კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის საკუთრებად იქცა ზურა გორგაძე და არიდებს თუ არა თავს ის უხერხულ კითხვებს

ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილე ზურა გორგაძე გასულ კვირას სკანდალში გაეხვია, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გადაცემაში ის მურათ ილდირიმს, როგორც მისი გმირის გამხმოვანებელი, ისე წარუდგინეს, რის გამოც „მაესტრომ“ ზურა ინფორმაციის არასწორად გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ სერიალების გაშვების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ტელეკომპანია „მაესტროს“ გააჩნია და, შესაბამისად, მსახიობ მურათ ილდირიმის გმირს, სავაშ ბალდარს, დათო ბერაძე ახმოვანებდა, ამის შემდეგ კი ზურა გორგაძეს თავის მართლება მოუწია. რა მოხდა სინამდვილეში? ის პროექტში სალომე ჭაჭუასთან ერთად ცეკვავს და, ამბობს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკი მის ინტერესებში არ შედიოდა.

 

– რაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო, პირველი სეზონიდანვე ჩავერთე და ამ პროექტის ერთგული მაყურებელი გავხდი. შარშან ჩემი უხალოესი მეგობარი, გიორგი ვარდოსანიძე მონაწილეობდა, რომელსაც აქტიურად ვგულშემატკივრობდი, დავდიოდი ლაივებზე და ვეხმარებოდი, რითაც შემეძლო. ასე „მოვიწამლე” ამ პროექტით და, სულ მინდოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. ამ სეზონზე მეც შემომთავაზეს და სალომე ჭაჭუამაც გადაწყვიტა მონაწილეობა იმ ფიზიკური პრობლემის შემდეგ. პროქტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და წყვილში დაგვაყენეს. გარდა იმისა, რომ სალომე პროფესიონალი მოცეკვავეა, ის ჩემი ოჯახის წევრიცაა – გიორგის მეჯვარე ვარ.

– პრაქტიკულად, სალომეა თქვენი ცეკვების ქორეოგრაფი, რომელთანაც ერთდროულად მუშაობა გიწევს როგორც მეგობართან, პარტნიორ მოცეკვავესთან  და ქორეოგრაფთან. ეს რთული არ არის?

– როგორც იცით, პროექტი დატოვეს უკრაინელმა ქორეოგრაფებმა და ამის გამო სალომემ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ყველა გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოჯახის წევრები ვართ და ვმეგობრობთ, როცა საქმე პროფესიულ ურთიერთობას ეხება, ის ჩვეულებრივ სიმკაცრეს ავლენს და ისე „მეჩხუბება“, როგორც სხვა მოსწავლეებს. ის საკუთარ თავთანაც ძალიან მომთხოვნია, ჩემთან ხომ – მით უმეტეს. 

– ბოლო ტურში ჟიურიმ „საჩკაობაში“ დაგდო ბრალი...

– ჟიურიში ისეთი პროფესიონალი ადამიანები სხედან, განსაკუთრებით – გოჩა ჩერტკოევი, რომ, ძნელია, არ დაეთანხმო, მაგრამ ბოლო ტურს რაც შეეხება... როცა სახლში გადავახვიე და ვუყურე ჩვენს გამოსვლას, მაინცდამაინც მიწასთან გასასწორებელიც არ ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას; არ იყო კარგი, მაგრამ, არც ძალიან ცუდი ყოფილა.

– ასეთი მკაცრი შეფასება სწორედ სალომეს ფაქტორმა ხომ არ განაპირობა?

– მე ასე არ მგონია. როგორი კომპოზიციაც არ უნდა დადგას, ის ყველაფერს მაღალ დონეზე შეასრულებს, თუმცა, შესაძლოა, სალომეს პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მე განსაკუთრებით გაფართოებული თვალებით მიყურებენ. ალბათ, შეიძლებოდა ჩემი მხრიდან უკეთ შესრულება იმისა, რაც მევალებოდა, თუმცა, ყველაფერი გამოსწორებადია, რისთვისაც ძალ-ღონეს არ ვიშურებ.

– მეჩვენება, რომ შაბლონურ კითხვებს ვსვამ, სინამდვილეში კი, მინდა, შენს სკანდალზე გკითხო, თუ ეს თემა არ გაგაღიზიანებს.

