კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დანიშნა სტალინმა მთელ სახელმწიფოში ერთი, საერთო დასვენების დღე

მახსენდება ერთი საუბარი, რომელიც ოცდაათიან წლებში  სტალინსა და მოლოტოვს შორის, სოჭში ფეხით სეირნობისას გაიმართა. საუბარი ხუთდღიან სამუშაო რეჟიმს ეხებოდა. მაშინ მოლოტოვი საბჭოთა ნარკომის წარმომადგენელი იყო. იმხანად გაუქმდა კვირა, როგორც დასვენების დღე. სამუშაო კვირა უწყვეტი იყო, ხალხი 5 დღეს მუშაობდა, ხოლო მეექვსე დღეს ისვენებდა. სამუშაო კვირა უწყვეტი იყო და ყველას სხვადასხდა დღეს უწევდა დასვენება. მოლოტოვმა თქვა, რომ მის ყურამდე მიაღწია ჭორმა, თითქოს ხალხი უკმაყოფილო იყო მუშაობის ასეთი რეჟიმით, რადგან თავისუფალი დღის გატარებას ვეღარ ახერხებდა ვერც ოჯახთან და ვერც მეგობრებთან.

როგორც კი ეს ამბავი მოისმინა სტალინმა, მაშინვე თქვა: რადგან ხალხი კმაყოფილი არაა, საჭიროა, გავაუქმოთ ხუთდღიანი სამუშაო რეჟიმი და ყველასთვის დავაწესოთ ერთი, საერთო დასვენების დღე. ეს უნდა ავხსნათ პრესის საშუალებით და გამოვიტანოთ გადაწყვეტილება – რაც გააკეთა კიდეც.

მოვიყვან კიდევ ერთ ფაქტს. სოჭში ცხოვრების პერიოდში სტალინმა მოინდომა  დაეთვალიერებინა მაცესტას აბაზანები. როდესაც ის შევიდა ოთახში, სადაც აბაზანებს იღებდნენ ავადმყოფები და დაინახა, რომ აბაზანაში შავი ფერის წყალს ასხამდნენ, ბელადი აღშფოთდა. დაბრუნდა შინ, გამოიძახა პროფესორი ვალიადინსკი, რომელიც პასუხისმგებელი იყო კურორტის მდგომარეობაზე და ჰკითხა:  ნუთუ, არ შეგწევთ უნარი, რომ გაასუფთაოთ წყალი? რატომ უნდა მიიღონ ავადმყოფებმა ასეთი ბინძური აბაზანები? ყველაფერი გააკეთეთ წყლის გასასუფთავებლადო. ამ საუბრის შემდეგ მიიღეს ზომები და მაცესტას აბაზანებიც გასუფთავდა. 

სტალინი სახლების მშენებლობითაც ინტერესდებოდა. თვალს ადევნებდა მშენებლების მუშაობას, რათა შენობებს გაელამაზებინა ქალაქი და არა პირიქით – დაემახინჯებინა, თან ხალხს მიეღო ნათელი და მოხერხებული ბინები. ომის შემდგომ პერიოდში, ბელადი ყურადღებით ადევნებდა თვალს, ფასები დროულად და რეგულარულად შეემცირებინათ პროდუქტებზე.

თანამშრომლებთან ურთიერთობა

თანამშრომლებთან თბილი ურთიერთობის მაგალითად ასეთ ამბავს გიამბობთ. ერთ  ზაფხულს, დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც იმ აგარაკის ტერიტორიას იცავდა, სადაც სტალინი ისვენებდა, პოსტზე ჩაეძინა. მის გასასამართლებლად უნდა ითქვას, რომ მე მხოლოდ 9 დაცვის თანამშრომელი მყავდა, ხოლო ტერიტორია უზარმაზარი იყო და დაცვის თანამშომლებიც, რა თქმა უნდა, იღლებოდნენ. სტალინს მოახსენეს ამის შესახებ. ბელადმა გამომიძახა და მკითხა: მივიღე თუ არა რაიმე ზომები ზემოთ ხსენებული ჩაძინებული მცველის დასასჯელად. მე ვუპასუხე, რომ მსურდა, გამეთავისუფლებინა სამსახურიდან და მოსკოვში დამებრუნებინა. სტალინი დაინტერესდა, გამოტყდა თუ არა იმაში, რომ პოსტზე ეძინაო. გამოტყდა-მეთქი, – ვუპასუხე. თუ გამოტყდა, მაშინ ნუ გაათავისუფლებ სამსახურიდან, დაე, იმუშაოსო, – მითხრა სტალინმა.

ამის შემდეგ მე საუბარი მქონდა თანამშრომლებთან. გავზარდე მათი რიცხვი აგარაკის ტერიტორიაზე და ამით მივეცი მათ ნორმალური დასვენების საშუალება.

კონკრეტულად ჩემდამი ბელადის მზრუნველობის მაგალითად გამოდგება ის ფაქტი, რაც 1948 წელს მოხდა. ყირიმში დასვენებისას, სტალინმა გამომიძახა და მითხრა, რომ სტუმრად გოტვალდის ოჯახს ელოდა. უნდა ვუზრუნველვყოთ ისინი ოთახებით, საკვებითა და მომსახურებით. ჩვენ კი, დღესვე უნდა გადავიდეთ რომელიმე აგარაკზეო. 

საღამოს, ისე როგორც სხვა დასვენებისას, მე და მდივანი პოსკრებიშევი ბელადთან ერთაც ვვახშმობდით. ბელადი ბევრს ხუმრობდა, იხსენებდა განვლილ დღეებს,  ტურუხანსკის გადასახლებაში გატარებულ დროს. ეს მუდამ დარჩება ჩემს გონებაში, როგორც ბელადის საზოგადოებაში გატარებული ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასახსენებელი საათები. ისე განგაწყობდა, რომ მასთან საუბრისას თავი თანასწორად და თავისუფლად გეგრძნო. 

