კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ბაზარზე გამოჩნდა „თრასთინგის” ფირმის სამუხრუჭე ხუნდები, საკმაოდ დაბალ ფასად, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს, ვარგა თუ არა. რას მეტყოდით ამ ხუნდების შესახებ და მირჩევთ თუ არა მის შეძენას?

პასუხი: ეს საკმაოდ ახალი ბრენდია ევროპულ ბაზარზეც. იტალიელებს ბაზარზე თავი რომ დაემკვიდრებინათ, მათ რაიმე სვლა უნდა გაეკეთებინათ. ამისთვის შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ხუნდებს ძალიან კომფორტულს და პრაქტიკულს ხდის – არ წივის, ტემპერატურას კარგად უძლებს, ნაკლებად ახურებს სამუხრუჭე დისკებს იმის ხარჯზე, რომ საკუთარ თავზე იღებს ტემპერატურის ზრდას. თან, რაც ყველაზე მომხიბვლელია, სხვა ხუნდებთან შედარებით, სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიის ხარჯზე, უფრო იაფი ჯდება. ის კი არადა, „თრასთინგს” სხვა ბრენდებთან შედარებით საკმაოდ იაფი სპორტული ტიპის სამუხრუჭე ხუნდებიც აქვს, მათში არ გამოიყენება კერამიკული მასალა და მიუხედავად ამისა, მუშაობს იმავე კოეფიციენტით, როგორც კერამიკული. 

კითხვა: რამდენზე უნდა იყოს დაბერილი საბურავი, როცა ტრასაზე გავდივართ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, ჩემი რჩევა იქნება, საბურავი გადაბეროთ. თუ საბურავი 2,0-ზე გქონდათ დაბერილი – რატომ არის ეს ნორმა მიღებული ჩემთვის მაინც გაუგებარია – შეგიძლიათ, 3,0-ზე დაბეროთ. თუ ავტომობილი წინა წამყვანია, მაშინ უკანა საბურავები, რომლებიც მოდებაში ნაკლებადაა, 3.5-ზეც კი შეიძლება, დაიბეროს და პირიქით. ნაკლებია ხახუნის ძალა და შესაბამისად, ნაკლები ენერგია დასჭირდება ძრავას მის დასატრიალებლად – ის ბუნებრივად იგორებს და გაცილებით ჩქარა ივლით. მსუბუქი და ვიწრო საბურავი, მსუბუქი დისკი, გადაბერილი საბურავი – თქვენს ავტომობილს მხოლოდ და მხოლოდ დაძრვა გაუჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ძლიერძრავიანია. თუმცა, საგრძნობლად აჩქარდება და გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს. ანუ, გადაბერილი საბურავი ეკონომიასაც ნიშნავს, მიუხედავად იმისა, სისწრაფე გჭირდებათ თუ არა, ანუ, ნორმალური მართვის პირობებშიც კი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამუხრუჭებისთვის მეტი მანძილი დაგჭირდებათ და ამაზე უნდა იფიქროთ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა ნებადართული ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქალაქში გადაადგილება, რომელიც ნორმაზე მეტი გამონაბოლქვით აშკარად წამლავს ჰაერს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

скачать dle 11.3