კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

შექსპირი: ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა – იშვიათს; რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ.

სენეკა: სულმოკლეობის უსაძაგლესი სახეა საკუთარი თავის შეცოდება.

ციცერონი: შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ, ვინც შეცდომას იცავს, ის სულელია.

პლატონი: ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

გადამერი: თეორიული განათლება იმისგან შედგება, რომ ვისწავლოთ, სხვასაც როგორ მივანიჭოთ მნიშვნელობა და ვიპოვოთ შეხედულებათა განზოგადება.

იიემი: თითოეული ადამიანი იმდენი ღირს, რამდენი ცხოვრებისეული გამოცდილებაც რჩება მისგან და გრძელდება მომავალი თაობის გამოცდილებაში. 

კანტი: გონება არასასიკეთო მდგომარეობიდან გამოსვლის უნარია.

კონფუცი: როცა სახელმწიფო გონების თანახმად იმართება, სიღარიბე და საჭიროება სასირცხვილოა; როცა სახელმწიფო არ იმართება გონების თანახმად, მაშინ სიმდიდრე და პატივია სასირცხვილო.

კორნელიუსი: რაც უფრო ახლოსაა სახელმწიფო დაცემასთან, მით უფრო მრავალრიცხოვანია მისი კანონები.

ლობერგერი: მატერიალისტის იდეალს ჰქვია მიზანი, იდეალისტის მატერიალიზმს – საშუალება.

ილია: ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.

გოეთე: კანონი ძლიერია, მაგრამ უფრო ძლიერია გაჭირვება.

ტერენციუსი: ბედი გაბედულს ეხმარება.

ლეონარდო და ვინჩი: როგორც კი იშობა სათნოება, იქვე გაჩნდება შური და, უმალ სხეული დარჩება უჩრდილოდ, ვიდრე სათნოება – შურის გარეშე.

ჰაინე: ყველა რომ ჩემსავით გრძნობდეს ჰარმონიის ძალას, კაცობრიობა ვერ იარსებებდა, რადგან, ყველა ხელს აიღებდა ყოველდღიური საჭიროებისთვის ზრუნვაზე.

ლაიბნიცი: პატიოსანი ადამიანი რომ სხვათა ბოროტებას ხედავს, სირცხვილის განცდა ეუფლება.

პლატონი: იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ მხოლოდ ვიცოდეთ, რა არის სიკეთე, არამედ იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.

სოფოკლე: ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური. 

ავგუსტინე: გაიაზრე, რომ ირწმუნო და ირწმუნე, რომ გაიაზრო.

რუსო: კარგის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრის. 

რემარკი: თუ ქალი დროსა და ნერვებს უფრთხილდება, არ წუწუნებს ყველაფერზე, არ ტირის და არც სკანდალებს აწყობს, ესე იგი, მისთვის არაფერს წარმოადგენთ.

გიტრი: ქალს ასაკი არა აქვს, ის ან ახალგაზრდაა, ან ბებერი.

скачать dle 11.3