კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანიჭებენ თუ არა ქართველი კაცები უპირატესობას საშუალო გარეგნობისა და გონებრივი მონაცემების ცოლებს და როგორ აღწევენ თავიანთ მიზნებს კაცი – ძალით, ქალი – კაცის თავის ჭკუაზე ტარების უნარით

ალბათ, იმიტომ რომ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, ვერც ტრადიციების თანამედროვეობისთვის მორგება მოვახერხეთ და ვერც სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოვყალიბდით, რომ კანონის უზენაესობას მაინც დავემორჩილოთ. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ჩვენს ყოფაში კომიკური მომენტების ნაკლებობას არ ვუჩივით: პლასტიკურ ქირურგთან საქალწულე აპკის აღდგენით დაწყებული და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქალიშვილობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით დამთავრებული. თავის დროზე, დიდი ალბათობით, ქალიშვილობის ინსტიტუტს  არა მხოლოდ მორალური, ეკონომიკური დატვირთვაც ჰქონდა (თუ, რა თქმა უნდა, მამას გაუმართლებდა და პირველი ვაჟი ეყოლებოდა). თუმცა ეს ინსტიტუტი ჩვენთან 21-ე საუკუნეში შემორჩა (მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ანალიზი, ფაქტობრივად, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, თუ მავანს ეჭვი რამეში შეეპარება). ჩემი მოკრძალებული აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა, ჩვენი თანამემამულე მამაკაცებისთვის დამახასიათებელი კონკურენციის შიში იყოს. მართლაც ეშინიათ თუ არა ქართველ მამაკაცებს კონკურენციის? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.  

 

– შეიძლება, კონკურენციის შიშით ავხსნათ ქალიშვილობის ინსტიტუტის შემორჩენა?

– საკითხთა ნაზავია, ალბათ, ეს თემა. რაც უნდა იძახონ ქართველებმა თუ არაქართველებმა, რომ კონკურენცია, ზოგადად, კარგია, არავინ იტყვის, რომ ის საყვარელია. თუმცა ფაქტია, რომ ბიჭობის პერიოდში მამაკაცებს აქვთ ჩხუბისკენ მიდრეკილება და ესაა სწორედ კონკურენციის გამოვლენა.

– ჩხუბისკენ მიდრეკილება ლიდერობისთვის.

– თუ ლიდერი არ გახდი, ისე არავინ მოგართმევს ლიდერობას. როდესაც ლიდერობა უნდათ ქართველ მამაკაცებს, ამ ფონზე შეიძლება, ვთქვათ, რომ კონკურენციის ეშინიათ?!

– ამ ფონზე, ანუ ჩხუბში არ ეშინიათ, მაგრამ იმ ფონზე, ქალთან ურთიერთობისას?

– მაგდაგვარი მოვლენა ქალთან ურთიერთობის ფონზე ჯერ კიდევ შექსპირმა აღწერა: ეჭვიანობა.

– ეჭვიანობა სრულიად განსხვავებული მოვლენა არ არის? მრჩება შთაბეჭდილება, რომ იდეალური ცოლია საშუალო შესახედაობის, არაგამოკვეთილი პიროვნული თვისებებით და გამოუცდელი მამაკაცებთან ურთიერთობაში. ამ დროს თითქოს უფრო მშვიდად ხარ, რადგან ალბათობა იმისა, რომ კონკურენცია, ანუ ჩხუბი მოგიწიოს ამ ქალის შესანარჩუნებლად, მცირეა.

– მე მაინც მეჩვენება, რომ არ არის მთლად ასე საქმე. იმიტომ რომ, მეორე მხრივ, ახალგაზრდებში ვხედავთ, რომ ერთი მეორეზე უკეთესი გარეგნობის გოგონები მოჰყავთ ცოლად ვაჟებს.

– მაგრამ, როგორც წესი, უფრთხიან ჭკვიან ქალებს.

– გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნებისმიერ კულტურაში გონიერება ქალთან არ ასოცირდება და არ იგულისხმება, რომ, თუ გონიერია, ის ქალის ფუნქციას შეასრულებს.

– გონიერება უფრო გამორიცხავს ქალურობას, ვიდრე გულისხმობს?

– ყოველი შემთხვევისთვის, ქალი თავისი არაჭკვიანობითაც მომხიბვლელია. სილამაზე არ ითხოვს არისტოტელეობას, მით უმეტეს, რომ ქალის ჭკუა სხვა რამეშია, ვიდრე არისტოტელეობაში.

– როგორც კონსტანტინე ამბობდა, ქალმა იმდენი უნდა იცოდეს, სახლი არ დაწვასო?

