კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება?

პასუხი: მოუნათლავ ადამიანს შეუძლია ეკლესიაში სანთლის დანთება, მაგრამ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება ეკრძალება.

კითხვა: როგორ უნდა შეუხამოს ერთმანეთს მორწმუნე ადამიანმა ქრისტიანული სიმდაბლე და საკუთარი თავის შეფასება?

პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის შემჩნევასა და სხვათა მიღწევების დანახვის უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატებისათვის. ხოლო, როდესაც საკუთარ ნაკლს ხედავ, მაშინ ღირსებასაც კარგად დაინახავ და საკუთარი თავის შეფასება ძნელი არ არის.

კითხვა: ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ისინი გარდაცვლილები არიან და დაკრძალულები არიან ცალ-ცალკე. როდესაც მშობლებს ვიხსენიებ ლოცვებში შეიძლება თუ არა მათი ერთად მოხსენიება?

პასუხი: ისინი ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, მაინც თქვენი მშობლები არიან და ლოცვებში შეგიძლიათ მათი ერთად მოხსენიება.

კითხვა: შეიძლება თუ არა სასაფლაოზე მოჭრილი ხის სახლში წაღება და შეშად გამოყენება გათბობის მიზნით?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ ამ ხის შეშად გამოყენება.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ურწმუნო ადამიანი რჩევას გვეკითხება?

პასუხი: რჩევა მიეცით ქრისტიანული სიყვარულითა და გულისხმიერებით.

скачать dle 11.3