კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფილიპ მეექვსე – ესპანეთის ახალი მეფე

ის თავის დროზე ევროპაში ყველაზე სასურველი საქმრო იყო, 19 ივნისიდან კი უკვე ესპანეთის მეფე ფილიპ მეექვსეა, ანუ – დონ ფილიპე ხუან პაბლო ალფონსო დე ტოდოს ლოს სანტოს დე ბურბონ და გრესია; ასევე, ასტურიის, ჟირონის, ვიანის პრინცი; მონბლანის ჰერცოგი; სერვიერის გრაფი, სენიორ ბალაგერი.

დინასტიის თაობათა ცვლა საჭირო მომენტში მოხდა. მონარქის რეპუტაცია საკმაოდ შეირყა და ერთ-ერთი მიზეზი ხუან კარლოს პირველის აფრიკაში სპილოებზე სანადიროდ გამგზავრება იყო ესპანეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე. მიუხედავად ამისა,  76 წლის ხუან კარლოს პირველის მიერ ტახტის დათმობა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ესპანეთში მეფის გადადგომისთვის სპეციალური კანონის შემოღებაც კი გახდა საჭირო.

ახალ მეფეს, ფილიპ მეექვსეს, მაგისტრის ხარისხი აქვს. ის 46 წლისაა და ითვლება, რომ ტახტისთვის ახალგაზრდაა. იგი ბრწყინვალედ არის მომზადებული: 9 წლის ასაკიდან, ასტურიის პრინცობის მიღების შემდეგ, მამამისმა მისი მემკვიდრედ აღზრდა დაიწყო. ფილიპი მადრიდის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას დაეუფლა, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობები შეისწავლა ამერიკაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და, რადგანაც ესპანეთში მეფე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ის ჯარშიც მსახურობდა – სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებში.

მონარქს ძალიან უყვარს ავტომობილისა და მოტოციკლის სწრაფად მართვა, თხილამურებზე სრიალი, საიალქნო სპორტი და... ცეკვები. 1992 წელს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბარსელონაში ოლიმპიურ რეგატაში მიიღო მონაწილეობა. ორმეტრიანი გიგანტი დღემდე შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ახალი მეფე ძალიან ჭკვიანია და შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს.

ფილიპ მეექვსე სამაგალითო მეოჯახეა. მისი ცოლი, ერთ-ერთი ტელევიზიის ყოფილი წამყვანი, ლუტეცია ორტისი არისტოკრატული წარმოშობის არ არის, რის გამოც მათმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ტახტის მემკვიდრის მეუღლე მხოლოდ გოგონების – ლეონორასა და სოფიას დაბადების შემდეგ აღიარეს. ესპანეთის მეფე დიდ დროს უთმობს ოჯახს. აქ მკაცრი წესებია: იგი უარს ამბობს ყოველგვარ ოფიციალურ შეხვედრაზე დასვენების დღეებში; შაბათ-კვირას ის არც მეფეა და არც პრინცი – უბრალოდ, მამაა; მეფის ოჯახი არ ერიდება საზოგადოებასთან ურთიერთობას და არ ეშინია პაპარაცებისაც კი; შეიძლება, მეფეს ფოტო  ჩვეულებრივ სუპერმარკეტშიც კი გადაუღონ.

ფილიპის მამა, ლამაზი ქალების მოყვარული იყო, ახალ მეფეს კი დედის – დედოფალ სოფიას ხასიათი გამოჰყვა – ის უსაზღვროდ დისციპლინირებული და იმდენად  კორექტულია, რომ  ცოტა მოსაწყენიც კია. ამბობენ, მეფე იმდენად უფერულია, რომ, შეუძლებელია, წინასწარ თქვა, რა როლს შეასრულებს ის, როგორც მეფე, ქვეყნის ცხოვრებაში.

 

скачать dle 11.3