კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მივხვდი – ის ცოლიანია!

 

ზოგიერთ მამაკაცს კარგად ეხერხება შენიღბვა. ადვილად შეიძლება მიენდოთ, მით უმეტეს, როცა ის ოცნების კოშკებს გიგებთ. მაგრამ, გონების სიფხიზლე აუცილებელია, თუ არ გინდათ, რომ იმედი გაგიცრუვდეთ. ერთბაშად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას ცოლიც ჰყავს, შვილებიც და მათგან არსად წასვლასაც არ აპირებს.

რა თქმა უნდა, სახეზე არავის არაფერი აწერია. მით უფრო რთულია რეალური სურათის გარკვევა, როცა კაცს თავად არ უნდა, გაამჟღავნოს სიმართლე. თუ თქვენ არ გინდათ, იყოთ მესამე და ზედმეტი, ოჯახის დამანგრეველი და ავბედითი ქალი, გაითვალისწინეთ... რაღაც ხდება, თუკი:

* გამოსასვლელ დღეებში და საღამოს საათებში უკვალოდ იკარგება. არ პასუხობს ან საერთოდ თიშავს მობილურ ტელეფონს. წარმოიდგინეთ, რატომ არ უნდა უნდოდეს შეყვარებულ მამაკაცს, თავისუფალი დრო თქვენ გვერდით გაატაროს?! თუ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, ეს უკვე საეჭვოა.

* არ მიჰყავხართ მეგობრების წრეში. არგუმენტები არა აქვს, ან თუ აქვს, ძალიან სუსტი და არადამაჯერებელი.

* არ ცდილობს, გაგაცნოთ რომელიმე ნათესავი, ახლობელი ან თანამშრომელი. პირიქით, ყველანაირად გარიდებთ მათთან რაიმე სახის კონტაქტს. ლაპარაკი არ არის კორპორატიულ საღამოზე წაყვანაზეც.

* მაქსიმალურად ერიდება ხალხმრავალ ადგილებს, როცა ერთად ხართ. ირჩევს განმარტოებულ, მყუდრო, ცუდად განათებულ შეხვედრის ადგილებს.

* მობილურზე საუბრის უცნაური მანერა აქვს. მაგალითად, როცა ერთად ხართ, უცებ იღებს მობილურს, გადის სადღაც და ჩურჩულით ლაპარაკობს. ზოგიერთ ზარს კი საერთოდ არ პასუხობს.

P.S. თუ შემთხვევით მისი მობილური თქვენს ხელთ აღმოჩნდება, აუცილებლად ნახეთ, როგორ ჰყავხართ შეყვანილი „სატელეფონო წიგნში“ ან ჰყავხართ თუ არა საერთოდ.

 

ვირტუალური საქმრო

 

დღეს, თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში, ადამიანები ძალიან ხშირად ეცნობიან ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით. ადამიანის შეცნობა უშუალო კონტაქტის დროსაც კი ძალიან ძნელია. მით უმეტეს, რისკის შემცველია ვირტუალური სიახლოვე.

ან აზრი როგორ უნდა შეგექმნათ ადამიანზე, რომელსაც ერთხელაც არ დალაპარაკებიხართ ბუნებრივ „რეჟიმში“. ის კი არა, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ბოლომდე ვერ იცნობენ ერთმანეთს. ანუ, საფრთხე არსებობს, თანაც რეალური, რომ სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ.

გაითვალისწინეთ რამდენიმე ოქროს წესი, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

* დააკვირდით, რა ფოტო აქვს „დაყენებული“ თქვენს ახალ ნაცნობს მთავარ გვერდზე, ანუ „პროფილზე“. თუ ეს პეიზაჟია, რომელიმე კინოვარსკვლავი, ან გაურკვეველი ამბიცია – იცოდეთ, ადამიანები საკუთარ სახეს ტყუილუბრალოდ არ მალავენ. მათ ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ან კომპლექსები აწუხებთ, ან რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრი გააჩნიათ, ან კიდევ, ემალებიან ვიღაცას. არც ერთი ვარიანტი არ არის სასურველი.

* თუ ინტერნეტსაუბრებისას ხშირად გადის ქსელიდან, ან უცებ, შუა საუბრისას აკეთებს ამას, სავარაუდოდ, უნდა იეჭვოთ, რომ ამ დროს ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა. ანდა, ტელეფონით ემესიჯება ვიღაც ალტერნატიულ ქალბატონს.

ერთი სიტყვით, თუ სერიოზული გეგმები გაქვთ, რაც შეიძლება, სწრაფად გაიცანით და გადადით ნორმალურ ურთიერთობაზე.

 

საიდან მოვიდა?!

 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ზედმეტად მორიდებული ქალები იშვიათად ახერხებენ პირადი ცხოვრების ისე მოწყობას, როგორც ის მათ წარმოუდგენიათ. მორიდებულობა კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაგალითად, რატომ უნდა გრცხვენოდეთ იმის, რომ ვიღაც მოგეწონათ. რატომ არ უნდა გამოხატოთ მის მიმართ სიმპათია.

