კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოხოცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ძმამ და და მისი ქმარი და როგორ გაყიდა ის საკუთარმა იარამ

სასტიკი მკვლელობა  სოფელ დარჩიანში სამართალდამცველებმა მომხდარიდან  ორი  თვის შემდეგ  გახსნეს. რეალური დამნაშავის შეპყრობამდე მათ დააკავეს მამაკაცი, რომელიც მთავარ  ეჭვმიტანილად ითვლებოდა, მაგრამ, სრულიად შემთხვევით გახმაურებული ერთ-ერთი  გარემოების წყალობით,  ყველაფერი შეიცვალა – უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი ნამდვილმა მკვლელმა დაიკავა.   

ახალგაზრდა წყვილის – მარიკა მ-ძისა და ლევან გ-შვილის ოჯახი სოფელში სანიმუშოდ ითვლებოდა. ისინი ექვსი წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. მათთან ერთად ცხოვრობდა ლევან გ-შვილის ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი ბებიაც.  ახალგაზრდებს  სოფელში პატარა მარკეტი ჰქონდათ და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდნენ. მკვლელობის მეორე დღეს, დილით,  გარდაცვლილი ცოლ-ქმრის გვამები  პირველად მათმა მეზობელმა ქალბატონმა აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღი – საკამოდ დიდი  ზომის სამზარეულოს დანა, რომლითაც სასტიკი მკვლელობები იყო ჩადენილი. დანა, როგორც  გაირკვა, ოჯახის საკუთრება  უნდა ყოფილიყო. მასზე არ აღმოჩნდა დამნაშავის თითის ანაბეჭდი – მკვლელს ის საგულდაგულოდ გაეწმინდა, თუმცა, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, გარე დერეფანში, აღმოჩენილ იქნა უცნობი ადამიანის სისხლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, დამნაშავის უნდა ყოფილიყო. ბინაში აღმოჩენილ გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს ორი  ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მამაკაცი კი   გამჭოლი ჭრილობით ბეჭში იყო დაჭრილი.   შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა არაფერი, რაც გამოძიებას დამნაშავის კვალზე დააყენებდა. ერთადერთი, ვისზეც სამართალდამცველებმა ეჭვი მიიტანეს, იყო  იმავე სოფლის მცხოვრები, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრისგან  მიწა ჰქონდა იჯარით აღებული.  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ამ მიწასთან დაკავშირებული თანხის გამო კაცებს  დიდი ხნის დავა და დაპირისპირება ჰქონდათ: ანზორ გ-ძეს ლევან გ-შვილისთვის 1 500 ლარი უნდა გადაეხადა, ის კი ვალს ვერ აბრუნებდა. ამ თემასთან დაკავშირებით,  მკვლელობამდე ორი დღით ადრე, სოფლის ცენტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ,  ლევან გ-შვილსა და ანზორ გ-ძეს  ერთმანეთან  დიდი დაპირისპირებაც მოუხდათ. სამართალდამცველებმა დაკითხეს ანზორ  გ-ძე, რომელმაც  მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ლევანთან მომხდარი კონფლიქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.  ის, რამაც ანზორ გ-ძე ეჭვქვეშ დააყენა, მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ცრუ ჩვენება იყო, რომელიც მკვლელობის დროს მის ადგილსამყოფელს ეხებოდა. გარკვეული პირადი მიზეზების გამო, დაოჯახებულმა მამაკაცმა სამართალდამცველებთან დამალა, რომ იმ დილით მეგობარი ქალბატონის სახლში იმყოფებოდა და დაასახელა სხვა ადგილი,  რომლის გადამოწმების შემდეგაც ცხადი გახდა, რომ ის იტყუებოდა და მას ალიბი არ ჰქონდა. 

მკვლელობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სამართალდამცველებისთვის ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი: გარდაცვლილ ქალს,  რომელიც ბავშვობაში დაობლდა და დეიდამ გაზარდა,  ჰყავდა ნახევარძმა, პაატა მ-ძე, რომელიც  დანაშაულებრივი ჯგუფის  მიერ ჩადენილი  ყაჩაღობისთვის  იყო ნასამართლევი და მკვლელობამდე ორი თვით ადრე გათავისუფლებულიყო ციხიდან. მარიკას გამზრდელმა დეიდამ გამოძიებასთან დაადასტურა, რომ პაატა დაზე ნაწყენი იყო და მას  ხშირად ემუქრებოდა. ამის შესახებ სამართალდამცველებს მარიკას ბავშვობის მეგობარმაც უამბო, რომელმაც ჩვენებაში განაცხადა, რომ მარიკას თავისი ნახევარძმა არ უყვარდა და ხშირად ამბობდა: პატარა ბინა, რომელიც ვაზიანის  დასახლებაში  გვქონდა, მამამ სიკვდილამდე მე გადმომიფორმა, პაატა კი უსახლკაროდ დატოვა და, ციხიდან გამოსული იმ ბინას არ შემარგებსო. დაკითხვაზე პაატას თავი საკმაოდ დამაჯერებლად ეჭირა, თუმცა ნერვიული დაძაბულობა  და არაადეკვატურობა მაინც ვერ დამალა. მან განაცხადა, რომ წლები იყო, რაც მარიკა არ ენახა, გარდა მისი წარსულისა, საეჭვო თითქოს არაფერი ჩანდა, მაგრამ,  ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც დამნაშავე საკუთარმა სახემ გაყიდა. მას სახის მარჯვენა ნაწილი საფენებით ჰქონდა დაფარული, რაზეც პაატა მ-ძემ განაცხადა, რომ ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წაიქცა  და სახით რკინის ნაჭერს წამოეგო. ოპერატიული სამსახურის მიერ მოძიებული გარემოებების და კიდევ ერთი დაკითხვის შემდეგ, პაატა მ-ძე  იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „როცა ციხიდან გამოვედი, მარიკასთან სოფელში ჩასვლა გადავწყვიტე. ისე მივედი, არ მელოდნენ. კარგად მიმიღეს, მიმასპინძლეს, არც ფული მიხსენებია და არც წყენა. მე და მარიკას ქმარმა ბევრი დავლიეთ. ლევანი ეზოში გავიდა. მე და მარიკამ კი საუბარი დავიწყეთ  ბინაზე, რომლის გაყიდვის შემდეგაც მე არაფერი შემხვდა. მარიკა ჩემზე უარესი ჯიუტი აღმოჩნდა, ჩვენი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა და ხელი გავარტყი, იმან კი თეფში მომიქნია, სახე გადამეჭრა. სისხლი მომდიოდა. ისე გავმწარდი, რომ, იქვე კარადიდან დანა ავიღე და რამდენჯერმე მოვუქნიე. აფექტში ვიყავი, როცა  ეზოდან შემოსულ მარიკას ქმარსაც ორჯერ დავარყი დანა, მერე კი გავწმინდე, იქვე დავაგდე და გავიქეცი“. გარდა ამისა, ლოგინად ჩავარდნილმა ბებიამ, რომელიც მკვლელს არც გახსენებია, გაიხსენა, რომ ჩხუბის დროს  რამდენჯერმე გაიგონა მკვლელის სახელი, რომლის დაკითხვა თავიდან არავის უფიქრია მისი ავადმყოფობის გამო.            

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პაატა იმპულსური პიროვნება იყო და დანაშაული ფსიქიკური აღელვების ნიადაგზე ჰქონდა ჩადენილი,  თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემამსუბუქებელი გარემოება  სასამართლოსთვის – დამნაშავეს, რომელმაც ორი სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.    

скачать dle 11.3