– არა, ქალი ძალიან ჭკვიანი არსება იყო ოდითგან. ყველაფერს დაარქმევ კლეოპატრას, გარდა უჭკუოსი. და ამ ჭკვიან ქალს კეისრის ჭკუა კი არ ჰქონდა, არამედ კლეოპატრასი, თუ როგორ ატაროს თავის ნებაზე კაცი. აი, ეს ხელოვნება კაცმა არ იცის. კაცს ძალა აქვს და მეტი არაფერი სჭირდება. მაგრამ იმის თქმა, რომ კაცს რამის შიშით არ მოჰყავს ლამაზი ქალი ცოლად, მაინც არ შეიძლება. მაშინ მოიყვანდა ცალფეხას, ცალთვალას…

– მაგრამ, როგორც პიპინია ამბობს „არაჩვეულებრივ გამოფენაში“, არ არის სასიამოვნო, სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდებაო.

– ესე იგი, ისეთი ქალი მოჰყავს, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებს.

– ქალიშვილობის ინსტიტუტის შემორჩენას რას უკავშირებთ, თუ არა იმას, რომ ამ შემთხვევაში კაცი ხდება ერთადერთიც და განუმეორებელიც, როდესაც სხვა პირობებში უნდა გახდეს ერთადერთი და განუმეორებელი. 

– ეს ეტაპი აქვთ ქართველ კაცებს, ოღონდ ქორწინებამდე. ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოტა სხვა რამაა და ყველა კულტურაში განსხვავდება ცოლ-ქმრის ურთიერთობა მანამდე არსებული ურთიერთობისგან. ცოლქმრობაში საკუთრებითი მომენტი შემოდის თუ ქმარმა საყვარელი გაიჩინა, ცოლსაც უჩნდება აგრესია თავისი ქმრის საყვარლის მიმართ. მაგალითად, ოჯახში შესულ რძალს დედამთილი უფრო მკაცრად ხვდება თუ ოჯახში შესულ სიძეს –  სიმამრი?

– ალბათ, დედამთილი.

– ეს რად შევაფასოთ, კონკურენციად?!

– დედამთილის ოიდიპოსის კომპლექსიდან გამომდინარე არაჯანსაღ ქმედებად.

– მაგრამ ესეც ხომ კონკურენციაა?! რძალი არის კონკურენტი შვილთან ურთიერთობაში. როდესაც მე და ჩემი ცოლი ვსხდებით ტახტზე, ჩემი ძაღლი ჯდება შუაში, იმიტომ რომ ეჭვიანობს. და თუ ძაღლს აქვს, ადამიანს რატომ არ შეიძლება, ჰქონდეს ემოციების თაიგული?! კაცის ფიზიოლოგიაც სხვანაირადაა მოწყობილი, თუმცა ქალი რომ ყოფილიყო კაცის როლში, არც ქალები იქნებოდნენ უარზე. ასეთი დამოკიდებულება ორივე მხარისთვის ბუნებრივია, უბრალოდ გადაწყდა ქალიშვილობის ინსტიტუტის ჭრილში.

– გამოდის, როდესაც ლაპარაკია ოჯახის შექმნაზე, სხვა ფაქტორებია გადამწყვეტი და არა შენი სექსუალობის შესაბამისი პარტნიორის პოვნა?

– გაჭირდება ზოგადი რეცეპტის გამოძებნა, იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა ვინმე სჭირდება ცოლის მოყვანისას: ზოგს –  მეგზური… 

– ზოგს  – დედა, ზოგს –  მოსამსახურე?

– ეს უკვე ადამიანის ბიოგრაფიაზე, მის მიკროკულტურაზეა დამოკიდებული. უამრავი ფაქტორი ასრულებს აქ როლს და ზოგადი რეცეპტი არ არსებობს.

– დასავლეთმა დაძლია ქალიშვილობის კომპლექსი, ჩვენთან რატომ ვერ იძლევა, მით უფრო, რომ გაუკუღმართდა, იმიტომ რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ, არასრულფასოვნების ბრალია თუ, პირიქით, ზედმეტი სრულფასოვნების?

– დასავლეთმა დაძლია, თუმცა იქაც პრობლემებია. სოციალურად იქ და ჩვენთან ქალი ცოტა სხვადასხვა რამაა, თორემ დასავლეთში არ არტყამდნენ რკინის ქამარს ქმრები თავიანთ ცოლებს?! საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი ოდიოზური ფორმები არ ყოფილა. ამაზე ამდენი ლითონი არ დაუხარჯავთ. მიუხედავად ქალიშვილობის ინსტიტუტისა, ჩვენთან საკმაოდ თავისუფალი ყოფაქცევის იყვნენ ქალები, განსაკუთრებით, მთაში.

– მეც ის მაინტერესებს, რატომ შემორჩა ეს სტერეოტიპი?  მრჩება შთაბეჭდილება, რომ წყვილი კი აგვარებს თავის ურთიერთობას ყოველგვარი ინსტიტუტების გარეშე, მაგრამ სხვებმა არ უნდა გაიგონ.

– იმიტომ რომ ხარ კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენელი. საერთოდ, ადამიანი კოლექტიური ცხოველია, ზოგ კულტურაში ბევრად კოლექტიური, ზოგში –  ნაკლებად. ჩვენ, როგორც სამხრეთულ კულტურას, პირდაპირ გვქვია კოლექტივისტური. ეს არც ცუდია და არც – კარგი, უბრალოდ ფაქტია და მხოლოდ მზის სხივების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. როდესაც გაქვს პატრიარქალური ცხოვრების წესი, შემომტანი მხოლოდ კაცია, ქალი დამოუკიდებლად ვერ არსებობს…

– მაგრამ ეს ხომ იცვლება?