ზედმეტი ჩაკეტვა საკუთარ თავში და ემოციების შეკავება, კარგს არაფერს მოგიტანთ. შეიძლება, ბავშვობაში არავინ გასწავლიდათ, რომ საკუთარი თავის სიყვარული საჭიროა, ზოგჯერ, უბრალოდ, აუცილებელიც. თუ საკუთარ „მეს“ რაღაც ნაწილი გაღიზიანებთ, უფრო მეტიც – მიუღებელია თქვენთვის, ერთ დღესაც პროტესტი და შინაგანი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. ხომ გინდათ, თავი უფრო კომფორტულად, ლაღად და თავისუფლად იგრძნოთ, მაშინ შეეცადეთ, მიაღწიოთ მაქსიმალურ შინაგან თავისუფლებას, შეიყვარო შენი „მე“ – სრულიად და მთლიანად. ჩნდება დაუცველობის განცდა. სწორედ აქედან მოდის ის კომპლექსები, რომლებიც მერე სერიოზულად გვიშლის ხელს არა თუ პირად ბედნიერებაში, არამედ სოციუმში ინტეგრირებაშიც... აქედან მოვა ყოველივე ახლის შიში, ცვლილებისთვის თავის არიდება და ვერასოდეს წახვალთ წინ, ვერასოდეს განვითარდებით.

ყოველთვის მეტად კონცენტრირდით იმ პოზიტიურ მომენტებზე, რომლებიც ცხოვრებაში გქონიათ. დაიცავით თავი ფსიქოლოგიური ტრავმებისგან და იცხოვრეთ... იცხოვრო, არ ნიშნავს იარსებო. ეს აბსოლუტურად სხვა რამეა...

 

რაზე არ ლაპარაკობენ?!

 

მამაკაცებს მოსწონთ, როცა მათ გარშემო მითი იქმნება. ამიტომაც ყველა ჭეშმარიტი მამაკაცი ლაპარაკობს ცოტას და თავს გვაჩვენებს, რომ ფიქრობს ბევრს. თუ „მედალს“ ერთი მხრიდან შევხედავთ, რა არის ცუდი იმაში, როცა ვმოქმედებთ, ვაკეთებთ საქმეს და ფუჭად არ ვლაყბობთ, მაგრამ „მედალს“ ხომ მეორე მხარეც აქვს?! – რაზე ფიქრობენ ისინი, ჩვენ არ ვიცით. ანუ, რეალურად სრულიად შესაძლებელია, არავინ ფიქრობდეს საქმეზე ან ხშირად არ ფიქრობდეს. თქვენ თუ მამაკაცს ხშირად ეტყვით: „ჭკვიანი თავი გაქვს მხრებზე“, „ძლიერი ხარ და გამორჩეული მამაკაცი“ – ის შეიძლება, ხმამაღალი „აპლოდისმენტებით“ არ შეხვდეს ამას, მაგრამ მის თვალში არათუ ამაღლდებით, არამედ სერიოზულ ქულებსაც ჩაიწერთ.

თუ მამაკაცი არ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ არ ფიქრობს თქვენზე, არ აინტერესებს თქვენი ბედი და ფიქრობს ვიღაც სხვაზე. მამაკაცი არ ლაპარაკობს ან ძალიან იშვიათად ლაპარაკობს გრძნობებზე. ამბობენ, ლაქლაქა მამაკაცი ყალბია და არ უნდა ენდოო. თუმცა, ასეთი რადიკალურებიც ვერ ვიქნებით. ყველა ხომ ერთნაირი ვერაფრით იქნება. მაგრამ მთავარი ერთია – ნუ შეგეშინდებათ მამაკაცის დუმილის. ზოგჯერ მისი სიჩუმე გაცილებით მეტის მთქმელია.

 

საერთო მაგიდასთან!

 

შეიძლება, არც იცოდეთ და ყურადღებას არ ანიჭებდეთ ერთ საკმაოდ ძველ ტრადიციას – ეს გახლავთ სუფრასთან მთელი ოჯახის ერთად შეკრება საუზმეზე, სადილად, ვახშმად. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად გამოსდიოდათ და მგონი, ეს იყო საუკეთესო „სუფრის ტრადიცია“, რაც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან დაახლოებას უწყობდა ხელს. თუ თქვენს ოჯახში ჩვევად გაქვთ სუფრასთან ერთად ჯდომა და საკვების ისე მირთმევა, ეს ძალიან კარგია. მის პოზიტივებს ახლავე მოგახსენებთ – ჯერ ერთი, ერთ სუფრასთან მსხდომი ოჯახის წევრები გულითადად საუბრობენ. უზიარებენ ერთმანეთს დღის სიახლეებს, შთაბეჭდილებებს, ემოციებს... მათ შორის თითქოს უხილავი ძაფები იბმევა. უკეთესად ეცნობიან და ესმით ერთმანეთის. ეს სუფრული, თბილი რიტუალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზრდილებისთვის. მხოლოდ ასეთ მყუდრო გარემოში შეიძლება სრული განტვირთვა და „დაცლა“ უარყოფითი თუ დადებითი ემოციებისგან, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ის ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში არიან გაზრდილები, უკეთესად ახერხებენ სოციუმში დამკვიდრებას. ავლენენ საზოგადოებაში საუკეთესო თვისებებს. არიან ბევრად უფრო მობილიზებულები, ყურადღებიანნი და თბილები გარშემო მყოფთა მიმართ.

არასოდეს თქვათ უარი ასეთ თბილ ტრადიციებსა და ჩვევებზე. მიიღეთ მეტი პოზიტივი ურთიერთობებისგან. ჩვენ ეს გვჭირდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოგვიდგენია.

скачать dle 11.3