელად ეწოდა „ყველა ღმერთის ტაძარი“) და განეთავსებინათ მასში აცტეკების მიერ დაპყრობილ რაიონებში მცხოვრები ყველა ტომის ღმერთების ქანდაკებები (კერპები). ბრძანება აღსრულებული იქნა, მაგრამ იმისთვის, რომ ახალაშენებული ტაძარი ეკურთხებინათ და საკადრისი პატივი ეცათ ყველა ახალბინადრისთვის, საჭირო იყო ურიცხვი მსხვერპლის გაღება. ასეთი რაოდენობის ხალხი კი მონტესუმა მეორეს არ ჰყავდა და მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედები იქცეოდნენ, როცა სამსხვერპლო სისხლი დასჭირდებოდათ. მან საბრძოლო იერიში მიიტანა საპოტეკთა აჯანყებულ ქალაქ ტეუქტეპეკზე. მონტესუმას არმიამ გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს გამარჯვება უცნაური, რაღაცის მომასწავებელი ნიშნებით აღინიშნა – როგორც ქრონიკა (ლეგენდა) იუწყება, ქალაქის მცველებმა მოალყეთა თვალწინ ალიგატორებად და თევზებად იწყეს გადაქცევა. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც კი ცოცხალი გადარჩა და თევზად არ იქცა, აცტეკებმა ტყვედ აიყვანეს და მონტესუმამ პირადად ჩაატარა მასობრივი მსხვერპლშეწირვა პირამიდის წვერზე ძველი და ახალი ღმერთების პატივსაცემად.

 

скачать dle 11.3