კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ახერხებს იულია ქავთარაძე ძმისშვილის ნახვას და რა ახალი პროფესია ისწავლა ნიკა გრიგოლიამ

„რუსთავი 2-ის“ ეთერში მუსიკალური შოუ „ბრავო“ გრძელდება. მომღერლებსა და ლობისტებს შორის, ყოველ პარასკევს 23:00 საათზე, ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობს. მომღერალ მეგი გოგიტიძის ლობისტები იულია ქავთარაძე და ნიკა გრიგოლიაა. კონკურენტებთან პირველი დაპირისპირებისას, როგორც მომღერალმა, ასევე ლობისტებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს და ხალხის მხარდაჭერით შემდეგ ტურში გადავიდნენ. იულია სახიფათო ნომრებსაც არ მოერიდა და ქვეწარმავლებთან ერთად, საკმაოდ ემოციურად შეასრულა ქართული სიმღერა „სულიკო“. ნიკა გრიგოლია კი დირიჟორის ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე.

– როგორ მოგწონთ ლობისტობა? თქვენი აზრით, როგორ ართმევთ თავს დაკისრებულ ვალდებულებას?

იულია: ლობისტობა ძალიან კარგია, თანმაშინ, როცა ასეთი შესანიშნავი გოგო გყავს. მეგის ძლიერი ხასიათი და არაჩვეულებრივი ვოკალი აქვს. მის შესახებ ადრეც გამეგო, ვიცოდი როგორ მღეროდა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც მის ლობისტად დამასახელეს. მსიამოვნებს ეს პროცესი. სერიოზულად ვუდგები დაკისრებულ მოვალეობას. ეს მხოლოდ სახალისო პროექტი არაა. ჩვენზეა ნაწილობრივ მეგის ბედი დამოკიდებული. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

ნიკა: ლობისტობა ძალიან საინტერესო და სახალისოა, ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს. საპასუხისმგებლოცაა, რა თქმა უნდა, მარტო გამოხვიდე და რაღაც გააკეთო, ასე არაა. ეს უნდა მოეწონოს ხალხს, რომ მეგის მხარი დაუჭიროს. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ყველას დავამარცხებთ და ფინალსაც მოვიგებთ (იცინის).

– რის გაკეთებას აპირებთ მეგის მხარდასაჭერად?

იულია: ბევრი რამის. ეს იქნება ძალიან საინტერესო და სახალისო ნომრები. ბოლომდე დავიხარჯებით, რომ მეგის ღირსეული ლობისტობა გავუწიოთ. ყველაფერს არ გეტყვით, რასაც სამომავლოდ ვაპირებთ, ინტრიგად დავტოვებ (იცინის). ახლა, რომ გითხრათ, მერე საინტერესო აღარ იქნება მაყურებლისთვის. ვიმღერებ, ვიცეკვებ და ასე შემდეგ. სახიფათო ნომრებსაც არ მოვერიდები – ეს იქნება ქვეწარმავლებთან ერთად სიმღერა, გაფუჭებულ საჭმელში ფეხებით დგომა თუ სხვა (იცინის). ნიკა: პროექტის განმავლობაში თითოეული ჩვენი გამოსვლა მოულოდნელობებით იქნება სავსე, საოცარ რაღაცეებს გავაკეთებთ. რაც აქამდე არასოდეს გამიკეთებია, ისეთ ნომრებს შემოგთავაზებთ. სულ სხვა ამპლუაში წავრდგები მაყურებლის წინაშე. ეს არის ჩემთვის რადიკალურად განსხვავებული საქმე. ვცეკვავ, წარმოგიდგენიათ, ვცეკვავ (იცინის), დირიჟორობაზე აღარაფერს ვიტყვი, შესანიშნავად გამომდის (იცინის).

– ნიკა, ცეკვა როგორ გამოგდის, არ გიჭირს?

– არ მიჭირს, იმიტომ რომ არ გამომდის და ალბათ, არც გამომივა არასდროს (იცინ-ის). ძალიან უცნაურად კი გითხარით, მაგრამ მართლა ასეა. მთავარია, ჩემი ცეკვით მაყურებელმა იხალისოს. კიდევ, იულიას არ უნდა შევუშალო ხელი ცეკვაში (იცინის). მართლა საოცრად ცეკვავს და მოძრაობს. რაც შეეხება დირიჟორობას, ეს კიდევ უფრო რთული საქმე აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან, მუსიკასთან უფრო შორს ვყოფილვარ, ვიდრე – ცეკვასთან. ისე, არ ვიცი რომელთან უფრო შორს ვარ, მგონი, თანაბრად, არც ერთი არ გამომდის (იცინის). დირიჟორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ყოფილა, ამხელა ორკესტრის მართვა რთულია.

