კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასხამს თუ არა წყალს რუსეთის წისქვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ 15 ნოემბრის აქცია და რატომ ნიშნავს ოკუპაციის თემის დისკრედიტაციას

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაანონსებული აქციის ოფიციალური მოტივი აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტებაა, თუმცა ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყოფილი მმართველები, როგორც პოლიტიკური ძალა, რუსთაველის გამზირზე ეულად შეიკრიბებიან (თუმცა ყველას ეპატიჟებიან, მათ შორის, ხელისუფლებიდან წასულ „თავისუფალ დემოკრატებსაც“). თუ აქციის მომწყობთა პათოსით ვიმსჯელებთ, არც არეულობის გამოწვევის მცდელობაა გამორიცხული. მეორე მხრივ, სავსებით ცხადია, რომ მთავარი გარე ძალა, ვისაც ხელს აძლევს არეულობა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია; იმას გარდა, რომ ზემოხსენებული აქცია აფხაზეთის თემის დისკრედიტაციასაც წააგავს. აქციის მიზნებსა და მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან ერთად ვისაუბრებთ.

 

– პოლიტიკოსის, პოლიტიკური ძალის მთავარი ფუნქციაა, მოახდინოს პრევენცია და მოსალოდნელი საფრთხით მინიმალური ზიანი მიაყენოს ქვეყანას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ რუსეთია ყველაზე მეტად დაინტერესებული საქართველოში დაძაბულობის კერის შექმნით, შეიძლება, ვთქვათ, რომ სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს 15 ნოემბრის აქცია?

– უპირველესად, ცხადია, სავსებით ლეგიტიმურია ლოგიკა, რომ ნებისმიერი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვას ნებისმიერმა ჩვენგანმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, არსამთავრობო სექტორმა, შესაძლოა, უნებურად ან მიზანმიმართულად ხელს უწყობდეს საქართველოს მტრების ინტერესებს. ამიტომ, ბუნებრივია, გონიერი ადამიანები ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად აქცენტს აკეთებენ ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ვხედავთ, რომ ნაკლებობაა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების და ჩვენთან პარტიული იმიჯმეიკინგი და პოლიტიკური სუბიექტების პირადი ინტერესები უფროა წინა პლანზეა. ამდენად, ნებსით თუ უნებლიეთ, ნებისმიერი ასეთი ქცევით ისინი ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესების განხორციელებას. ასე რომ, თუ დაუფიქრებლად გაიმართება აქცია თუ კონტრაქცია, ორივე აქციის ორგანიზატორები დესტაბილიზაციას შეუწყობენ ხელს და ამით, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებს. ნებისმიერი უხერხულობა, რაც კი შეიძლება, შეიქმნას იმ დღეს ან იმ დღესთან მიმართებაში, არ მოემსახურება სახელმწიფო ინტერესებს.

საერთოდ, ნებისმიერი იმიჯმეიკერი ცალსახად გეტყვით, რომ, როდესაც ტარდება ესა თუ ის აქცია, ვარკვევთ შესაფერის დღეს, გარემოს და ასე შემდეგ. ჩემთვის გაუგებარია აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციის სამიზნე ჯგუფი. მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ქართველები საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის წინააღმდეგები არიან?! ეს გაუგებარია, რადგან არავის სჭირდება იმის ჩვენება, რომ სახელმწიფო წინააღმდეგია თავისი ტერიტორიების დაკარგვის.

– რაღაცნაირად ამ აქციამ ის აქცია გამახსენა, უშუალოდ ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში, ერთ ხაზზე რომ განვლაგდით ხელიხელჩაკიდებულები რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად.

– განსხვავება ის არის, რომ ის იყო უცბად, კარსმომდგარი საფრთხის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია. თუმცა ისიც დასაფიქრებელია, რას მივაღწიეთ იმ აქციით.

– იმის თქმა მინდა, რომ იმდენი ხალხის ქუჩაში, თან უსაფრთხო ადგილას გამოყვანას, თავის დროზე ერთი-ორი დივერსიული ჯგუფის მომზადება სჯობდა, რომლებიც როკის გვირაბიდან გამომავალ გზას დანაღმავდნენ.

– ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შიდა აქციები უნდა იყოს გააზრებული და მისი ადგილი შერჩეული. ეს არის რაღაც ამორფული იდეა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, რაშიც განსაკუთრებული არაფერია, იმიტომ რომ მოქალაქეს უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა, მაგრამ, თუკი მაინცდამაინც აქცია იქნებოდა, ხომ გავაპროტესტეთ სოფლების მცოცავი ოკუპაცია…

– მაგრამ ის აქცია გაიმართა იქ, სადაც ეს მცოცავი ოკუპაცია ხორციელდება.

