რა მოხდა ამ დღეს
10 ნოემბერი
1885 – გერმანელმა ინჟინრებმა – დაიმლერმა და მაიბახმა, საკუთარი კონსტრუქციის შიგაწვის ძრავა დააყენეს ხის ველოსიპედზე – ასე „დაიბადა“ მოტოციკლი.
1940 – უოლტ დისნეი გახდა „ფედერალური გამოძიების ბიუროს“ ოფიციალური აგენტი ჰოლივუდში.
1961 – სტალინგრადს სახელი გადაარქვეს და უწოდეს ვოლგოგრადი.
11 ნოემბერი
1790 – ევროპაში პირველად შემოიტანეს ყვავილი ქრიზანთემა.
1918 – გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.
1925 – ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ მილიკენმა აღმოაჩინა კოსმოსური სხივები.
1975 – ანგოლა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
12 ნოემბერი
1902 – ენრიკო კარუზომ ჩაწერა გრამფირფიტა, რომელიც პირველი იყო, მილიონზე მეტი ტირაჟით რომ გაიყიდა.
1919 – განხორციელდა იმ დროს რეკორდულ მანძილზე ფრენა: ინგლისი-ავსტრალია.
1933 – გამოქვეყნდა ლოხ-ნესის ურჩხულის პირველი ფოტოები.
13 ნოემბერი
1851 – გაიხსნა სარკინიგზო ხაზი „მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი“ – მაშინ მსოფლიოში უგრძესი ორლიანდაგიანი ხაზი – 644 კილომეტრი.
1914 – ამერიკელმა მერი ჯეიკობმა დააპატენტა ელასტიკური ბიუსტჰალტერი სამხრეების – „ბრეტელების“ – გარეშე.
1940 – კომპანია Willis Notor Co-მ გამოუშვა პირველი „ჯიპი“.
14 ნოემბერი
1666 – სემუელ პეპისმა ჩაატარა პირველი წარმატებული სისხლის გადასხმა (ძაღლიდან – ძაღლზე).
1910 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნორფოლკში, ხომალდის გემბანიდან პირველად აფრინდა თვითმფრინავი.
1940 – გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ინგლისური ქალაქი – ქოვენთრი.
1960 – დაარსდა „ოპეკი“ – ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია.
15 ნოემბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა თავის დღიურში პირველად აღწერა თამბაქო.
1889 – ბრაზილიაში დაემხო მონარქია და ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.
1904 – ამერიკელმა კინგ ჟილეტმა დააპატენტა წვერსაპარსი ცვლადი პირებით.
1960 – ზღვაში გავიდა „ჯორჯ ვაშინგტონი“ – პირველი წყალქვეშა ნავი ბირთვული შეიარაღებით.
16 ნოემბერი
1532 – ესპანელმა კონკისტადორებმა ტყვედ ჩაიგდეს ინკების იმპერატორი ატაჰუალპა.
1841 – ნიუიორკელმა უილიამ ჰერნმა დააპატენტა მაშველი რგოლი.
1918 – უნგრეთი გამოეყო ავსტრია-უნგრეთს და ცალკე რესპუბლიკად გამოცხადდა.
1972 – საბჭოთა კავშირში გასაყიდად გამოვიდა „პეპსი-კოლა“.