ორაგული ფორთოხლითა და ხახვით
საჭირო ინგრედიენტები: 1 თავი წითელი ხახვი, 2 ცალი ფორთოხალი, 3 ძირი რეჰანი, 8 ნაჭერი ორაგულის ფილე, 2 სადილის კოვზი წითელი ღვინის ძმარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი: ერთი ფორთოხალი გაფცქვენით, მოაშორეთ თეთრი რბილობი და კუბიკებად დაჭერით, ხახვი კი – თხელ, მოგრძო ნაჭრებად. მეორე ფორთოხალს მოახეხეთ ცედრა და გაწურეთ. რეჰანი დაკეპეთ. თევზის ნაჭრებს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ მარილი. ტაფაზე გაცხელებულ ზეთში 4-5 წუთის განმავლობაში შუშეთ ხახვი, შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი, ცედრა და ძმარი; 3 წუთში დაუმატეთ დაჭრილი ფორთოხალი და რეჰანი. ტაფაზე გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით თევზის ნაჭრები. სუფრაზე მიიტანეთ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.