– იცვლება და ახლა ოჯახში ქალი უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი ფიგურა ხდება, ვიდრე მამაკაცი. როდესაც ეს შეიცვლება, შეიცვლება სხვა რამეებიც.

– ცნობილია, რომ ჩვენთან სოციუმში ადგილის დაკავება, ფაქტობრივად, შეუძლებელია საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით. გადამწყვეტი ფაქტორია „პატრონი“. თუმცა, თავის მხრივ, „პატრონიანობა“ ნიშნავს, რომ შენ თავად არაფერს წარმოადგენ, უბრალო მარიონეტი ხარ. ეს მომენტიც კონკურენციის შიშს ხომ არ უკავშირდება? მე არ ვარ კონკურენტუნარიანი, ამიტომ გარშემო უნდა შემოვიკრიბო „პატრონიანები“, რომელთა ფონზე სულ წარმატებული ვიქნები?

– გულახდილად რომ გითხრათ, მგონია, შიშის თქმა უფრო გსიამოვნებთ.

– კი, ბატონო, კონკურენციის საფრთხე დავარქვათ. უბრალოდ სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე აზრის ნათლად გამოსახატავად.

– თურქეთის სულთანი სულეიმანი საკმაოდ სისხლიანი მმართველი იყო და საკუთარი შვილი მოკლა, თუმცა ფილმში ეს ტრაგიკული ამბავი შელამაზებულია. ის არავის ინდობდა და შვილიც არ დაინდო. როდესაც შეატყო, რომ ის შეიძლებოდა, მისი კონკურენტი გამხდარიყო. ანუ ფეოდალური პერიოდის იმპერიაც არ იყო დიდად  აღფრთოვანებული კონკურენციით. იქაც ეშინოდათ, თან, იმდენად, რომ ხოცავდნენ.

– იქ და მაშინ სულეიმანი უნიათო არ ყოფილა, აქ უნიათო გჯობნის, თუ „პატრონი“ ჰყავს, ამას ვგულისხმობ.

– ერთი მაგალითი ასეთი პატრონის კარიერით გაკეთების, არის პოლიტიკის სფერო. სტალინი არაფერი იქნებოდა, ლენინს რომ არ ამოსდებოდა ფრთის ქვეშ. ლენინის კაცი იყო სტალინი. პოლიტიკაში, საერთოდ, ყველა ვიღაცის კაცია. მაგალითად, სააკაშვილი შევარდნაძის კაცი იყო. მერე იწყებენ ხოლმე ისინი დამოუკიდებლობას, როდესაც რაღაც რესურსს დააგროვებენ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ შენთან რეალურ პროდუქტს არ აქვს ისეთი ფასი, როგორც უცხოეთში, იმიტომ რომ იქ აწყობილი სახელმწიფოა. შენ ჯერ იმ დონემდე არ მიგიღწევია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს კაცი გიქმნის თუ არა რეალურ პროდუქტს და ამიტომ ფიქრობ, მაშინ ჩემიანი მაინც იყოს; ჩემი ერთგული მაინც იქნებაო. ანუ თავის ერთგულებს უვლიან. გაუგებარია ეს? არა, იმიტომ რომ ადამიანურია.

 – თუმცა შემდეგ სწორედ ის ერთგულები უგანებენ ხოლმე.

– რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს.

– რატომ?

– ჯერ ერთი, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც დონემდე ასასვლელად მოსწონს, ქვემოთ რომ კიბეები აქვს, გარკვეულ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ კი აღარ უნდა, ვინმეს ეყრდნობოდეს. საკუთარი ბიოგრაფია ავიღოთ: სანამ პატარები ვართ, მშობლებისთვის ხელის ჩაკიდება გვსიამოვნებს და ნევროზი ემართება ბავშვს, თუ თავის დროზე მშობლისგან ეს სითბო საკმაო რაოდენობით არ აქვს მიღებული, მაგრამ, 15-16 წლის რომ ვხვდებით, ერთი სული გვაქვს, დამოუკიდებელი ვიყოთ, იმტომ რომ უკვე ვგრძნობთ ამ დამოუკიდებლობის უნარს. ყველა სხვა სფეროშიც იგივე ხდება. დამოუკიდებლობა  მერე უნდებათ, თორემ, სანამ უსუსურად მიაჩნია თავი, ყველას, დედ-მამას, ბებია-ბაბუას, დეიდას, ბიძას, გამოიყენებს ხელჩასაჭიდად, ოღონდ დაიკავონ ზედაპირზე. ეს არ არის გასაკვირი. ამიტომ არ მინდა, ქართველებს მივაწეროთ ის, რაც ქართველების გამოგონება ნამდვილად არ არის.

 

скачать dle 11.3