კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკურთხებდნენ საქართველოში მეფეს

მეფის კურთხევა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ყოველი ქვეყნის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ძველად. თანამედროვე ევროპაში ამას უფრო ცერემონიალური დანიშნულება აქვს, რაც ვიხილეთ ბელგიის, ჰოლანდიისა და ესპანეთის ახალი მონარქების გამეფების დროს. ადრე კი ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის საქართველოში, საჭირო იყო უფლის ხელდასხმის მიღებაც. ეს კი მეფედ კურთხევის სპეციალური რელიგიური ცერემონიალის დროს გამოიხატებოდა.

მეფედ კურთხევის წინა საღამოს ტარდებოდა საღამოს ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც უფლის კვართი ბრძანდება. 

მცხეთის კათალიკოსის ბრძანებით, შეიმოსებოდა ერთ-ერთი მთავარეპისკოსი, წარუძღვებოდა მგალობლებს, მღვდლებს და დიაკვნებს საკმევლითა და კეროვნით (დიდი ცვილის სანთელი) ტაძრისაკენ, მგალობელნი გზადაგზა გალობდნენ.

სასახლეში მისვლისას დადებდნენ ფეშხუმზე (ძირიან დიდ ლანგარზე) გვირგვინს, სკიპტრას (სამეფო კვერთხი), პორფირს (სამეფო მეწამული ტანსაცმელი) და ბისონს (სამღვდელმთავრო ან სამეფო შესამოსელი), წარსაფენით დაჰბურავდენ და მთავარეპისკოპოსი წააბრძანებდა ამ სამეფო ინსიგნიებს სვეტიცხოვლისკენ. 

მწუხრის ლოცვები ჩატარდებოდა. მთელ ღამეს უძილოდ გაათენებდნენ ღვთისადმი ვედრებით, მათ შორის „მეფედ განმზადებული“ და ცერემონიალში მონაწილენი, მთელი ეკლესია.  გამთენიისას, რა დასრულდებოდა ლოცვა, მიდიოდნენ მოსასვენებლად. 

წირვის დაწყების ჟამი რომ მოვიდოდა, სამჯერ შემოკრავდნენ ძელს და შეიკრიბებოდნენ ეკლესიაში. შეიმოსებოდნენ ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი და მღვდელმთავრები, მღვდლები და დიაკვნები. ჯვრისმტვირთველი ბერი სალიტანიო ჯვარს იტვირთებდა, წაიძღვანებდა მთავარდიაკონს სანთლებით და საკმევლით, მივიდოდა  მეფის სასახლეში და ეტყოდა მეფეს:

–  გვაკურთხენ, წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო, მრავალმცა არიან წელნი მეფობისა თქვენისანი.

სამხედროებიც და დიდებულებიც გაიმეორებდნენ.

მერე ჯვრისმტვირთველი მოუტრიალდებოდა სამხედროებს და კურთხევაზე დამსწრე ყველა საპატიო სტუმარს, თავს მოიდრეკდა და იტყოდა:

– და თქვენცა გიხაროდენ, ძალნო უძლეველნო და დამამხობელნო მტერთა სამეფოთანო, ჟამი არს წინამდებარისა საქმისა აღსრულებად. 

 და გაემართებოდნენ ტაძრისკენ შემდეგნაირად: წინ ზარი მეფეთა, შემდგომ დროშა და შუბი, შემდეგ მთავარდიაკონი და ჯვრისმტვირთველი სალიტანიო ჯვრით, მეფე და ლაშქარი. მეფესთან ახლოს სარდლობა იყო მხოლოდ. ჯარისკაცები საპატიო ადგილებში იდგნენ, ცერემონიის დასაცავად და სილამაზისთვის.

მანდატურთუხუცესი სამანდატურო არგნით (ოქროს კვერთხით) წინ წაუძღვებოდა მეფეს ჯვრისმტვირთველის შემდეგ. მანდატურთუხუცესი საპოლიციო უწყების (სახელოს) ხელმძღვანელი იყო. ეს ერთ-ერთი უდიდესი თანამდებობაა. მას ევალებოდა სახელმწოფოსა და მეფის კარზე წესრიგის დაცვა და სხვა საორგანიზაციო-ადმინისტრაციული საქმეების ხელმძღვანელობა... მანდატურთხუცესის ქვეშევრდომები იყვნენ ამირეჯიბი, მესტუმრეთუხუცესი (მესტუმრე), მანდატურები, ეჯიბები. 

