კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დაიგვიანეს…“

„მკვეხარა ქოთანი“

 

სავარაუდოდ, იმის გამო, რომ დაცულ ადგილას აქციის მოწყობა ფრიად უსაფთხოა, ბუნებრივია, რომ  რუსთაველის გამზირი, სწორედაც რომ, მისწრებაა ოკუპაციის გასაპროტესტებლად (თან, თვით ოკუპანტის ტანკებიც რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრშია?!).

მეორე მხრივ, რა მოტივიც უნდა ჰქონდეთ 15 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს, ფაქტია, რომ აფხაზეთის „წაღებას“ ისინი პარლამენტის შენობის წინ დაუპირისპირდებიან (თუმცა რაღა წაღება, როდესაც დე-ფაქტოდ წაღებული 2008 წლის 26 აგვისტოს რფ-მ უკვე დე-იურედ გაიფორმა?!).

და თუმცა ბ-ნმა ბაქრაძემ აგვისტოს დღეებში თავი არაორდინარული განცხადებით დაგვამახსოვრა (როდესაც გაგანია ომში პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მოგვიწოდა, თავი რითაც შეგიძლიათ დაიცავითო, რის შემდეგაც საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა ჯამ-ჭურჭლით აღიჭურვა, ოღონდ შემდეგ, რაკი მიხვდა, რომ ჩანგლები, მიუხედავად ოთხი წვერისა, არ გამოადგებოდა, კვლავ უჯრებში ჩაალაგა) ტრადიციას არც ამჟამად უღალატა და გვაცნობა, რომ 15 ნოემბრის აქციაზე შვილებთან ერთად მივა, რადგან (მომყავს ციტატა. იგი იმდენად ამაღელვებელია, ვშიშობ, პერიფრაზით რამე არ დავაკლო): „… როდესაც ისინი მკითხავენ, მამა, ჩვენ სად ვიყავით, როდესაც რუსეთს აფხაზეთი მიჰქონდაო, მე მათ ვუთხრა, რომ თქვენ ათიათასობით ქართველთან ერთად იდექით რუსთაველზე და, რაც შეგეძლოთ, აკეთებდით და აპროტესტებდით, რომ რუსეთს აფხაზეთი არ წაეღო (ანუ, არასწორია –  „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“; სწორია – „ქართველო დადექი აქციაზე“  – “.

მეორე მხრივ, მისიც მესმის: გიორგი ანწუხელიძესავით წამებაში რატომ უნდა ამოახდევინო სული ოკუპანტებს?! თუკი შესაძლებელია, დადგე მზით გაჩახჩახებულ, რუსთაველის ჯერჯერობით არაოკუპირებულ გამზირზე და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა გულში მჯიღი, საიდანაც მოგესურვება, იბრაგუნო?!

P. S. ხოლო, თუ ნოემბრის ფაქტორს გავიხსენებთ ამ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ვფიქრობ, აქციის მონაწილეებს საშვიდნოემბრო ნიღბები დაამშვენებდა… 

 

скачать dle 11.3