– მე არასდროს ვარიდებ თავს გარკვეულ უხერხულ კითხვებს, მით უმეტეს, რომ კითხვები საფუძვლიანია. სინამდვილეში, მოხდა ის, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩემთან მიმართებაში არაკორექტულად მოიქცა. აბსოლუტურად არ მაინტერესებს ტელევიზიებს შორის ჭიდილი, რადგან, მე ვარ განყენებული პირი, ადამიანი, რომელიც ვმონაწილეობ კონკურსში, ვარ ამ შოუს საკუთრება, მაგრამ, მხოლოდ ამ კონკრეტული კონკურსის ფარგლებში და, ამიტომ, ჩემზე არ უნდა ხდებოდეს ხელის შეხოცვა. ამ შემთხვევაში, პირადად ჩემი თავიდან გამოვალ და გეტყვით: სხვა საქმიანობებთან ერთად, გახმოვანების მსახიობიც ვარ და, შესაბამისად, სერიალის ეპიზოდური როლიც რომ გაახმოვანო, თამამად შეგიძლია თქვა, რომ შენ ამა თუ იმ გმირს ახმოვანებ. აქედან გამომდინარე, როცა მურათმა მკითხა, გამიხმოვანებია თუ არა მისი გმირი, რა თქმა უნდა, ვუთხარი, დიახ, რადგან, დიდი ხნის წინ „რეალ TV-ზე“ გავახმოვანე სერიალი მურათ ილდირიმის მონაწილეობით, რომელიც, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ეთერში არ გასულა. ალ პაჩინო და დენიროც მყავს გახმოვანებული და, ღმერთმა ქნას, ოდესმე მათაც შევხვდე, მაგრამ, მე არ მითქვამს, რომელ ტელევიზიაში გავახმოვანე ეს კონკრეტული გმირი. მეორე დღეს „მაესტრომ“ გააკეთა გადაცემა, სადაც, პრაქტიკულად, მატყუარა გამომიყვანეს, თანაც, მიმაჩნია, რომ, კარგი იქნებოდა, ამ გადაცემაში მეც დავეპატიჟე და ჩემი აზრიც მოესმინათ...

– თუმცა, შენი სატელეფონო ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით იყო.

– კი ბატონო, სატელეფონო კომენტარი იყო, მაგრამ, რადგან ამხელა გადაცემას უთმობ ამ საკითხს, კარგი იქნებოდა, მეც მივეწვიე და უჩემოდ არ ყოფილიყო თემის განხილვა. ისინი „რეალ TV-ს“ წარმომადგენლის, ბესო კვარაცხელიას შემთხვევაშიც არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ, როცა მას სთხოვეს, გაეხსენებინა 5 წლის წინანდელი ამბავი – რომელი სერიალი და ვისი მონაწილეობით გადიოდა მათ ეთერში.

– დეტალებში აღარ ჩაგეძიები და, თუ გინდა, აღარ განვავრცობ თემას, მაგრამ, ბესო კვარაცხელიამ თქვა, რომ ერთადერთი თურქული სერიალი, რომელიც მათ ეთერში გავიდა, იყო „ნარჩიტა“, ძველი გადაღებული, როცა ილდირიმი დაბადებულიც კი არ იყო.

– წეღანაც ვთქვი, რომ არანაირ კითხვას თავს არ ვარიდებ. რაც შეეხება ბატონ ბესოსა და მის კომენტარს, იქ კითხვა დასმული იყო შემდეგნაირად: გადიოდა თუ არა რომელიმე თურქული სერიალი მურათ ილდირიმის მონაწილეობით? შესაბამისად, ბესომ სწორად უპასუხა, რაც იმ წუთას გაახსენდა – რომ გადიოდა ერთადერთი თურქული სერიალი – „ნარჩიტა.“ საღამოს ბესომ ბოდიშის მოხდით დამირეკა და მითხრა: პროდაქშენში გადავამოწმე და, აღმოჩნდა, რომ სხვა სერიალსაც ახმოვანებდი, რომელიც ეთერში აღარ გავიდაო, რის შემდეგაც დავრეკე „მაესტროში“ და მივაწოდე აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, მათ ბესოს შესწორებული კომენტარი აღარ გაუშვეს.

– მე არ მინდა ეს თემა ასე გავშალო და ვარკვიო, რომელმა ტელეკომპანიამ რა გააკეთა.

– ამასთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ ჩემს გვერდზე სტატუსიც გამოვაქვეყნე და ვთხოვე მეგობრებს, რომ გაეზიარებინათ და ხალხს ჩემი აზრი გაეგო. 

P. S. ფაქტია, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეხუთე სეზონი ყველანაირად განსხვავებული და საინტერესოა, რასაც ამ პროექტის ექსკლუზიური ფოტოგრაფის, გიორგი ცაავას მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს – სწორედ გიორგი გვაწვდის ვარსკვლავების ფოტოებს, რისთვისაც რედაქცია მადლობას უხდის.

 

скачать dle 11.3