ხმალშემორტყმული ამირსპასალარი მეფეს მარჯვნივ მიჰყვებოდა და გაწვდილ ხელებში სამეფო ხმალი ეკავა, უქარქაშოდ. ამირახორი (ამილახორი) და მეაბჯრეთუხუცესი, ასევე ხმალშემორტყმული გვერდით მიჰყვებოდნენ ამირსპასალარს. ამირსპასალარი გახლდათ ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, ამირახორი – მისი თანაშემწე. სარდლის ხელქვეთები იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი. მეაბჯრეთუხუცესს ებარა ჯარის აღჭურვილობა. მეჯინიბეთუხუცესი ხელმძღვალობდა სამეფო საჯინიბოებს.

მეფეს მარცხნივ მიჰყვებოდა ჭყონდიდელი და ათაბაგი. ჭყონდიდის ეპისკოპოსს უდიდესი პატივი ჰქონდა ერთიანი საქართველოს დროს. ის იყო მეფეთა აღმზრდელი და ებარა უმაღლესი თანამდებობა – მწიგნობართუხუცესობა. ეს დღევანდელი ტერმინით ქვეყნის კანცლერს ნიშნავს – მთავრობის მეთაურს. მის ხელში იყო სასამართლო-სააპელაციო უწყებაც. ათაბაგი უფრო გვიანდელია და თამარ მეფის დროს გაჩნდა მეფის სავაზიროში. 

ეზოთუხუცესი, ჩუხჩარეხი, მეაბჯრეთუხუცესი  მიჰყვებოდნენ მეფეს და ხელთ ეკავათ სამეფო ფარი, სამეფო ლახტი (საომარი კვერთხი) და სამეფო ხმლის ქარქაში. 

ეზოთუხუცესი სასახლის საქმეთა ორგანიზატორი იყო. ჩუხჩარეხი გახლდათ მეფის პირადი დაცვის უფროსი. 

მათ უკან, როგორც ვთქვით, ლაშქრის სარდლები მიდიოდნენ, სამოქალაქო უწყებათა და საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, მღვდელმთავრები, ბერ-მონაზვნები და ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, უცხოელი სტუმრები, სხვა ქვეყნების ელჩები და ვაჭრები.

მსვლელობა გაფორმებული იყო დროშებით, ჯვრებით, შტანდარტებით, გალობითა და ლოცვებით.

ამ წესით მივიდოდნენ ტაძრის კართან, სადაც შეეგებებოდა კათალიკოსი ეპისკოპოსებთან ერთად.

ქართლის კათალიკოსი თავმოდრეკილად ეტყოდა მეფეს ხმამაღლა:

– კურთხეულ არს მოსვლა თქვენი და დამტკიცება მეფეთ-მეფედ სამეფოსა ამას თქვენსა ზედა, და განმტკიცნეს ღმერთმან შიშსა და სარწმუნოებასა მისსა ზედა, და დაგამორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი სამეფოსა ამის თქვენისანი ქვეშე ფერხთა თქვენთა.

და ყველა ერთხმად დაიძახებდა:

– ამინ!

მეფე მდაბლად თაყვანს სცემდა კათალიკოსს. მას მარჯვენა ხელზე ხელს მოჰკიდებდა ქართლის კათალიკოსი, მარცხენაზე აფხაზეთის კათალიკოსი და წაიყვანდნენ სამეფო ადგილისკენ და დაიწყებდნენ სეფისკვერის აღმოკვეთას. აფხაზეთის კათალიკოსი დაჰბურავდა სამეფო ინსიგნიებს. ჯვრსიმტვირთველი გამოართმევდა ამირსპასალარს სამეფო ხმალს და საკურთხეველში ძელიცხოველზე მიყრდნობით დადებდა. დროშას და შუბს საკურთხევლის კარების აქეთ-იქით დაიჭერდნენ. 

პატრიარქის დალოცვისა და მთავარდიაკვნის გამოსვლამდე, აფხაზეთის კათალიკოსი, აიღებდა საკურთხევლიდან ბისონს, გამოვიდოდა, მეფეს თავს მოუდრეკდა, ორივე მუხლებზე დააფენდა და მერე წამოიყვანდა პატრიარქისკენ.

მეფე თავს მოუდრეკდა კათალიკოს-პატრიარქს და ეტყოდა:

– მაკურთხე, მეუფეო!

ქართლის პატრიარქი ჯვარს გადასწერდა და ეტყოდა:

– კურთხეულმცა არს მეფობა თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განმტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მიუდრეკელად.

მერე ბისონს ჩააცმევდა თავის ხელით და ჯვარს დასწერდა. 

შემდეგ მეფეს წარუძღვებოდა აფხაზეთის კათალოკოსი და კვლავ თავის ადგილას დააყენებდა. შემდეგ ის ბრუნდებოდა საკურთხეველში.

