კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა შეინახოთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ და როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი ბინა „ბედნიერი“ იყოს

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ერთ, კონკრეტულ ოჯახში თავს მყუდროდ და კარგად გრძნობთ, მეორეში კი – რაღაც გაწუხებთ. დისკომფორტს განიცდით, ცდილობთ, მალე გაეცალოთ იქაურობას და დაბრუნდეთ საკუთარ სახლში. შინ მისული კი საშინელ დაღლილობას და უხასიათობას გრძნობთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლილი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ასე რომ, თუ კარგად შევისწავლით ჩვენს საცხოვრებელს, გვეცოდინება, როგორ გავანეიტრალოთ ბინაში ნეგატიური ენერგია და რა დაგვიცავს მისი „დაბუდებისგან”, თავს უფრო უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ და მშვიდად ვიცხოვრებთ.

– ქალბატონო ლილი, ამბობენ, ყველა სახლს თავისი „ხასიათი” აქვს და ის ადამიანზეც გადადისო. თუ შეგიძლიათ, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს?

– ის, რომ ყველა საცხოვრებელ სახლს თავისი „ხასიათი” აქვს, ეს სიმართლეა და პარაფსიქოლოგებისთვის უცხო სულაც არ არის. ენერგეტიკული ზონები, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება სახლის გარემოს – ერთგან კეთილია, მეორეგან კი ბოროტი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახლის „ხასიათი”. ისიც  მართალია, რომ სახლში პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიებს თავად ადამიანები ვქმნით. ანუ, პოზიტიურ და ნეგატიურ ზონებს თვით ადამიანი ქმნის ბინაში. სამზარეულოს კუთხე, სადაც ჭუჭყიანი ჭურჭელი დევს, გაურეცხავი სარეცხი აბაზანაში – ეს ყველაფერი ბოროტ ზონას ქმნის საცხოვრებელში. რაც ნაკლებად იქნება ზემოხსენებული სურათი სახლში, მით უკეთესია თქვენთვისაც და ოჯახის წევრებისთვისაც. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც თავად ეპყრობით სახლს, ისიც ისე მოგექცევათ. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.

– შესაძლებელია თუ არა სახლის ენერგეტიკული სტრუქტურის შემოწმება და როგორ მოვახერხოთ ეს?

– იმ ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, ნელა შრება წყალი, ყვავილები გვიან ჭკნება, ლითონის ნივთები ოდნავ ცივია. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში კი მუსიკალური ცენტრი და მობილური ტელეფონი კარგად იჭერს მოკლე ტალღებს, ძირს დავარდნილი ვერცხლის ჭურჭელი, მონეტები ან ნივთები ყრუდ წკარუნობს, რძე მალე იჭრება, ადუღებული წყალი მალევე ცივდება, ცხიმი, მალე დნება. დადებითი ენერგიის არეში სანთლის სინათლის ალი ყოველთვის კარგად ანათებს, უარყოფითში კი – თამაშობს, ალი სუსტია და ფეთქავს. გეტყვით იმასაც, რომ, სანამ სახლს უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდთ, უნდა ეცადოთ, ახალი ზონები აღარ შექმნათ. 

– ეს როგორღა მოვახერხოთ?

– არასდროს მიიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან სხვისი ნივთი ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და, თუ ეს ენერგია ნეგატიურია, სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება. ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა, შეუძლია, თქვენს სახლში ან კართან უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთი დადოს და ესეც უარყოფით ზონას შექმნის, რაც თქვენზე ცუდად იმოქმედებს. სხვათა შორის, ამავე პრინციპით მოქმედებს თილისმები, ოღონდ პირიქით – დადებითი ენერგიითაა გაჟღენთილი, ცუდს კარგად იწოვს და გათვალვისგან გვიცავს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. აქვე, იმასაც დავძენ, რომ განსაკუთრებით კარგი და უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისგან დამცავი თილისმა ბავშვებისთვის არის გულის ფორმის სამკაულები და აქსესუარებია: კულონი, საყურე, ბეჭედი, სამაჯური, ბალთიანი ქამარი, თმის სამაგრი და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად საპნით გარეცხოთ უარყოფითი ზონებისგან დამცავი ნივთები, რათა უარყოფითი ენერგია წყალმა ჩარეცხოს და წაიღოს. ასევე, გირჩევთ, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, ცუდი ფიქრები, ისინი ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ნივთები მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, ყველაზე უკეთ კი სარკე. 

