„3 ექსპრეს-დიეტა“
¹2 – ცილოვანი დიეტა
როგორც წინა ნომერში შეგპირდით, დღეს გთავაზობთ „3 ექსპრეს-დიეტის“ მეორე ვარიანტს, რომელსაც პირობითად „ცილოვანი დიეტა“ ვუწოდეთ, რადგან მასში შემავალი პროდუქტების უმრავლესობა ჭარბად შეიცავს ცილებს.
წინა დიეტისგან განსხვავებით, რომელიც 7 დღეს გრძელდებოდა, ცილოვანი დიეტის დაცვა 10 დღის განმავლობაში მოგიწევთ და 3-დან 5 კილოგრამამდე დაიკლებთ.
ცილოვანი დიეტის დროს თითოეულ ჯერზე უნდა მიირთვათ მცირე რაოდენობის საკვები და, რაც შეიძლება ხშირად.
პირველ, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე დღეს საუზმისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი: 100 გრამი ხაჭო და 1 კვერცხის ომლეტი ან 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი (ან მაწონი) და 1 ცალი მოხარშული კვერცხი. ამ ულუფის ნახევარი მიირთვით დილით, გაღვიძებისთანავე, ნახევარი კი – სამსახურში წასვლის წინ (თუ არ მუშაობთ – 1-2 საათის შემდეგ).
ლანჩი – ბოსტნეულის სალათა, 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი – 250 გრამი გამომცხვარი ან მოხარშული თევზი; 1 საათის შემდეგ კი – 100 გრამი მოხარშული ბრინჯი ან წიწიბურა (უცხიმოდ და ძალიან ცოტა მარილით) და 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (უშაქროდ, ცოტა წყალში გაზავებული).
სამხარი – მწვანე სალათა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 100 გრამი კრევეტები.
ვახშამი – 1 მოზრდილი ნაჭერი საქონლის ხორცის სტეიკი (მჭლე) და ბოსტნეულის სალათა (ბოსტნეული თქვენი სურვილისამებრ შეარჩიეთ).
მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე და მეათე დღეს:
საუზმე – 1 ჩაის ჭიქა კეფირში დამბალი 2 სადილის კოვზი „ჰერკულესი“; 1 ნაჭერი ტოსტი და 1 ნაჭერი უცხიმო ყველი.
ლანჩი – სენდვიჩი მოხარშული უცხიმო თევზითა და მწვანილით ან 400 გრამი უცხიმო კეფირი.
სადილი – უცხიმო საქონლის ხორცის სტეიკი (1 ნაჭერი) და კიტრისა და პომიდვრის ან გრილზე მომზადებული ბოსტნეულის სალათა.
სამხარი – 1 ჩაის ჭიქა უცხიმო იოგურტი და 2 ცალი კიტრის სალათა ნიახურით, ოხრახუშითა და კამით (უმარილოდ); შეგიძლიათ, კიტრი ჩაანაცვლოთ 100 გრამი უცხიმო და უმარილო ყველით.
ვახშამი – 150 გრამი გამომცხვარი უცხიმო თევზი ან ამდენივე მოხარშული ქათმის ან ინდაურის ფილე; 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ 150-200 გრამი ნებისმიერი ხილი.
წყალი, ტრადიციულად, დღეში 2 ლიტრამდე.