გამოვიდოდა მთავარდიაკვანი და დაიწყებდა კვერექსის თქმას (დიაკვნის სათქმელი ლოცვა). როცა სახარებას წაიკითხავდნენ, გამოვიდოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი და  მთავარეპისკოპოსი, მოჰკიდებდენ მეფეს ხელს ხელში, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან, „წესისამებრ მღვდელთმოძღვართასა“, მიიყვანდნენ შუა ეკლესიის საწარდგომელო ადგილზე და სამგზის ათაყვანებდნენ წმიდა საკურთხეველს. მერე წარადგენდნენ საკურთხევლის კართან, მოიყრიდნენ მუხლს და სამგზის თაყვანს სცემდნენ მეფეს.

და რომ შეიყვანდნენ წმიდა ტრაპეზთან, თაყვანს სცემდა მეფე და მუხლს მოიყრიდა კათალიკოსის წინაშე. 

პატრიარქი ჯვარს დასწერდა და იტყოდა გალობით, ხმამაღლად, ყველას მოსასმენად: 

– საღვთო მადლი, რომელი ყოვლადვე უძლურებათა ჩვენთა ჰკურნებს და ნაკლულებასა ჩვენსა აღავსებს და განაჩინებს ღმრთისმოშიშსა (სახელი მეფისა) ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფეთ-მეფედ და გარე შეარტყამს საღმრთოსა ძალსა მისსა. ვილოცოთ ყოველთა, რათა დაიმკვიდროს მის თანა მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან.

რა დაასრულებდა პატრიარქი, ყველა ერთად მაღალი ხმით იტყოდა:

– კირილეისონ! კირილეისონ! კირილეისონ! 

ასე გაიმეორებდნენ კათალიკოსი და ეკლესია სამჯერ „საღმრთო მადლი, რომელი...“ და „კირილეისონს“ რომ დაასრულებდნენ, პატრიარქი სამჯერ დასწერდა ჯვარს და ასევე, მღვდელმთავრები.

კათალიკოს-პატრიარქი ლოცვას წაიკითხავდა ყველას მოსასმენად. ლოცვის მერე დასწერდა ჯვარს და წამოაყენებდნენ მეფეს.

პატრიარქი აიღებდა საკურთხევლიდან გვირგვინს, დაადგამდა თავზე მეფეს და იტყოდა ავაჯი ხმით (გალობით):

– დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა! ცხორება გთხოვა შენ, და მიეც მას განგრძობა დღეთა უკუნისი უკუნისამდე!

მერმე აიღებდა პორფირს, ჯვარს დასწერდა და ჩააცვამდა. ამის შემდეგ აიღებდა სკიპტრას, ჯვარს დასწერდა და მისცემდა მარჯვენა ხელში. 

ტრაპეზის მარჯვნივ ორხაოს (გრძელ ნოხს) დაუფენდნენ და ზედ დააყენებდნენ. 

მგალობლები იგალობებდნენ: 

– მრავალჟამეულ ჰყვენ, ღმერთო, მეფეთ-მეფე ჩვენი (სახელი), მრავალჟამეულ ჰყვენ!

მეფე ასე იდგა წირვის დასრულებამდე. 

როცა ეზიარებოდნენ მღვდელმთავრები, მეფესაც აზიარებდნენ მღვდლებზე წინ.

რომ ჩამოვიდოდნენ საკურთხევლის კარიდან, ამირსპასალარი ხმალს შემოარტყამდა მეფეს.

შემდეგ გაემართებოდნენ იგივენაირად, მარჯვენა ხელი მცხეთის კათალიკოსს ეკავა, მარცხენა – აფხაზეთის კათალიკოსს. ასე შეიყვანდნენ სასახლეში.

 როცა მიუახლოვდებოდნენ სამეფო ტახტს, ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი და ჭყონდიდელი თან მიჰყვებოდნენ, ტახტზე დასვამდნენ მეფეს. სხვებიც შევიდოდნენ სამეფო დარბაზში. 

ჯვრისმტვირთველი ჯვრით ხელში მეფის მარჯვნივ დადგებოდა ტახტის წინ, ჯარისა და ხალხის თაყვანისცემამდე და ძღვენთა მიცემამდე.

პირველად დედოფალი სცემდა თაყვანს. მერე კათალიკოსები, მერე ჭყონდიდელი, მერე ათაბაგი, მანდატურთუხუცესი, მერე დარბაზის სხვა წევრები, მერე ჯარის სარდლები, შემდეგ საპატიო მოქალაქეები...

რომ დასრულდებოდა თაყვანისცემა და ძღვნობა, ჯვრისმტვირთველი სამეფო შესამოსელს ახდიდა მეფეს. 

სამი დღე მეფე ტახტზე იჯდა გვირგვინით და პორფირით. სამი დღე გრძელდებოდა თაყვანისცემა და ზეიმი სრულიად საქართველოში.

მხოლოდ კათალოკოსს ჰქონდა უფლება მეფედ კურთხევის რიტუალის შესრულებისა.

 

скачать dle 11.3