– ამის გამო ხომ არ აფარებენ, ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, სარკეს ნაჭერს?

– დიახ, სწორედ ამიტომ. დასაფლავებიდან ორმოცი დღის შემდეგ კი, რეკომენდებულია ბინის მთლიანად გაწმენდა, რადგან, სასაფლაოდან დაბრუნებულებმა, შესაძლოა, ბოროტება და ნეგატიური ენერგია შეიტანოთ სახლში, რაც სწორედ ღია, გათხრილი საფლავიდანაა „შეწოვილი”. ანუ, მაშინ, როცა ღიაა იმქვეყნიური სამყაროს „კარი”. უარყოფით ენერგიას ატარებს ასევე, გარდაცვლილი ადამიანის ფოტოები. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ კედლებიდან ჩამოხსნით. ასევე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურს, ამის ჩადენა ქორწილის დროსაც შეუძლია. მით უმეტეს, რომ ქორწილზე, ყველას სურს მისვლა და ბევრი დაკვირვებული თვალი ტრიალებს ირგვლივ. ამიტომ, საზეიმო სუფრის შემდგომაც საჭიროა ბინის გაწმენდა. „სიავის დამგროვებლად” ითვლება ბუმბულის ბალიში. თუ მასზე დაემხობით და იტირებთ, მერე, როცა ყველაფერი დალაგდება და სიტუაცია გამოსწორდება, ბალიში ყოველღამე „გაგიზიარებთ” წარსულში დაგროვილ ცუდ ენერგიას. თუ ტირილს აპირებთ, მაშინ მოამზადეთ ცხვირსახოცი, ცრემლები იმით შეიმშრალეთ და როგორც კი ტირილს მორჩებით, ის კარგად გარეცხეთ. თუ დიდი ტრაგედიის გამო ტირით, მაშინ, ის ცხვირსახოცი, რომლითაც ცრემლი შეიმშრალეთ, საერთოდ დაწვით. ოღონდ გაფრთხილებთ, წვის პროცესში ალს არ უყუროთ. თუ ცრემლიანი ცხვირსახოცის დაწვის დროს ცეცხლს უყურებთ, უარყოფითი ენერგია ისევ თქვენ გიბრუნდებათ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი და სამზარეულო ყველაზე არასასიამოვნო ადგილებია. რასაკვირველია, ჭუჭყიან ჭურჭელს და გასაწმენდ ფეხსაცმელს აუცილებლად დაასუფთავებთ, მაგრამ მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის გაშვება. არ შეიძლება, ლარნაკით დიდხანს გედგათ დამჭკნარი ყვავილები, რადგან დამჭკნარი ყვავილები სიკვდილს „იხმობს”, დამდგარი წყალი კი უარყოფით ენერგიას მოიზიდავს. სიკვდილის ენერგიას ინახავს ასევე და თავისთავად ნეგატიური ენერგიის მატარებელია: ჰერბარიუმი, მწერების კოლექცია და ნატურალური ქურქი, რაც ასე მოდაშია დღეს.

– საიდან გადადის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე უარყოფითი ენერგია?

– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე, გაიხადეთ და გაწმინდეთ. ასევე, არასდროს დააგროვოთ და შეინახოთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ. ნუ ისარგებლებთ ნივთით ერთ წელზე მეტხანს, თავიდან მოიშორეთ ისინი. სახლში უნდა „იცხოვრონ” მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება ბინაში.

– როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი ბინა „ბედნიერი” იყოს?

– სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. დადეთ ის ოთახში და ხშირად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რომ ცუდი „ჩამორეცხოთ”. ასევე, ოთახის კუთხეებში დადეთ მუხის, არყის ან ვერხვის ხის პატარა ტოტები. ასე, ნეგატიურ ენერგიას კარგად გაანეიტრალებთ.

скачать dle 11.3