– დიახ, სწორედ ამას ვამბობ, საზაგადოებამ ეს გააპროტესტა ფსევდოსაზღვართან. ასევე, შეიძლებოდა, 15 ნოემბრის აქცია გამართულიყო ფსევდოსაზღვართან და სწორედ ამაში ჩანს, რომ ეს არის არა მაღალი იდეისა და სამშობლოს ინტერესის გამოხატულება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იმიჯმეიკინგით განხორციელებული აქცია. ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ინტერესით შემდგარი აქცია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, აქციის საზომი არის საყოველთაო და ამიტომ ცდილობენ, იქნებ ის ადამიანებიც მოიყვანონ, რომელთათვისაც არა პარტია, არამედ იდეაა მთავარი; იქნებ ის ადამიანები „ააგდონ“, რომლებსაც ეტყვიან, თუ აქ არ გამოხვალ, შენ ხარ მტერი. ამით შეიძლება, აიძულონ საზოგადოების ნაწილი, რომ ამ აქციაზე გავიდნენ, ოღონდ, საერთო ჯამში, ამას წარმოადგენენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და ასეთ ფსევდოსაიმიჯო მახასიათებელს შესძენენ.

– მგონია, რომ ამ აქციის სამიზნე ჯგუფი არა იმდენად ქვეყნის შიგნითაა, მხარდამჭერების სახით, არამედ ქვეყნის გარეთ, რომ აი, გვყავს მხარდამჭერები.

– აუცილებლად გარეთაა მიმართული, თუმცა შიგნითაც. საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას პოლიტიკური ერთგულება ნაკლებად ახასიათებს. როგორც წესი, საზოგადოება იმ პარტიის მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას, რომელიც მყარია, რათა იქნებ იმ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში მაინც მოახერხონ თავიანთი თავის რეალიზაცია და სოციალურად დაუცველ ქვეყანაში ეს სავსებით გასაგებია რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ამიტომ, ერთი მხრივ, შეიძლება, მათი მიზანია, შეიქმნან იმიჯი, რომ წარმოადგენენ ძლიერ, განვითარებად პარტიას, რომელიც შეიძლება, მოვიდეს ხელისუფლებაში და ამის გამო იქნებ საზოგადოების ერთგულება და სიმპათია ისევ მათ მხარეს გადავიდეს. მეორე მხრივ, ამ აქციის ძირითადი მიზანია, აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ –   საზოგადოებრივი მხარე. ნებისმიერი აქცია, რაც დღემდე ჩატარებულა საქართველოში, იყო ვიწრო პარტიული ინტერესების და პარტიული აქტივისტების მონაწილეობით, ახლა იქნება მცდელობა, ეს გასაღდეს არა, როგორც ვიწრო პარტიული, არამედ საზოგადოებრივი მხარდაჭერა პარტიის მიმართ. ამიტომაც სულ ვამბობ: ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნია საჭიროდ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ აქციაზე წასვლა, ნებსით თუ უნებლიეთ, ნიშნავს პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას და ეს იქნება უშუალოდ „ნაციონალების“ იმიჯმეიკინგში თანამონაწილეობა. თუკი რიგით ადამიანს აქვს ამის სურვილი, მისი უფლებაა, მაგრამ ეს უნდა გაცნობიერდეს.

– მეორე მხრივ, არწასვლაც და თითქოს აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ მიმართული აქციის პროტესტიც ერთგვარი დისკრედიტაციაცაა ოკუპაციის თემის.

– ეს კიდევ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ, თავისთავად, დისკრედიტაციაა ამ მარტივ პოლიტიკურ აქციაში გადაზარდო შენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და იმ ადამიანების ტრაგედიაში, რაც ამ ოკუპაციას მოჰყვა და ეს გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს უშუალოდ ამ აქციის მიზეზის დისრკედიტაციას და არა –  მის ხელშეწყობას. როგორც ჩანს, ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუნდაც, ჩვენი ტკივილით სპეკულაციაზე. თუმცა მათი მოქმედება თითქმის ყოველთვის ასეთი იყო.

მეორე მხრივ, თუკი ისინი მოახერხებენ, ამგვარად დასვან საკითხი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მაშინ მათ ექნებათ საშუალება, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც განხორციელდება ამ აქციასთან მიმართებაში, გააიგივონ, ფართო გაგებით, პოლიტიკურ დევნაში. რადგან, მიუხედავად ევროსაბჭოს რეზოლუციაში გამოყენებული გარკვეული ტერმინებისა, საერთაშორისო საზოგადოება იქვე აღიარებს, რომ ისინი უბრალოდ ითხოვენ გამჭვირვალე პროცესს და მაინც ერიდებიან მკაცრ შეფასებებს, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების რეზოლუციებსა და შეფასებებს. საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ის, ვინც სასჯელს იხდის ან დაკავებულია, იმსახურებს ამას პროფესიული მოღვაწეობისას დაშვებული გადაცდომების გამო. ასეთ პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, აჩვენოს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მართლები, საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილადო და ეცდებიან, აჩვენონ მაქსიმუმი საკუთარი პარტიის მხარდამჭერად და, ამ მხრივ, კიდევ უფრო შუწყონ ხელი ამჟამინდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

– არის კიდევ ერთი პრობლემა: იგეგმება კონტრაქციაც, ადამიანების გარკვეული ჯგუფი გეგმავს, გააპროტესტოს 15 ნოემბრის აქცია და მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები.

