ყვავილოვანი კომბოსტო ქათმით, სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ქათმის ფილე, 1 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გრამი მაგარი ყველი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1 ცალი ხახვი, მწიკვი შაქარი, ცოტა ზეთი, შავი პილპილი, მწვანილი, მარილი.
მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ. ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და გააჩერეთ 5 წუთი. მერე დაწურეთ საწურზე. კარგად დაიწრიტოს. მხოლოდ ერთი ჭიქა ნახარში შეინახეთ ბულიონისთვის. ფილე დაჭერით, მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი და დაყარეთ ტაფაზე გაცხელებულ ზეთში. მოხრაკეთ კარგად ყველა მხრიდან. ზეთწასმულ ფორმაში მოათავსეთ კომბოსტოს მასის ნახევარი. მეორე ფენად მოათავსეთ ფილე. ცალკე მოამზადეთ სოუსი. ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში ოდნავ. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ბულგარული და შუშეთ 5 წუთი. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ტომატ-პასტა, 1 ჭიქა ყვავილოვანის ბულიონი, მარილი, პილპილი, მწიკვი შაქარი, ცოტა არაჟნის დამატებაც შეგიძლიათ ან 100 გრამი სასოუსე ნაღების. ეს ყველაფერი დაუმატეთ ხახვს და ნიორს. აურიეთ და 2-3 წუთი შუშეთ. ნახევარი მოასხით ხორცს. ზემოდან ისევ ყვავილოვანი კომბოსტო მოაყარეთ, მოასხით სოუსი და გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი და გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. მოგეწონებათ!