კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კრძალავდნენ სლავ ჯარისკაცებს ცოლებთან და მონა-ქალებთან ერთად

აღმოსავლეთის სლავებში ადამიანთა მსხვერპლშეწირვებზე არცთუ ვრცელი ინფორმაციაა შემონახული. ეგრეთ წოდებული „სტრატეგიკონში“ აღწერილი ამბები. სავარაუდოდ ის ბიზანტიელი იმპერატორის, მავრიკიუსის ინიციატივითაა შექმნილი მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების მიჯნაზე. 

 „მათი ცოლები ყოველგვარ ადამიანურ ბუნებაზე იმდენად აღმატებულნი და უბიწონი არიან, რომ უმეტესობა მეუღლის სიკვდილს საკუთარ სიკვდილად მიიჩნევს და ნებაყოფლობით იხრჩობს თავს, რადგან ქვრივობაში სიცოცხლე ცხოვრება არაა მისთვის“.

„სტრატეგიკონის“ ავტორი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ეს თვითმკვლელობები ერთგვარი რიტუალი იყო, მაგრამ სხვა ხასიათი ამას იმ დროისთვის არ შეიძლება ჰქონოდა. ამის შესახებ ცნობებს სხვა ავტორებიც გადმოგვცემენ. არაბი გეოგრაფი იბნ რუსტი მეცხრე საუკუნის დასაწყისში წერდა, თუ როგორ სრულდებოდა დაკრძალვის წესი:

„თუ მიცვალებულს ჰყავდა სამი ცოლი და მათგან ერთ-ერთი ამტკიცებდა, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა მეუღლე, მაშინ მას ქმრის ნეშტთან მიჰქონდა ორი ბოძი. ბოძებს მიწაში ასობდნენ, შემდეგ კი მესამე ბოძს (კადონი) გარდიგარდმო თავზე ადგამენ. კადონის შუა ადგილას ამაგრებენ თოკს, ის (ცოლი) კი დგებოდა სკამზე და კისერზე იკრავდა თოკის ბოლოს. ამის შემდეგ სკამს აცლიდნენ და ქალი მანამდე ეკიდა, სანამ არ მოიგუდებოდა და მოკვდებოდა. ბოლოს ჩამომხრჩვალს აგდებდნენ ცეცხლში და წვავდნენ“.

ქალების მასობრივი თვითმკვლელობა, რაზეც „სტრატეგიკონის“ ავტორი და იბნ რუსტი მოგვითხრობენ, არქეოლოგიური მასალებით არ დასტურდება, მაგრამ ერთეული შემთხვევები, რასაკვირველია, იყო. ცნობილია ჯარისკაც სლავების წყვილებად დაკრძალვის ფაქტები ქალებთან – ცოლებთან ან მონა-ქალებთან ერთად. მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, ჩერნიგოვის მახლობლად, ყორღანში, რომელსაც სახელად „შავი სამარე“ ეწოდა, სამი მიცვალებული იყო დაკრძალული – მოზრდილი ასაკის ჯარისკაცი, შეიარაღებული მოზარდი და ქალი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მოზარდი – საჭურველთმტვირთველი და ქალი, ბრძოლაში დაღუპული მხედრის დაკრძალვაზე იქნენ მოკლული. 

„შავ სამარეში“ დამარხულ მოზრდილ მეომარს ძალზე მაღალი სტატუსი ჰქონდა. ამაზე ყორღანის ზომებიც მეტყველებს და ძვირფასი ნივთებიც, რომლებსაც იმქვეყნად ატანდნენ. ყორღანში ჩამარხული იყო მუზარადები და ჯაჭვის პერანგები, იარაღის გროვა, ორი აღკაზმული ცხენის ნეშტი, ბიზანტიური ორი ოქროს მონეტა, ბრინჯაოს კერპი, ვერცხლით მოჭედილი ტურის (პირველყოფილი ძროხა) რქები, სამკაულები, ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ქვაბი ცხვრის ძვლებით, მაყალი, სამსხვერპლო დანები, სათამაშო კოჭები, ინსტრუმენტები... შემორჩენილმა სახელურებმა და გვერგვებმა (გვერგვი – სალტე) არქეოლოგებს მიანიშნა ხის თორმეტ ვედროზე – როგორც ჩანს, ჭურჭელი ღვინითა და თაფლით იყო სავსე და ასე ჩადგმული ყორღანში.

