ანეგდოტები
ძველი ანტიკრიზისული რეცეპტები:
* გავყინოთ სოსისი, გავხეხოთ და წავუსვათ პურს. 1 სოსისი 5-6 ბუტერბროდს ეყოფა.
* თუ შავ პურზე წაუსვამთ ნიორს, მას ძეხვის სასიამოვნო სუნი ექნება.
* თუ კვერცხს გავყინავთ და შემდეგ შუაზე გაჭრილს შევწვავთ, ორი კვერცხის ტაფამწვარს მივიღებთ.
* თუ შიმშილი არ გაძლევთ დაძინების საშუალებას, დალიეთ ორი ჭიქა მდუღარე წყალი – კუჭი მაშინვე ვერ იგებს, რომ მოატყუეთ...
***
ისეთი უზრდელი იყო, საგინებელ სიტყვებს მძიმეების მაგივრად იყენებდა...
***
ლექტორი: არსებობს ენები, სადაც ორმაგი უარყოფა მტკიცებას ნიშნავს; მაგრამ, არ არსებობს ენა, სადაც ორმაგი მტკიცებითობა უარყოფას გვაძლევდეს.
აუდიტორიიდან: კი, რა თქმა უნდა!
***
საინტერესოდაა მოწყობილი ბავშვის კუჭი: ორი კოვზი სუპი არ ეტევა, მაგრამ, თავისუფლად ჩადის ოთხი „პეჩენია“, ხუთი კანფეტი, ნახევარი ლიტრი წვენი და მთელი ჭიქა „კოკა-კოლა“...
***
განათლების მინისტრმა მეათედ ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები; ჯანმრთელობის მინისტრი, პოლიკლინიკის რიგიდან წასული, აფთიაქში წამლის რიგში გარდაიცვალა; დეპუტატი შიმშილით მოკვდა, როდესაც ერთი თვე პენსიონერივით იცხოვრა... – და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა პენსიონერმა ოქროს თევზი.
***
ახალგაზრდა ქართველი იტალიაში ჩავიდა სამუშაოდ, იქ გაიცნო იტალიელი გოგონა, მოეწონათ ერთმანეთი, შეუყვარდათ და... ერთ დღესაც ქალი ეუბნება, ფეხმძიმედ ვარო.
– შენ არ ინერვიულო, თავს მიხედე, მე ჩემებთან დავბრუნდები, შევამზადებ და როცა იმშობიარებ დეპეშა მომწერე, ცოლს გავეყრები და ჩამოვალ...
– კი მაგრამ, პირდაპირ ხომ არ მოგწერ, მაინც რომ არ ეწყინოთ...
– მაშინ, დეპეშაში მარტო ერთი სიტყვა ჩაწერე – „სპაგეტი“, მე ყველაფერს მივხვდები.
ასეც მოიქცნენ და რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა დეპეშა:
– „სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი და სპაგეტი – ორი სოსისით, ორი უსოსისოდ“.
***
ფრანგულმა ჟურნალმა გამოაცხადა კონკურსი:
– წარმოიდგინეთ, თქვენ ზიხართ რესტორანში ახალგაცნობილ ქალთან ერთად, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ ტუალეტში მოგინდათ გასვლა. გაწუხებთ... როგორ აუხსნით ქალს ისე, რომ სიმართლეც თქვათ და უხერხულობაც გამორიცხოთ. პირველი ადგილი დაიკავა პასუხმა:
– მადამ, ბოდიშს გიხდით, ცოტა ხნით დაგტოვებთ. მეგობარს უნდა დავეხმარო, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.