ხილის ფუნთუშები
საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 4 სადილის კოვზი შაქარი (ცომში – 2 სადილის კოვზი; შიგთავსში – 2 სადილის კოვზი), 2/3 ჭიქა რძე (ცომში), 1/3 ჭიქა წყალი (ცომში), 1 ცალი კვერცხი (ცომში), 50 გრამი კარაქი, მწიკვი მარილი, ფქვილი (რამდენსაც ცომი შეიზელს), 2 ცალი ვაშლი, 2 ცალი მსხალი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, შაქრის პუდრი, ზეთი.
მომზადების წესი: თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი. გააჩერეთ 5-10 წუთი. დაუმატეთ გამდნარი კარაქი ან მარგარინი, წყალი, მარილი და კვერცხი. აურიეთ კარგად. ნელ-ნელა ჩაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი. არ უნდა მოგივიდეთ მაგარი. ამიტომ წაუსვით თასს ზეთი, ჩადეთ შიგ ცომი, გადააფარეთ და თბილად გააჩერეთ 1-1,5 საათის განმავლობაში. სანამ ცომი ფუვდება, ხილი გაარჩიეთ და დაჭერით მომცრო კუბიკებად. მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი. გააჩერეთ 5-7 წუთი. ცომი გაყავით 13 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა პატარა, მრგვალ ბლინად. შუაგულში მოათავსეთ ხილის „ფარში“ და ამოუკეცეთ ნაპირები. შეკარით. შეწვით დიდი რაოდენობით ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე. სასურველია, თავდახურულ ტაფაში. ამოაბრუნეთ მეორე მხრიდანაც. ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.