კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რომ კომუნისტის სახელი ერქვას, ყველა როდია ღირსი“

„ძირს მგლური კაპიტალიზმი“

 

რაკი ამ ჩვენს ქვეყანაში ცოლ-ქმარსაც კი უჭირს ცივილიზებულად გაყრა, სავარაუდო იყო, რომ ვერც კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოცალკევება ჩაივლიდა სკანდალის გარეშე. ვერც ჩაიარა, რადგან, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს ჩვენი მაღალ-მაღალ სკამებზე მსხდომი პოლიტიკოსი მამაკაცები ურთიერთდაპირისპირებისას, ვაი რომ, ორღობის დედაკაცებს ემსგავსებიან ხოლმე (ბოდიშის მოხდით მათთან, ვისაც ეს არ გეხებათ – ).

ხოლო, რაკი ემსგავსებიან ხოლმე, უხვად მოვისმინეთ, იქით – პრემიერ-მინისტრისგან, ერთი ავანტიურისტი და მოღალატეო, აქეთ – ყოფილი მინისტრისგან, ასეთისგან მესმისო, შუაში დანარჩენებისგან – პირში წყალი გამოივლეთო… ერთი იმან გაგვახარა, რომ გაყრიდან მესამე დღეს ვნებები ოდნავ ჩაცხრა და ლექსიკაც მეტ-ნაკლებად დაიწმინდა (როგორც ჩანს, რუხმა ნივთიერებამ მაინც თავისი გაიტანა).

თუმცა, სანამ ჩვენ ამით ვხარობდით, ბათუმში წითელი დროშებით შეიარაღებულმა „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრებმა მსვლელობა მოაწყვეს, რითაც „კაპიტალისტური რეჟიმი“ და „საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა“ გააპროტესტეს. ლოზუნგებს კი შემდეგნაირს გაჰყვიროდნენ: „საქართველო – „ნატოს“ გარეშე“, „ძირს მგლური კაპიტალიზმი“, „აღდგეს რუსეთ-საქართველოს ყოველმხრივი ურთიერთობა“ (ისე, ყოველმხრივი ეს რომელია?!), „სოციალიზმი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა.“ – 

ოღონდ, მხოლოდ ამ სულისშემძვრელ ლოზუნგებს არ დასჯერებიან და იმავე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საბჭოთა იდეოლოგიისა და სიმბოლიკის აღდგენის მოთხოვნით სარჩელიც შეუტანიათ! 

თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამომდე ჩვენებურ კომუნისტებს არც კი გაუფაჩუნებიათ (არადა, საბჭოთა სიმბოლიკა რა ხანია, გაუქმდა), სავარაუდოდ, შემოტევა ჩრდილოეთიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა! 

скачать dle 11.3