– ასეთი კონტრაქცია აუცილებლად იქნება აღქმული, როგორც სახელისუფლო ან ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი აქცია, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ამ აქციისთვის კიდევ უფრო საყოველთაობის ელფერის მიცემას. შესაძლოა, ადამიანებს ჰქონდეთ კონტრაქციის სურვილი, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ მათი მიზანია, დაანახვონ იმავე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ნაციონალების“ აქციაზე ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის და ძირითადი ნაწილი წინააღმდეგია, კონტრაქცია უნდა გაიმართოს განყენებულ ადგილას, რომ ამ ორ აქციას არ ჰქონდეს შეხება. ეს ცოტა პრიმიტიული ფორმაა, მაგრამ ეს ერთადერთი ფორმაა, აჩვენონ, რომ უფრო მეტნი  ვართ, რომლებიც სხვანაირად ვაფასებთ წინა ხელისუფლების ქმედებას და ამჟამინდელი ოპოზიციის ახლანდელ სტატუსს. მაგრამ, როგორც კი, ეს აქციები გადაიკვეთება, რაკი ჩვენ იმპულსური ხალხი ვართ, სულ მუშტზე ვიყურებით, გვაქვს მოჭარბებული აგრესია, ბუნებრივია, პროცესები განწირულია მინიმალური დესტრუქციისთვის მაინც. დესტრუქცია გარდაუვალი იქნება და მე არ ვიცი, სამართლადამცველები რამდენად მოახერხებენ პროცესების მართვას. დღემდე არსებული გამოცდილებით, რამდენი დიდი აქციაც იყო, სამართალდამცველებმა ბოლომდე იდეალურად ვერ მართეს პროცესები.

– თან, გამოცდილება აქვთ მხოლოდ აქციის დარბევის, მათ არ იციან, აქციის მონაწილეთა დაცვა.

– დიახ, გამოცდილება აქვთ მხოლოდ მძიმე ფორმით დაშლის, შემდგომ დაპატიმრების. ანუ საპოლიციო გამოცდილება აქვთ, სხვა გამოცდილება არ არსებობს ჩვენთან და ეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაართულებს აქციების უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებს.

–  როგორც სპეციალისტი, რას ურჩევდით ხელისუფლებას, პრევენციის მიზნით. როგორი კონტრტაქტიკა იქნება კოალიციისთვის ყველაზე მომგებიანი?

– ყველაზე იდეალური კონტრტაქტიკა იქნება, თუ ხელისუფლება აქციას თანამშრომლურად მიუდგება, რათა მან აჩვენოს თავისი დემოკრატიულობა და, რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებაც აუცილებელია საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებამ ეს არ აღიქვას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობად. ამ წუთის გადასახედიდან ნახევრად იუმორით ვიტყოდი, მე რომ პრემიერი ვყოფილიყავი, შეიძლება, მივსულიყავი იმ აქციაზე. მაგალითად, შევარდნაძე რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ან პრემიერი, ვფიქრობ, მივიდოდა. ჩვენ გვახსოვს, რომ მისულა კიდეც მსგავს აქციებზე. მე არ ვიცი, ჩვენი დღევანდელი პრემიერი რამდენად არის მზად მსგავსი ქმედებისთვის. მე რომ მკითხოთ, საჭიროა „თანაშმრომლობა“ ამ აქციის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ყველა ვხედავთ, რა ფარსიც თამაშდება. ეს გაანეიტრალებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს, რომ აჩვენოს საკუთარი პროდასავლურობა.

– ჩვენ აქამდე ვხედავდით, როგორ ჩაგრავდა ერთი პოლიტიკური გუნდი მეორეს, სხვა მხრივ, არანაირი პოლიტდაპირისპირების ტექნოლოგიები არ გვინახავს. შეიძლება, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩააჩოჩონ „ნაციონალები“, როგორც ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია?

– სავსებით შესაძლებელია, ცდილობდნენ, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის სახით და ამაში არაფერი ნეგატიური არ არის. ბოლო ორი არჩევნები საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა, ამომრჩევლის ორი მესამედი არ მივიდა არჩევნებზე და, ბუნებრივია, ზოგიერთი ცდილობს, ისარგებლოს ამ მომენტით. თუ დამოუკიდებლად ითამაშებენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არც იმის გამოცდილება გვაქვს, როდესაც ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაშია და უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ამიტამაცაა დაბნეული ოპოზიცია: თუ ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან, არადა ოპოზიციის საქმე ხელისუფლების კრიტიკაა, ყოფილი ხელისუფლების მხარეს გამოდიან და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამენ წყალს. თუ ბატონ ირაკლის ეს კარაგად აქვს გააზრებული და ცდილობს, სამომავლოდ ჩაენაცვლოს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ასე მარტივიც არ მგონია.

 

скачать dle 11.3