– თავად ლობისტები როგორ ეწყობით ერთმანეთს?

იულია: არ ვაბრაზებთ ერთმანეთს და გადასარევად ვეწყობით (იცინის). ნიკას კრეატიულობა, მოგეხსენებათ და ჩვენი ურთიერთობა, როგორც ლობისტების, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა აეროპორტში მოტოციკლით დამხვდა (იცინის). ძალიან მხიარულია. ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს. მთავარი არაა მოძრაობებს როგორ გავაკეთებთ და რა შეგვეშლება, მნიშვნელოვანია, ხალხს მოეწონოს ჩვენი გამოსვლა. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ, რა ვიცი, გამოგვდის, მგონი (იცინის). მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ნიკა: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იულიასთან ერთად და შესანიშნავ პარტნიორობასაც მიწევს. მას შორიდან ვიცნობდი, უფრო ტელეპროექტებიდან და ერთიორჯერ ნანახიც მყავდა. ახლოს ახლა გავიცანი. ძალიან ნიჭიერი და კომუნიკაბელური ადამიანია. ყველაფერი ეხერხება და ვცდილობ, მხარი ავუბა. პროდიუსერების გადაწყვეტილებით, მე და იულია გავხდით მეგის ლობისტები. მინდა მათ ვუთხრა, რომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს (იცინის). მართლა ძალიან გამიხარდა.

– იულია ლობისტად პირველად ხარ? მსგავს პროექტში მონაწილეობა მიგიღია?

იულია: უკვე 15 წელია, რაც შოუ-ბიზნესში ვარ და ყველა პროექტი არც კი მახსოვს, სადაც ვმონაწილეობდი, მაგრამ როგორც ლობისტი, პირველად ვარ.

– კონკურენციაზე რას ფიქრობთ?

– კონკურენცია საკმაოდ დიდია, როგორც ლობისტებს შორის, ასევე მომღერლებს შორისაც. ჩვენი პირველი კონკურენტები დები ხანჩალიანები იყვნენ – ორი შესანიშნავი გოგონა. მათი ნიჭი პირველი რეპეტიციის დროსვე შევნიშნე. რაც შეეხება მათ ლობისტებს – მიშაზე და იაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ განუმეორებლები არიან. სხვა ვერაფერს დავამატებ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება

ნიკა: ისეთი შემართებით ვიყავით, რომ უნდა

მოგვეგო. პირადად ჩემთვის, სულერთი არაა, საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს. მაგარი კონკურენტები შეგვხვდა, მიშაზე და იაზე, რომ არაფერი ვთქვა, ხალხმაც კარგად იცის რაც შეუძლიათ, დები ხანჩალიანებიც უნიჭიერესი მომღერლები და უსაყვარლესი გოგონები არიან.

– იულია, საქართველოში ამ პროექტის გამო ჩამოხვედი?

იულია: ორი მიზეზით ჩამოვედი საქართველოში.

ერთი, რა თქმა უნდა, იყო „ბრავო“, ხოლო მეორე – ჩემი ძმა. ძმისშვილი შემეძინა, მამიდა გავხდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. გადაღებების, რეპეტიციებისა და დატვირთული გრაფიკის გამო, პატარა არ მინახავს, ამის შანსი ჯერ არ მომეცა. დიდი საჩუქარია ჩემთვის ეს ბავშვი.

– რა ხდება შოუ-ბიზნესში, სიახლე ხომ არ გაქვს?

– ახალი სიმღერები ჯერ არ მაქვს. შეიძლება, მალე იყოს ახალი სიმღერაც, მაგრამ ჯერ არაფერია. ეს ბოლო ერთი წელი უკრაინას, უბრალოდ, არ სცალია შოუ-ბიზნესისთვის. ყველა დაძაბულია და ელოდება რა შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. ამიტომ, ამ ეტაპზე ყველაფერი გაჩერებულია. უკრაინაში ერთ-ერთი პროექტისთვის გავფრინდი და ჩაიშალა შექმნილი სიტუაციის გამო. ძალიან რთული პერიოდია ქვეყნისთვის.

– ბათუმში ხშირად ჩადიხარ?

– ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. ბევრს ნიშნავს ჩემთვის იქ ყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, წელს ვერ მავახერხე ჩასვლა.

скачать dle 11.3