რა მოხდა ამ დღეს
3 ნოემბერი
1907 – საფრანგეთში ცაში აიჭრა მსოფლიოში პირველი ვერტმფრენი.
1928 – თურქეთი არაბული დამწერლობიდან ლათინურზე გადავიდა
4 ნოემბერი
1873 – ამერიკელმა დანტისტმა ჯონ ბირსმა დააპატენტა ოქროს კბილები.
1939 – ავტოშოუზე ჩიკაგოში პირველად წარადგინეს ავტომობილი კონდიციონერით.
1946 – პარიზში დაარსდა „იუნესკო“ – მსოფლიო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია.
5 ნოემბერი
1967 – მოსკოვში გაიხსნა ოსტანკინო – მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტელეანძა.
2000 – მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჭადრაკში გახდა ვლადიმირ კრამნიკი – მან გარი კასპაროვი დაამარცხა.
6 ნოემბერი
1928 – ამერიკელმა ჯეიკობ შიკმა დააპატენტა წვერის ელექტროსაპარსი.
1952 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა თავისი პირველი წყალბადის ბომბი.
7 ნოემბერი
1783 – სევილიაში ინკვიზიციის ბრძანებით უკანასკნელად დაწვეს ადამიანი.
1917 – მოხდა „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“.
1944 – უკანასკნელმა გერმანელმა ჯარისკაცმა დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია.
8 ნოემბერი
1519 – კონკისტადორების რაზმმა ერნან კორტესის მეთაურობით აიღო აცტეკების სამეფოს დედაქალაქი – ტენოჩტიტლანი, ახლანდელი მეხიკო.
1789 – ელია კრიგმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბურბონიდან წარმოადგინა საკუთარი წარმოების ვისკი, რომელსაც ახლა „ბურბონს“ უწოდებენ.
1895 – ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა სხივები, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.
1950 – კორეის ცაში გაიმართა მსოფლიოში პირველი ბრძოლა რეაქტიულ თვითმფრინავებს შორის.
9 ნოემბერი
1799 – ნაპოლეონი სახელმწიფო გადატრიალების გზით გახდა საფრანგეთის ერთპიროვნული მმართველი.
1906 – თეოდორ რუზველტი გახდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა სხვა ქვეყანაში – პანამაში.
1911 – პარიზელმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის ნათურა.
1989 – დაიწყო ბერლინის კედლის დანგრევა.