დიდხანს ვისხედით ასე და არც დაგვიძინია. გვიან გავაღვიძეთ მძღოლი, რათა მეორე აგარაკზე გადავეყვანეთ ლივადიაში.

ჩავედით თუ არა ლივადიაში, ბელადმა ბრძანა, მასთან ერთად საუზმეზე მოეპატიჟებინათ მძღოლი და დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც მას ახლდნენ. საუზმემ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. საუზმის შემდეგ ღამენათევი სტალინი და პოსკრებიშევი დასასვენებლად წავიდნენ, მე – საქმეები გამომიჩნდა.

რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ, სტალინმა მანქანა გამოიძახა, რათა დაეთვალიერებინა, თუ როგორ მომზადდა აგარაკი სტუმრების დასახვედრად.

მე მასთან მივედი სიტუაციის მოსახსენებლად და რომ შეიტყო, რომ მე არ დამისვენია, არ მომცა უფლება, გავყოლოდი და მიბრძანა, სასწრაფოდ წავსულიყავი მოსასვენებლად. წასვლით კი წავედი, მაგრამ დაძინების მაგივრად, მეორე მანქანით გავყევი ბელადის ეკიპაჟს უკან. უკან დაბრუნებულმა ბელადმა რამდენჯერმე იკითხა, ეძინა თუ არა ვლასიკსო, მეორე დღეს გამომიძახა და მკითხა, გამოვიძინე თუ არა.  მე მოვუბოდიშე, რაზეც მან გაიცინა. მე მასში ჭეშმარიტად მშობლიურ და ახლობელ ადამიანს ვხედავდი.

ჩკალოვი

მკაცრად და უხეშად კი არა, ყურადღებითა და დაკვირვებით ეპყრობოდა სტალინი ხალხს. ყველას მოეხსენება მისი თბილი დამოკიდებულების შესახებ სახელგანთქმული მფრინავი ჩკალოვის მიმართ. გავიხსენოთ მისი სიტყვები: „თქვენი სიცოცხლე ჩვენთვის ნებისმიერ მანქანაზე ძვირფასია”. სიტყვები, რომლებმაც სულის სიღრმემდე ააღელვა, ერთი შეხედვით მკაცრი მფრინავი. გავიხსენოთ სტალინის ზრუნვის მაგალითები ჩკალოვის შემდგომი ფრენების შესახებ.

მისი პირველი უწყვეტი მარშრუტი მოსკოვი-პეტროპავლოვსკი-კამჩატკა, სტალინმა უკარნახა, როგორც ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკის პოლუსზე უპრეცედენტო მარშრუტისთვის მზადებისა. სტალინი ნერვიულობდა,  ჩკალოვს არწმუნებდა, რომ არ ეჩქარა ამ სახიფათო ამოცანის შესრულება. ჯობია, ზედმიწევნით შემოწმდეს თვითმფრინავი, მისი მატერიალური აღჭურვილობა, რათა უზრუნველვყოთ ფრენა პოლუსის გავლითო. ჩკალოვიც დიდი სიყვარულით პასუხობდა ბელადს ყურადღებისა და ზრუნვისთვის.

გავიხსენოთ კრემლში, ჩკალოვის ეკიპაჟის დაბრუნებისადმი მიძღვნილი მიღება. მაშინ ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ პოლუსის გავლით დაბრუნდნენ, ცნობილმა მფრინავმა თქვა: „მარტო სულს კი არა, სიცოცხლეს გავწირავ თქვენი გულისთვის!”

დამოკიდებულება ბავშვების მიმართ 

სტალინს ძალიან უყვარდა ბავშვები. როდესაც ფეხით სეირნობისას შეხვდებოდა, აუცილებლად საუბარს გაუბამდა ხოლმე მათ.

მახსოვს, ერთხელ, სტალინისა და მოლოტოვის სეირნობისას, ჩვენ პატარა ბიჭუნას შევხვდით, ექვსიოდე წლის იქნებოდა, მაგრამ ენაგაწაფული და ჭკვიანი ჩანდა. საკმაოდ დასაბუთებულად პასუხობდა ბელადის კითხვებს. გაცნობისას სტალინმა მას ხელი გაუწოდა და ჰკითხა: რა გქვია? ვალკა, უპასუხა ბიჭმა. მე კიდევ იოსკა, – მიუგო ბელადმა. მე და მოლოტოვმა სიცილი ავტეხეთ.

სტალინს ცხოველები უყვარდა. ერთხელ სოჭში მაწანწალა მშიერი ლეკვი აიყვანა. თავისი ხელით აჭმევდა და  ზრუნავდა მასზე.

მე ეს სტალინის თბილი და გრძნობით სავსე ურთიერთობების ფაქტები მოვიყვანე, მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელებული უსაფუძვლო მტკიცებულებების უარსაყოფად. ბელადს გვიხატავდნენ როგორც უხეშ, სასტიკ, არაადამიანურ და დაუნდობელ  პიროვნებად გარშე მომყოფთა მიმართ.

ეს სიცრუეა – ასეთი ის არასდროს ყოფილა. ის იყო უბრალო, მეგობრული და მგრძნობიარე.  სტალინი გახლდათ დაუნდობელი მტრის მიმართ და მოსიყვარულე – მოყვრისა.

ნიკოლაი ვლასიკის, სტალინის პირადი მცველის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3