მარტივი და სასარგებლო
ბალიში – „გვირილა“
დეკორატიული, ლამაზი და მოსახერხებელი ბალიში ძალიან ადვილად შეგიძლიათ, შეკეროთ, თუ არ დაიზარებთ და ცოტათი კერვაც გემარჯვებათ.
ჯერ კარგად დააკვირდით სურათებს. თქვენ შეგიძლიათ ყვავილს „ფოთლები“ სხვადასხვა ფერის გაუკეთოთ. მის შესაკერად გამოიყენებთ ძველ ტანსაცმელსაც. გამოტენეთ სინთეტიკური ბამბით ან წვრილად დაჭრილი ღრუბლით.
მობილურის ჩასადები
ზოგიერთ მობილურს კვების ელემენტის დამტენი ძალიან არაკომფორტული აქვს – ან გრძელია, ან მოკლე. ისედაც, ჩვენი მობილური ყველგან რომ არ ეგდოს, გირჩევთ, ძველი ჯინსის შარვლის ჯიბისგან კომფორტული ჩანთა შეუკეროთ. ძალიან ადვილია. უბრალოდ, აიღეთ ორი ჯიბე და მიაკერეთ ერთმანეთს, სახელურიც გაუკეთეთ. შეგიძლიათ, „ჩანთა“ მძივებით, ნაქარგით ან აპლიკაციითაც გააფორმოთ.