იმ წლებში კიევის მთავარი სვიატოსლავი, ვარიაგ (ვარიაგები – სკანდინავიელები) რიურიკის შვილიშვილი და შემდგომში რუსეთის ნათლისმცემელ ვლადიმირის მამა, ალყაში მოაქციეს ბიზანტიელებმა დოროსტოლის ციხესიმაგრეში, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ წარსტაცა ბულგარელებს. ამის შემდეგ საომარმა წარმატებამ ზურგი შეაქცია რუსებს, რომლებსაც ლევ დიაკონი, ბიზანტიური ჩვეულების თანახმად, სკვითებად მოიხსენიებს. ასეთი ჩვეულება ჰქონდათ მათ – ყველა ჩრდილოელ ბარბაროსებს ამ სახელს უწოდებდნენ. მაგრამ, რამდენადაც ლაპარაკია სწორედ სვიატოსლავის მეომრებზე, ეს უზუსტობა შეგვიძლია უგულვებელვყოთ და დანარჩენში სახელგანთქმულ ისტორიკოსს დავეთანხმოთ:

„სკვითებმა ვერ გაუძლეს მოწინააღდმეგის იერიშს. თავიანთი წინამძღოლის, იკმორის (მეორე ადამიანი ლაშქარში სვიატოსლავის შემდეგ) სიკვდილით ძლიერ დამწუხრებულებმა ფარები ზურგზე მოიგდეს და ქალაქისკენ დაიწყეს უკან დახევა. რომაელები კი უკან მისდევდნენ და ხოცავდნენ. და აი, როდესაც ღამემ მოაწია და სავსე მთვარემ არემარე გაანათა, სკვითები ბრძოლის ველზე გამოვიდნენ და თავიანთი დახოცილი ჯარისკაცების შეგროვება დაიწყეს. მათ კედლის წინ გროვებად დაზვინეს მკვდარი თანამებრძოლნი და ცეცხლი წაუკიდეს. იმავდროულად, მათ, წინაპართა ჩვეულების მიხედვით, მრავალი ტყვე კაცი თუ ქალი გაუყენეს საიქიოს გზას. ამ სისხლიანი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, მათ რამდენიმე მეძუძური ბავშვი და მამალი მდინარე ისტრაში ჩაახრჩვეს“.

978 წელს ვლადიმირმა, რომელიც სვიატოსლავმა ნოვგოროდის მთავრად დანიშნა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაიპყრო კიევი და ხელთ იგდო რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება. „დროებათა წლების მოთხრობა” გვაუწყებს: „და დაიწყო ვლადიმირმა ერთპიროვნული მთავრობა კიევში და დადგა კერპები გორაკზე: ხის პერუნი ვერცხლის თავით და ოქროს ულვაშებით, ხორსი და დაჟბოგი, სტრიბოგი, სიმარგლი და მოგოში. სწირავდნენ მათ მსხვერპლს და უწოდებდნენ ღმერთებს. მიჰყავდათ მათთან შვილები, მიჰქონდათ შესაწირი და ბილწავდნენ მიწას თავიანთი სამსხვერპლო შესაწირებით. და შეიბილწა მსხვერპლშენაწირით მიწა რუსეთისა და გორაკი იგი“.

გავიდა რამდენიმე წელი. ვლადიმირმა დიდი ხნის მერყეობის შემდეგ, შეთავაზებულ რამდენიმე მონოთეისტურ რელიგიათა შორის არჩევანი ქრისტიანობის „ბერძნულ“ ნიმუშზე გააკეთა. მან მიიღო ნათლისღება და „ბრძანა, დაემხოთ კერპები. ზოგიერთი მათგანი დაეჩეხათ, სხვები კი – დაეწვათ. პერუნი ცხენის კუდზე გამოაბმევინა და ბრძანა ეთრიათ გორაკიდან მთელ ქალაქში. ამასთანავე, 12 კაცი მიუჩინა, რომლებსაც გზადაგზა ჯოხებით უნდა გაეროზგათ ის“.

скачать dle 11.3