კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მოგიტანთ იღბალს კვირის კონკრეტულ დღეს

ავი თვალისგან დასაცავად ან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად ბევრი ატარებს თილისმას. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, თილისმად აირჩიოს ძვირფასი ლითონის ან ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული.

ოდითგანვე ცნობილია, რომ ნებისმიერ საგანს და, მით უმეტეს – ქვას, მეხსიერების უნარი აქვს. ამიტომ, ის ჰარმონიაში უნდა იყოს ადამიანთან, რადგან, თუ რომელიმე ქვას ერთი ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, მეორისთვის უბედურების მომტანია, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ასტროლოგიაში ნებისმიერი ლითონი თუ ქვა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანსა და კვირის კონკრეტულ დღეს შეესაბამება.

რომ იცოდეთ, კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა და ლითონი შეესაბამება და რომელი მათგანის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და სიკეთეს, გთავაზობთ შემდეგ რჩევებს:

ორშაბათს მთვარის ენერგია შეესაბამება, ამიტომ, გირჩევთ, ატაროთ ვერცხლის სამკაულები. ამ დღეს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია ასევე, უფერო, გამჭვირვალე ქვები; ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. უმჯობესია, ქალბატონებმა ატარონ საფირონის ქვის ბეჭედი.

სამშაბათს განაგებს პლანეტა მარსი. ამ დღეს კარგია ფოლადის სამკაულების ტარება. ასტროლოგიური ქვებიდან კი უპირატესობა ოპალსა და იასპს მიანიჭეთ.

ოთხშაბათის თილისმად მოიაზრება ხისგან დამზადებული სამკაულები და მარჯნის ასტროლოგიური ქვა. ამ დღეს განაგებს მერკური. გირჩევთ, ასევე, ატაროთ მუქი ფერის, მაგალითად, ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი – ეს წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

ხუთშაბათს მფარველობს პლანეტა იუპიტერი. ამ დღეს უნდა ატაროთ ტყვიისგან დამზადებული სამკაულები. უკეთესია, თუ ისინი თვალშისაცემად დიდი ზომისა და ფორმის იქნება. ძვირფასი ასტროლოგიური ქვებიდან კი ატარეთ ტოპაზი ან ამეთვისტო.

პარასკევს პლანეტა ვენერა მფარველობს და ამ დღის თილისმაა სპილენძის სამკაულები. ასტროლოგიური ქვებიდან კი წარმატებებს გპირდებათ: ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი ტონალობის მწვანე ან ღია ფერის ქვა.

შაბათს მფარველობს პლანეტა სატურნი. ამიტომ, ამ დღეს კარგია კალისგან დამზადებული სამკაულების ტარება. ეს ლითონი ამ დღის თილისმაა და ადამიანებს წარმატებების მიღწევასა და წინააღმდეგობების ადვილად გადალახვაში ეხმარება. ასტროლოგიური ქვებიდან კი, გირჩევთ, ატაროთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. შაბათს ეს ქვები დაგიცავთ ცუდი სიტუაციებისგან და ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

კვირა დღის მფარველი პლანეტა მზეა, ლითონებიდან კი ამ დღის თილისმა ოქროა. სხვათა შორის, ამ დღეს ოქროს სამკაულების ტარება ხაზს გაუსვამს ადამიანის ინდივიდუალურობასა და შარმს; ხელს შეუწყობს გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებას. ასტროლოგიური ქვებიდან კი კვირა დღეს თილისმად უნდა ატაროთ წითელი, ყვითელი ან ფორთოხლისფერი ქვებისგან დამზადებული სამკაულები, მაგალითად, ლალი ან ქარვა.

კვირის კონკრეტულ დღეს ადამიანმა თავი დაცულად, წარმატებულად და მშვიდად რომ იგრძნოს, აუცილებელია, ზემოთ თქმული გაითვალისწინოს, ანუ, სწორად შეარჩიოს ასტროლოგიური კუთხით მისთვის საჭირო ლითონი თუ ქვა და ამით ცხოვრებაში უსიამოვნებები და პრობლემები აიცილოს.

скачать dle 11.3